ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საკრებულოს წევრმა (პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) ირაკლი დუნდუამ განაცხადა,

რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იკლებს და შრომის ანაზღაურება იზრდება.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

განცხადების დასაზუსტებლად ჩვენ ირაკლი დუნდუას დავუკავშირდით. მისი თქმით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შედეგად დაზოგილი 40 ათასი ლარი მიემართა სპორტისა და კულტურის ა(ა)იპ-ებში, სადაც, მათი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი შრომის ანაზღაურება და სამივლინებო ხარჯებია.

2017 წლის 12 ივლისს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. აღნიშნული ცვლილებით, არაფიანანსური აქტივების ზრდის მუხლი შემცირდა 85 500 ლარით. ინფრასტრუქტურული პროგრამებიდან დაზოგილი თანხები სუბსიდიებში მიემართა, სადაც ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი თანხები კონსოლიდირდება. კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად (ტენდერი),

ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული პროგრამის დაფინანსებიდან - „სტადიონის რეაბილიტაცია“ - 49 900 ლარი და „სანიაღვრე არხების რეაბილიტაციიდან“ - 5 000 ლარი დაიზოგა. ასევე, ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადატანით, 30 600 ლარით შემცირდა „საგზაო ინფრასტრუქტურის მშნებლობის“ ხარჯები. შესაბამისად, ბიუჯეტში განხორცილებული ცვლილებით, ჯამში 85 500 ლარით გაიზარდა "საქონელი და მომსახურების", "სუბსიდიის" და სხვა ხარჯების მუხლი.

ცხრილი 1:

ბიუჯეტის ცვლილებით გამოწვეული ზრდა, ლარი

ხარჯების ეკონომიკური კლასფიკაცია (მერია) თანხა
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა 12 000
მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 7 000
სულ 19 000
სუბსიდია მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის (ა(ა)იპ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება 45 000
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრი 14 000
შრომის ანაზღაურება 8 000
ოფისის ხარჯები 6 000
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთაინება 3 500
შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 3 500
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საზოგად. ჯანდაცვის ცენტრი 4 000
შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 3 400
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 600
სულ 66 500
სულ, ხარჯების ზრდა 85 500

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო და სახელოვნებო

ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურების ხარჯი მთლიანი ხარჯების 78% - 87% შეადგენს (იხ. ცხრილი2), ხოლო ორივე ა(ა)იპ-ის სამივლინებო ხარჯი ჯამში 19 700 ლარია, სადაც 18 800 ლარს სასპორტო გაერთაინებათა დაწესებულება ხარჯავს.

ცხრილი 2:

შრომის ანაზღაურების ხარჯები, ლარი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები (ა(ა)იპ) შრ. ანაზღაურებაის ხარჯი წილი ხარჯებში
სასპორტო გაერთაინება 595 500 78%
სახელოვნებო ცენტრი 461 500 87%
საზოგად. ჯანდაცვის ცენტრი 122 400 85%
საბიბლიოთეკო გაერთაინება 110 000 89%

მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში სამივლინებო ხარჯების მოცულობა მცირეა, მთლიანი ხარჯების ძირითად ნაწილს შრომის ანაზღაურება და ოფისის ხარჯები იკავებს.

დასკვნა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში განხორციელბული ცვლილებით სუბსიდიის მოცულობა 66 500 ლარით გაიზარდა, სადაც სასპორტო და ხელოვნების ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილ თანხას დაემატა 59 000 ლარი. ამავდროულად, 19 000 ლარით გაიზარდა მერიის წარმომადგენლობითი და რელიგიური ორგანიზაცების ხელშეწყობის ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ზრდა ბიუჯეტის შემოსავლების ზრდით გამოწვეული არ ყოფილა. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება შემცირდა 85 000 ლარით. მათ შორის, 54 900 ლარი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შედეგად დაიზოგა.

რაც შეეხება სასპორტო და სახელოვნებო ა(ა)იპ-ების შრომის ანზღაურების მოცულობას, ის მათ ხარჯებთან მიმართებაში 78% - 87%-ს შეადგენს.

ამდენად, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ირაკლი დუნდუას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ავტორის შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ (1, 2) და ტელეფონის საშუალებითაც დავუკავშირდით, მერიას ჩვენთვის არ მოუწოდებია მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის დაბალი თანრიგების მიხედვით, რათა მკითხველისთვის უფრო დეტალურად მიგვეწოდებინა მერიის წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მოცულობა, რომელიც ზემოხსნებული ცვლილების შედეგად გაიზარდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი