აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა განაცხადა:

„2016 წელს უკრაინა იყო პირველ ხუთეულში, 45 ათასი ტურისტით წარმოდგენილი ჩვენს რეგიონში... ის ტენდენცია, რომელიც გვაქვს ჩვენი საინფორმაციო ცენტრებიდან, ჩვენი კვლევებიდან, არის გაცილებით მეტი, როცა საბოლოოდ შეჯამდება მონაცემები, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ უკრაინიდან ტურისტების რაოდენობა იქნება გაზრდილი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვიზიტორებს ტურიზმის რამდენიმე სახეობას სთავაზობს: საზღვაო, სამთო, ეკო, საქმიანი, კულტურული, გასტრონომიული, სათამაშო, საკრუიზო, ფრინველებზე დაკვირვების და სხვა. რეგიონში სტუმრობა უცხოელ მოქალაქეებს, როგორც სახმელეთო, ისე საკრუიზო და საჰაერო გზით შეუძლიათ.

ცხრილი 1:

უცხოეთის მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2014-2016 წლები (საერთაშორისო შემოსვლები)

           საზღვრის ტიპი             ვიზიტორთა რაოდენობა
2014 2015 2016
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1 469 587 1 406 998 1 262 799
ბათუმის აეროპორტი 65 528 77 490 129 718
ბათუმის პორტი 24 491 20 879 22 694
ჯამი 1 559 606 1 505 367 1 415 211
წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ცხრილიდან ჩანს, რომ აჭარაში 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან 14%-ით ნაკლები, საჰაერო ტრანსპორტით - 98%-ით მეტი, ხოლო საკრუიზო გზით 7.3%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებლებს, ვინაიდან ამ ეტაპზე მხოლოდ იანვარ-ივნისის მონაცემები გვაქვს, გადავწყვიტეთ ისინი გასული სამი წლის ანალოგიურ პერიოდთან შეგვედარებინა.

  ცხრილი 2:

უცხოეთის მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,  2014-2017 წლების იანვარ-ივნისი (საერთაშორისო შემოსვლები)

           საზღვრის ტიპი             ვიზიტორთა რაოდენობა
2014 2015 2016 2017
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 648 546 583 419 609 065 515 835
ბათუმის აეროპორტი 20 514 19 660 37 976 59 825
ბათუმის პორტი 7 601 7 904 9 750 7 680
ჯამი 676 661 610 983 656 791 583 340
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მიმდინარე წელს, წინა სამი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა ჯამური რაოდენობა კლებადია და 2014 წლის შესადარებელ მონაცემს 13.79%-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად იმატებს იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც რეგიონში საჰაერო გზით შემოვიდნენ - 191.63%-ით. ასევე უნდა ითქვას, რომ ტურისტების რაოდენობა აჭარაში მხოლოდ სარფის სასაზღვრო პუნქტის, ბათუმის პორტისა და ბათუმის აეროპორტის  მაჩვენებლების მიხედვით არ განისაზღვრება.

რაც შეეხება იმ ტურისტებს, რომლებმაც სასტუმროთი ან სასტუმროს ტიპის ობიექტებით ისარგებლეს, მათი რაოდენობის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების მომსახურებით კი, 2014 წელს 265 077-მა უცხოელმა ტურისტმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მაჩვენებლების მიხედვით, ტურისტების რაოდენობით, თურქეთი ლიდერობდა, რომლის წილი უცხოელ ტურისტთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით, 29 %-ს შეადგენდა (77 734 ადამიანი), მას მოსდევდა აზერბაიჯანი - 18% (47 714), რუსეთი - 12% (31 312), უკრაინა - 9% (24 220) და სომხეთი  - 8%-ით (21 041).

გრაფიკი 1:

აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განთავსების ობიექტების მონაცემთა მიხედვით, 2014 წელი

1 g წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

2015

წელს ლიდერ პოზიციაზე კვლავ თურქეთი რჩებოდა. მისი წილი მთლიანი მაჩვენებლის 33%-ს (78 633) შეადგენდა. შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი 20%-ით (47 821), რუსეთი - 13%-ით (31 827), უკრაინა - 10%-ითა (24 587) და სომხეთი - 9%-ით (21 193). უცხოელი ტურისტების რაოდენობამ ჯამში 265 492 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 415 ერთეულით, ანუ 0.15%-ით აღემატება.

გრაფიკი 2:

აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განთავსების ობიექტების მონაცემთა მიხედვით, 2015 წელი

2g წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

რაც შეეხება 2016 წლის მაჩვენებლებს,

 აჭარის ტერიტორიაზე არსებული რეგისტრირებული და არარეგისტრირებული განთავსების ობიექტებში 398 594 ტურისტი იმყოფებოდა. აქედან 78 965 - თურქეთიდან, 55 686 - რუსეთიდან, 45 238 - უკრაინიდან, 41 355 - ისრაელიდან, 31 326 - აზერბაიჯანიდან.

  გრაფიკი 3:

აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა განთავსების ობიექტების მონაცემთა მიხედვით, 2016 წელი

3g წყარო: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

2016

წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 133 102-ით, ანუ 50%-ით. აქედან, განსაკუთრებულად მოიმატა ტურისტების ნაკადმა უკრაინიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან, თუმცა თურქეთი კვლავ ლიდერობს.

რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებლებს, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მონაცემები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და პირველი-მეორე კვარტლის შესახებ მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაცია ოქტომბერში ექნებათ.

დასკვნა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში განსაკუთრებით იმატა ტურისტების რაოდენობამ უკრაინიდან. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2014-2016 წლებში ეს მაჩვენებელი მართლაც მზარდია. თუ 2014 წელს აჭარას უკრაინიდან 24 220  ტურისტი სტუმრობდა, 2015-ში ამ მაჩვენებელმა 24 587 ადამიანი შეადგინა, ხოლო გასულ წელს 45 239-ს მიაღწია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაზუსტებული მონაცემები უწყებას ჯერ არ გააჩნია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სულხან ღლონტის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი