იტვირთება

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველომ ჯამში 100-დან 50 ქულა მიიღო და კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1 ქულით გაიუარესა. 2016 წლის მონაცემებით,

საქართველომ შეფასებისას, 100-დან 49 ქულა მიიღო (დაბალი ქულა უკეთეს მაჩვენებელს ნიშნავს).

Freedom House-ის რეიტინგის

მიხედვით, პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს 200 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი უკავია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. პრესის თავისუფლების ინდექსში 8 ქულით ლიდერობს ნორვეგია, მას 11 ქულით ნიდერლანდები და შვედეთი მოსდევს, 12 ქულით ბელგია და ა.შ. რეიტინგში 98 ქულით ბოლო ადგილს თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეა ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, Freedom House-ის 2017 წლის დეტალური ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციის ბოლო ანგარიშებში საქართველოს შესახებ ყურადღება იყო გამახვილებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, კითხვები იყო დასმული მედიამფლობელების კუთხით. ასევე, საუბარი იყო პოლარიზებულ მედიაგარემოზეც.

Freedom House-ის რეიტინგში ასევე შეფასებულია ქვეყანაში არსებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოც. სამართლებრივი კუთხით საქართველოს 30-დან 13 ქულა, პოლიტიკური გარემოს მიხედვით 40-დან 21 ქულა, ხოლო ეკონომიკური გარემოს მიხედვით კი, 30-დან 16 ქულა აქვს მინიჭებული. სამართლებრივი და ეკონომიკური გარემოს კუთხით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი უცვლელია. რაც შეეხება პოლიტიკურ გარემოს, ის წინა წელთან შედარებით 1 პუნქტით არის გაუარესებული.

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი