საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "

EBRD-ისთვის 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო - ისტორიულად, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD" 1991 წლიდან არსებობს. ბანკი აქტიურად საქმიანობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, აფინანსებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში განსახორციელებელ პროექტებს და ხელს უწყობს სახელმწიფოთა მდგრად ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებას.

2016 წლის დეკემბერში შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში

EBRD საქართველოში საქმიანობის 4 ცენტრალურ საინვესტიციო მიმართულებას გამოყოფს:

  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისი ინოვაციური პროექტების დაფინანსება კერძო სექტორში;
  • კომერციული ბანკების საფინანსო შუამავლობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება;
  • რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის გამაძლიერებელი პროექტების დაფინანსება;
  • საქართველოს ენერგო ეფექტიანობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" საინვესტიციო არქივში

საქართველოში განხორციელებული პირველი დაფინანსება 1996 წლის 23 ოქტომბერს ფიქსირდება - "აბსოლუტ ბანკისთვის" მიცემული 4 მლნ ევროს სახით. 2000 წლის ჩათვლით EBRD-მა საქართველოში 165 მლნ ევროს ექვივალენტური ინვესტიცია განახორციელა. 2001-2002 წლებში საქართველოში ბანკმა საინვესტიციო საქმიანობა შეაჩერა. 2003 წლიდან 2016 წლის ჩათვლით განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 2.8 მილიარდ ევროს შეადგენს. შემოსვლის დღიდან 2016 წლის ჩათვლით კი, EBRD-მა საქართველოში განხორციელებულ 201 პროექტში 3 მილიარდი ევრო გასცა. ჯამური თანხის 41% ენერგოსექტორში, 27% ინდუსტრიაში, ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობაში, 24% საფინანსო სექტორში, 8% კი ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ პროექტებს მოხმარდა.

2010

წლიდან 2016 წლის ჩათვლით EBRD-მა საქართველოში 860 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია - 248 მლნ ევრო 2016 წელს განხორციელდა.

ამ დრომდე გამოქვეყნებული ინფორმაციის

თანახმად, 2017 წელს EBRD "თიბისი ბანკს" 94 მილიონი ევროს ღირებულების სამი პროექტისთვის გამოუყოფს თანხას.

გრაფიკი 1:

EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, 2010-2017 წლები (მლნ ევრო)

image001 წყარო: EBRD-ის რეგიონული ოფისი საქართველოში  

დასკვნა "

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" საქართველოში მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო და ჯამში 3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. აქედან 91% კერძო, ხოლო 9% საჯარო სექტორში. 2016 წელს ბანკის მიერ საქართველოში დაბანდებული თანხა (როგორც გაცემული სესხების, ისე გაცემული გრანტების სახით) 248 მლნ ევროს შეადგენს და წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს აჭარბებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სიმართლეს შეესაბამება საქართველოსთან დაკავშირებით "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" პოზიტიური პროგნოზის ასპექტშიც. EBRD-ის სტრატეგიულ დოკუმენტში საუბარია ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შენელებულ ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნულის მიზეზად კი ნეგატიური რეგიონული ფაქტორებია დასახელებული. მიუხედავად არსებული რეცესიისა, EBRD-ის მიხედვით, საქართველოში არსებობს სტაბილური, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ქვეყანა განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვასა და კანონმდებლობის მოდერნიზებას.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5318 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი