7 აპრილის პარლამენტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხელვაჩაურის მაჟორიტარმა ილია ნაკაშიძემ განაცხადა:

„2016 წლის მონაცემებით, აჭარაში განხორციელდა 427 მილიონ დოლარზე მეტი კერძო ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

კერძო ინვესტიციები მოიცავს როგორც უცხოურ, ისე შიდა ინვესტიციებს. მისი დაანგარიშებისას ყურადღება უნდა მიექცეს, როგორ აისახება ის ერთ სულ მოსახლეზე. ასევე მნიშვნელოვანია, კერძო ინვესტიციები განვიხილოთ აჭარის მუნიციპალიტეტებისა და იმ სექტორების გათვალისწინებით, რომლებშიც კაპიტალდაბანდება განხორციელდა.

2016 წლის მარტში BPI-მა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად,

რეგიონში 2015 წელს განხორციელებული კერძო ინვესტიციების რაოდენობამ ჯამში 366 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 279 მლნ აშშ დოლარი, ანუ 76% უცხოური ინვესტიცია იყო, ხოლო დანარჩენი - ადგილობრივი. ინვესტიციები სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა: ენერგეტიკა - 41%, ტურიზმი - 33%, მშენებლობა - 23%, სოფლის მეურნეობა - 1%, მრეწველობა - 1%.

რაც შეეხება 2016 წელს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,

კერძო ინვესტიციებმა, რომლებიც რეგიონში განხორციელდა, 427.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 71%, ანუ 303.8 მლნ აშშ დოლარი უცხოური ინვესტიციაა.

2016

წელს აჭარაში შესული ინვესტიციების დიდი წილი კვლავ ენერგეტიკაზე მოდის - 45%. დანარჩენ სექტორებზე ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ტურიზმი - 31.6%, მშენებლობა - 20.8%, მრეწველობა - 1.4%, სოფლის მეურნეობა - 0.2%.

  ცხრილი 1:

კერძო ინვესტიციების პროცენტული წილი სექტორების მიხედვით, 2015 და 2016 წლების მაჩვენებლები

                  სექტორი 2015 2016
ენერგეტიკა 41 45.5
ტურიზმი 33 31.6
მშენებლობა 23 20.8
მრეწველობა 1 1.4
სოფლის მეურნეობა 1 0.2

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ კერძო ინვესტიციების წილი აშკარად გაზრდილია ენერგეტიკის სექტორში, ხოლო ტურიზმში უმნიშვნელოდ იკლებს. კლების ტენდენცია შეინიშნება მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებშიც, ხოლო მრეწველობაში ინვესტიციები 0.4%-ით არის მომატებული.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო საქმიანობის შეფასებისას მნიშვნელოვანი პარამეტრია ინვესტიციის რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. 2015 წელს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 1 087 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს - 1 270 აშშ დოლარს, რაც შესადარებელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

საინტერესოა, რომ 2016 წლის მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კერძო უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, ლიდერის პოზიცია ნორვეგია/ინდოეთს უჭირავთ - 48.7%-ით, მათ უმნიშვნელოდ ჩამორჩება თურქეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციების წილი, რომელიც მთლიანი მაჩვენებლის 44.9 %-ს შეადგენს.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს, 2016 წელს ინვესტიციები ასე გადანაწილდა:

  ცხრილი 2:

ინვესტიციების პროცენტული წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2016 წელი

მუნიციპალიტეტი ბათუმი ქობულეთი ხელვაჩაური ქედა შუახევი ხულო
 წილი, % 53.3 3.1 9.0 0.1 17.2 17.4

როგორც ცხრილიდან ჩანს, კერძო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი გარემო ბათუმშია, ასევე მნიშვნელოვან ინტერესს იჩენენ მთიანი აჭარის მიმართაც.

  დასკვნა

სტატიაში მოცემული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2016 წელს კერძო ინვესტიციების მაჩვენებელი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 61.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17%-ით აღემატება. შესაბამისად, 17%-ით არის გაზრდილი ინვესტიცია ერთ სულ მოსახლეზე.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ილია ნაკაშიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი