31

მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოში ოცწლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. რჩეული ნაკრებები ერთმანეთს თბილისისა და ქუთაისის მოედნებზე უპირისპირდებიან. ქუთაისში შემდგარი შეხვედრებისადმი ინტერესი კი მხოლოდ სპორტული არ აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალ სარაგბო მოედნებს უნდა ემასპინძლა. საამისოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო მოედნის აშენება 2017 წლის ზაფხულამდე დაიგეგმა. თუმცა, 2017 წლის თებერვალში  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოედნების მშენებელ სლოვაკურ კომპანიას ხელშეკრულება გაუუქმა. სამინისტროს განცხადებით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ 2016 წლის დეკემბრისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა და საგარანტიო დოკუმენტაცია. თუმცა, სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ გაწყვეტილი ხელშეკრულება ხელს არ შეუშლიდა საქართველოში ივნისში გასამართი საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას.

დაუსრულებელი პროექტის გამო, დაპირებული ახალი მოედნების ნაცვლად, ჩემპიონატის ჩატარება ალტერნატიულ სტადიონებზე გადაწყდა. მის დაწყებამდე ორი თვით ადრე სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია განმარტავდა, რომ გასამართი თამაშებისათვის არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი იყო.

იანვრის ბოლოს საქართველოს მსოფლიო რაგბის ინგლისელი სპეციალისტებიც სტუმრობდნენ,

რომლებმაც ქუთაისში „აია არენა“ მოინახულეს. მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურმა დირექტორმა საიმონ ქიბლიმაც დაადასტურა, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურა მზად იყო ტურნირის გასამართად.

ქუთაისში პირველი თამაში 31 მაისს, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“ შედგა. კომპლექსი 2015 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა და დღემდე საქართველოში ყველაზე დიდი, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილი ბაზაა,

სადაც განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტრალური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე სტადიონი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე კი 751 ადგილიანია.

„აია არენა“ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო, რისთვისაც დაახლოებით 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.

თავად „აია არენა“ თანამედროვე სტანდარტებით დახვდა მსოფლიო ჩემპიონატს, რასაც ვერ ვიტყვით მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ქალაქ ქუთაისის მერიას უნდა მოეწესრიგებინა. ჩემპიონატის პირველი მატჩის დაწყებისას სარაგბო კომპლექსის შემოგარენი სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა.

 არენაზე მოხვედრილ სტუმრებს დაუსრულებელი ინფრასტრუქტურის - აყრილი ასფალტისა და ტროტუარების, მოუწესრიგებელი არეალის შემჩნევა არ გაუჭირდებოდათ.

სამუშაოები „აია არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ქუთაისის მერიამ კ. გამსახურდიას ქუჩის (ყოფილი კლინიკური საავადმყოფოდან რაგბის ბაზამდე) გზის ასფალტ-ბეტონის საფარისა და ღვარსადენის მოსაწყობად ტენდერი 15 მარტს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები 45 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა.

ხელშეკრულება შპს „ვორდ გლობალ ალიანსთან“ 29 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო და 11 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

იყო თუ არა ტენდერის გამოცხადება დაგვიანებული? – ამ კითხვით ფაქტ-მეტრმა ქუთაისის მერიას მიმართა, სადაც ამბობენ, რომ მერიამ ტენდერი მაშინვე გამოაცხადა როგორც კი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხა გამოიყო (2017 წლის 14 მარტს). ფაქტ-მეტრისთვის მოწერილ განმარტებაში ნათქვამია, რომ კომპანიას სამუშაოების დაწყებაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა და რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ შეუშალა ხელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, რაგბის სტადიონამდე მისასვლელი გზა გავლადი იყო და ვიზიტორებისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

მოვლენებს საპირისპიროდ აფასებს ოპოზიცია. „სამწუხაროდ, ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო დონის ჩემპიონატს რაგბიში, რომელიც პირველად მოეწყო. დაანონსებული ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და, ფაქტობრივად, მსოფლიო მასშტაბით მოგვჭრა თავი მურღულიამ, შეარცხვინეს  ქალაქი“, - განაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯუმბერ შაშიაშვილმა.

"

ფორსირებულად, პირდაპირ ტალახზე დააგეს გზები. ეს არის კატასტროფა და  ჩვეულებრივი დანაშაული, როგორც დაახვედრეს ინფრასტრუქტურა უცხოეთიდან ჩამოსულ 5 000 სტუმარს", - აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

მერიის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი არგუმენტი ისმის – რატომ ვერ მოასწრეს გზის ამ მონაკვეთის გაკეთება მაშინ, როცა ჩემპიონატის ქუთაისში გამართვის შესახებ კარგა ხანია ცნობილია? „აია არენამდე“ მისასვლელ მოუწესრიგებელ გარემოს ისიც დაემატა, რომ მატჩამდე ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები აღიმართა, რომელთა შორის საქართველოს დროშა დანარჩენებზე ბევრად მცირე ზომის აღმოჩნდა.  ეს მხედველობიდან არ გამოპარვია

ოპოზიციას და უბრალო მოქალაქეებს.

როგორც აღმოჩნდა, დროშის ამ ფორმით აღმართვით ქუთაისში არა მხოლოდ ემოციური, არამედ საკანონმდებლო მნიშვნელობის ფაქტიც დაფიქსირდა, ვინაიდან დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი

„ეროვნული დროშის“ შესახებ, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დროშებთან შედარებით მცირე ზომის საქართველოს დროშის აღმართვა. ამავე კანონის მე-5 მუხლი კი სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას აწესებს.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ ხარვეზი გამოსწორდა და საქართველოს დროშა მალევე გამოცვალეს,

ხოლო, საქართველოს რაგბის კავშირმა დაშვებული შეცდომაც აღიარა. „ეს მოხდა შემთხვევით. კანონი დარღვეულია, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა. მსგავსი რამ აღარ განმეორდება. კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისად კი ჯერ არავინ დასჯილა.

ქუთაისში, ოცწლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში ახალი ზელანდიის, ირლანდიის, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები მონაწილეობენ. ჯამში, იმერეთში 6 მატჩი გაიმართება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ მატჩების გამო ქალაქს 4-5 ათასი ტურისტი სტუმრობს.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი