თელავის მუნციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში ისაუბრა (5:47

წთ-დან). „ჩვენთან, თითქმის ყველა სოფელში, ყოველწლიურად კეთდება საკმაოდ ძვირადღირებული პროექტები. 100 ათასზე ნაკლები არცერთ სოფელში არ იხარჯება“, - განაცხადა შათირიშვილმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თელავის მუნიციპალიტეტში სულ 24 სოფელია. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24-

ვე სოფელში 2016 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს 1 704 273 ლარი მოხმარდა. აქედან, მშენებლობებზე 688 106 ლარი, პროექტების შესყიდვაზე 54 171 ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 961 996 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილები და ქსელები განახლდა. ასევე, საბავშვო ბაღების, გზების და სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია განხორციელდა. რიგ სოფლებში გზები მოიხრეშა და გარეგანათებაც მოეწყო. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდა.

  ცხრილი 1: 2016

წელს თელავის რაიონის სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

                    ადმინისტრაციული ერთეული                                              თანხა
აკურა 288 026
ვანთა 277 463
ბუშეტი 261 984
ქვემო ხოდაშენი 167 751
წინანდალი 476 384
ნასამხრალი 0
კისისხევი 40 024
კონდოლი 283 218
შალაური 138 180
კურდღელაური 342 192
გულგულა 17 921
ვარდისუბანი 417 530
იყალთო 370 560
რუისპირი 213 196
ნაფარეული 45 689
სანიორე 87 288
ჯუღაანი 18 479
ართანა 33 272
ფშაველი 311 283
ლეჩური 0
ყარაჯალა 320 925
ლაფანყური 112 135
ლალისყური 22 254
თეთრიწყლები 25 904

დასკვნა 2016

წელს თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მართლაც განხორციელდა. აქედან 14 სოფელში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 100 ათას ლარს მართლაც აღემატება და 112 135-დან 476 384 ლარამდე მერყეობს. თუმცა, თელავის რვა სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 17 921-დან 87 288 ლარამდე დაიხარჯა (და არა 100 ათასზე მეტი, როგორც გამგებელი აცხადებს). ასევე, გასულ წელს თანხები არ გამოყოფილა სოფელ ლეჩურისა და ნასამხრალისთვის.

თელავის გამგეობის ინფორმაციით, 2017 წელს, მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯერ მხოლოდ 7 პროექტი განხორციელდა. მათი განმარტებით, სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებამ

გამოიწვია, რის გამოც პროგრამით გათვალისწინებულ 961 996 ლარს თელავის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ვეღარ იღებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია