ქალაქ გორის მერმა განაცხადა, რომ წელს, ადგილობრივების თხოვნით, 10-მდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება. მოეწყობა დასასვენებელი სკვერებიც, რისთვისაც 600 000 ლარი დაიხარჯება. "ქალაქ გორში წელს სკვერებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად 600 000 ლარი იხარჯება", - აღნიშნა (20:24

წთ-დან) ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სკვერებისა და სტადიონების მოწყობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მონაცემები ფაქტ-მეტრმა გამოითხოვა (მერიის პასუხი),

 რის შედეგადაც გაირკვა, რომ  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია (957 144  ლარი) ხორციელდება. ამ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 000 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გორში 10 ერთეული სპორტული მინი-მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 342 573 შეადგენს, საიდანაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 290 000 ლარია.

ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასევე რვა დასასვენებელი ადგილის და სამი სპორტული მოედნის მოწყობა. აქედან ექვს მათგანზე ამჟამად ტენდერია გამოცხადებული, ხოლო დანარჩენ ორში სამუშაოებს გამარჯვებული კომპანიები უკვე ასრულებენ.

                    დასახელება                     თანხა/ლარი
  1. მოედნის მოწყობა ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
7 4401
  1. ამილახვრის ქუჩაზე სკვერის, საბავშვო და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
6 000
  1. ქარხნის ქუჩაზე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა
97 444
  1. შინდისის გზატკეცილის მიმდებარედ სკვერის მოწყობა
39 287
  1. ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობა
50 000
  1. ვერხვების დასახლებასთან დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია
59 800
  1. ჭალის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია
34 000
  1. კვერნაკის დასახლებასთან მდებარე პარკის რეაბილიტაცია
9 000

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ  გორის ტერიტორიაზე სპორტული მოედნებისა და სკვერების მოსაწყობად 2017 წლის ბიუჯეტიდან სულ 369 932 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, გორის მერია, თანადაფინანსების სახით, 560 000 ლარს თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციისთვის, 290 000 ლარს კი 10 მინი-მოედნის მოსაწყობად ხარჯავს. მთლიანობაში, გორის ბიუჯეტიდან სტადიონებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 2017 წელს 1 219 932 ლარია გათვალისწინებული, რაც ქალაქის მთლიანი ბიუჯეტის 6.5%-ია.

ჩვენ აღნიშნული სამუშაოების შესრულებას მონიტორინგს გავუწევთ და წლის ბოლოს ამ თემას კვლავ დაუბრუნდებით.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი