ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ქვეყანაში 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 507 ერთეულით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან დღემდე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კლება მხოლოდ 2011 წელს დაფიქსირდა, დანარჩენ წლებში კი ეს მაჩვენებელი მზარდი იყო. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობას, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 10 000-ს მიუახლოვდა. ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, დაზარალებულთა რიცხვიც ყოველწლიურად მზარდია. 2016 წელს დაზარალებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 764 ერთეულით გაიზარდა. თუ გადავხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას წლების მიხედვით, ვნახავთ, რომ ყოვეწლიურად საშუალოდ 575 ადამიანი იღუპება.

ცხრილი 1: ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, 2010-2016 წლები
წელი

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა

დაზარალებულთა რაოდენობა

დაღუპულთა რაოდენობა

მათ შორის სიმთვრალით

გამოწვეული

ავტოპარკის ზრდა %

2010 5 099 - 7 560 685 264 -
2011 4 486 -12% 6 638 526 278 7.2%
2012 5 359 19% 7 734 605 256 7.9%
2013 5 510 3% 8 045 514 228 8.5%
2014 5 992 9% 8 536 511 262 9.6%
2015 6 432 7% 9 187 602 229 8%
2016 6 939 8% 9 951 581 260 8%

ცხრილში მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში საშუალოდ 19 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რის შედეგადაც საშუალოდ 27 ადამიანი ზარალდება, ერთზე მეტი კი იღუპება. საერთაშორისო ინსტიტუტი - "ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD)" სხვადასხვა ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების ყოველწლიურ სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით, 2015 წლის მონაცემებით, საქართველო ჩამოთვლილ 40 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს.

ცხრილი 2: ერთ მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 2013-2015 წლები (OECD)
ქვეყნები 2013 2014 2015
საქართველო 136 137 163
რუსეთი 188 187 160
სომხეთი 105 98 114
ინდოეთი 107 107 111
აშშ 103 102 109
ბულგარეთი 82 91 98
თურქეთი 48 45 95
ლატვია 88 106 94
ალბანეთი 101 91 93
კორეა 101 94 91
სერბეთი 90 75 84
მოლდოვა 82 91 84
ლიტვა 86 91 82
ხორვატია 86 72 82
პოლონეთი 88 84 77
საბერძნეთი 80 72 74
ჩეხეთი 62 65 69
ზელანდია 56 64 69
უნგრეთი 59 63 65
ბელგია 64 64 64
ლუქსემბურგი 82 62 63
სლოვენია 60 52 58
პორტუგალია 60 61 57
სლოვაკეთი 46 54 57
ავსტრია 53 50 55
ავსტრალია 51 49 50
ფინეთი 47 41 48
ისლანდია 46 12 48
გერმანია 40 41 42
ისრაელი 34 33 38
იაპონია 40 38 38
ნიდერლანდები 33 33 36
ესპანეთი 36 36 36
ირლანდია 40 41 35
შვეიცარია 33 29 30
დიდი ბრიტანეთი 27 28 27
შვედეთი 27 27 26
მალტა 42 23 25
ნორვეგია 36 28 22

ამ ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე 163 ადამინი დაიღუპა. მოცემულ სტატისტიკაში საქართველოს შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი და ინდოეთი. ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბულგარეთში ფიქსირდება, 98 ადამიანი ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე. საშუალო მაჩვენებელი კი 57 ადამიანია. როგორც ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში არსებული ვითარება მართლაც საგანგაშოა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში დაახლოებით სამჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ეს საშუალო ევროპული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. მიმდინარე წლის 22 აპრილს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გულისხმობს მართვის მოწმობის აღებას რეალურ გარემოში, მართვის მოწმობის ქულათა სისტემას, უკონტაქტო პატრულირებას და ა.შ. დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ სფეროში ცვლილებები მართლაც აუცილებელი იყო. მაგრამ, მთავარია, რომ გამკაცრებულმა რეგულაციებმა რეალობაში ჰპოვოს ასახვა და მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი