პარლამენტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს პარლამენტს მიუთითოს, თუ რა ჩაწეროს კანონში. „რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტი გვკარნახობს, რა ჩავწეროთ კანონში? ეს არის თუ არა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება? ჩვენ ვართ კანონმდებლები და სააგენტოს რა დაერქმევა, ან ვისთან უნდა იყოს სააგენტო, ამას ჩვენ ვწერთ და არა პრეზიდენტი. შენიშვნები არის სხვა, მაგრამ პრეზიდენტმა გვიკარნახოს ის, თუ ვისთან უნდა იყოს სააგენტო და ეს ჩვენ მივიღოთ, მიმაჩნია საპარლამენტო საქმიანობაში ძალიან უხეშ ჩარევად“, - განაცხადა

ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ეს განცხადება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო უკვე მესამედ დაადო და კანონპროექტი პარლამენტს შესაბამისი შენიშვნებით დაუბრუნა. ამ საკითხის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

ჩვენ დავინტერესდით, საფუძვლიანია თუ არა ეკა ბესელიას შეფასება, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილებას აჭარბებს და ამით ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

კონსტიტუციის 69-

ე მუხლის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას“.

მართალია, კონსტიტუციით პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს, მაგრამ მას აქვს ვეტოს უფლება, რომ პარლამენტის საქმიანობაზე არბიტრის როლი შეასრულოს. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვერ ამოქმედდება პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე და თუკი ის ჩათვლის, რომ კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ადებს ვეტოს. ვეტოს დადების შემდეგ, პრეზიდენტი პარლამენტს უკვე შენიშვნებს უბრუნებს, რომელიც კანონპროექტის სახით არის ჩამოყალიბებული. პრეზიდენტის მიერ ე.წ. ვეტოს დადება, ანუ კანონპროექტის მოტივირებული შენიშვნით დაბრუნების პროცედურა დეტალურად პარლამენტის რეგლამენტშია

გაწერილი.

რეგლამენტის XXVI თავი პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვას ეთმობა, სადაც სიტყვასიტყვით წერია, რომ პრეზიდენტს არათუ უფლება აქვს, რომ პარლამენტს დაწუნებული კანონპროექტი (შენიშვნებით) განსახილველად უკან დაუბრუნოს, არამედ ვალდებულია, რომ ეს შენიშვნები კანონპროექტის სახით ჩამოაყალიბოს (პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 171).

როგორ ხდება ამ ჩანაწერების გაგება და რისი უფლება აქვს პრეზიდენტს კონკრეტულად საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ამის განმარტება კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს ვთხოვეთ. მშვენიერაძის თქმით, "საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს ნამდვილად არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, მაგრამ ეს სულ სხვა პროცედურაა ვიდრე ვეტოს გამოყენების უფლებამოსილება, რასაც კონსტიტუციის ენაზე ჰქვია კანონზე ხელმოწერის უარის თქმა და მისი შენიშვნებით უკან დაბრუნება. აქედან გამომდინარე, თუკი საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს აქვს თუ არა უფლება, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს, ცხადია, მოქმედი კონსტიტუციით მას ამის უფლება არ აქვს. მაგრამ, თუკი საუბარია იმაზე, რომ პარლამენტმა მიიღო კანონის პროექტი, გაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად და პრეზიდენტი არ დაეთანხმა ამ კანონს, ანუ ვეტო დაადო, პრეზიდენტი უკვე ვალდებულია და, ცხადია, უფლებამოსილიც, რომ პარლამენტს ეს შენიშვნები სწორედ კანონპროექტის სახით გაუგზავნოს".

"

როგორც ჩანს, ქალბატონი ეკა თავისი განცხადებით შეეცადა, რომ გამოეყენებინა კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, ანუ საუბარი რითიც დავიწყეთ, და საქმეში გაუთვიცნობიერებელი ადამიანებისთვის წარმოედგინა ისე, თითქოს პრეზიდენტი ვეტოდადებულ კანონზე ისეთ უფლებას იყენებს, რაც არ გააჩნია", - განაცხადა მშვენიერაძემ.

  დასკვნა საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს ნამდვილად არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, მაგრამ მას აქვს ვეტოს გამოყენების უფლებამოსილება, რაც კანონპროექტზე ხელმოწერის უარის თქმას და პარლამენტისთვის შესაბამისი შენიშვნებით დაბრუნებას გულისხმობს. კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში კი, რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ შენიშვნები კანონპროექტის სახით ჩამოაყალიბოს,

ანუ პარლამენტს კონკრეტულ საკითხებზე თავისი არგუმენტირებული ალტერნატივა შესთავაზოს. ეკა ბესელიას გამოსვლა კი სწორედ ასეთ შემთხვევას - პრეზიდენტის ვეტოს ეხებოდა.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ეკა ბესელიას განცხადება არის მცდარი.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი