"ტვ პირველის" ეთერში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) ლელა ქებურიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობაზე ისაუბრა.

 მისი თქმით, "ზუგდიდის დასუფთავების სამსახურში 108 ადამიანი მუშაობს. როცა მუშაობს ერთი, სამი არის ზედამხედველი".

​მოგვიანებით, ლელა ქებურიამ სოციალური ქსელის საშუალებით "ზუგდიდდასუფთავების" თანამშრომლებს მოუბოდიშა

და განაცხადა, რომ ის არა ამ სამსახურს, არამედ ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრს" გულისხმობდა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ლელა ქებურიას განცხადება გულისხმობს მენეჯერული პოზიციის და ტექნიკური მოსამსახურეების რაოდენობის შეფარდებას და იმას, რომ ე.წ. მენეჯერული პოზიციების რაოდენობა სამჯერ აღემატება ტექნიკური მოსამსახურეების რაოდენობას.

ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის

მიხედვით, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მიმდინარე წელს საშტატო ერთეულის რაოდენობა 90 თანამშრომელს შეადგენს. აქედან, 8 თანამშრომელი შტატგარეშე მოსამსახურეა.

ცხრილი 1:

ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრში" დასაქმებულთა რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგო

ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრი"
წელი 2015 2016 2017
დასაქმებულთა რაოდენობა 101 107 90
თანამდებობრივი სარგო (ჯამი) 53 100 54 930 52 350

ასევე, მოწოდებული ინფორმაციით

დგინდება, რომ მიმდინარე წელს ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრში", საშტატო ნუსხის მიხედვით, ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 28 ერთეულია, ხოლო ბრიგადირის - 7 ერთეული. რაც შეეხება ტექნიკური პერსონალის რაოდენობას, ის 47 ერთეულს შეადგენს. 8 შტატგარეშე მოსამსახურის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ და ჩვენთვის უცნობია, თუ რა პოზიციებს იკავებენ ისინი.

  დასკვნა 2017

წლის 21 ივნისის მდგომარეობით, ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრში" 90 პირია დასაქმებული - 82 საშტატო ნუსხით და 8 შტატგარეშე მოსამსახურე. აქედან, ე.წ. მენეჯერულ პოზიციას 35 პირი იკავებს, ხოლო ტექნიკური მოსამსახურეების რაოდენობა 47 ერთეულია. შეიძლება ითქვას, რომ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულთა რიცხვი თითქმის ტექნიკური მოსამსახურეების რაოდენობის ტოლია, რაც ამ ა(ა)იპ-ის საშტატო პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვებს მართლაც აჩენს. თუმცა, დეპუტატის მიერ ამ ფაქტის შეფასება გადაჭარბებულია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ლელა ქებურიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი