„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)“ პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან ერთან გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,

რომ „EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი“. მისივე თქმით, EBRD-ის მიერ ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მლრდ ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

EBRD-ის მიერ წარმოებული ინვესტიციების ოფიციალური აღრიცხვის

თანახმად, 310 ათასი ევროს ღირებულების პირველი ინვესტიცია საქართველოში 1994 წლის 21 ნოემბერს განხორციელდა. მას შემდეგ, ბანკის მიერ დაფინანსდა საქართველოს აეროპორტის აღდგენის პროექტი 1995 წელს, რომელზეც გამოიყო 10 მლნ ევრო. თანხები განთავსდა „თი ბი სი ბანკის“, „ბანკი რესპუბლიკას“, „საქართველოს ბანკისა“ და სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო დაწესებულებებისა და საჯარო სექტორის პროექტებში. 1996-2016 წლებში, ჯამში დაფინანსდა 208 პროექტი, რომლის 90% მიმართული იყო კერძო, ხოლო დანარჩენი 10% საჯარო სექტორში. აღნიშნული ინვესტიციების ჯამურმა ღირებულებამ 2.9 მლრდ ევრო შეადგინა.

EBRD-ის მიერ, 1991-2016 წლებში, 116 მლრდ ევროს ღირებულების 5 652 პროექტი დაფინანსდა 37 ქვეყანაში. ინვესტიციების მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე ლიდერობენ ხორვატია - 848 ევრო, მონტენეგრო და მაკედონია, შესაბამისად - 815 და 774 ევრო, ხოლო მე-4 ადგილზე არის საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე 748 ევროს ღირებულების ინვესტიციით.

გრაფიკი 1:

EBRD-ის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის სიდიდით 10 ლიდერი ქვეყანა 1994-2016 წლებში (ევრო)

ქვეყანა ინვესტიციების რაოდენობა ინვესტიციების მოცულობა ინვესტიციები ერთ სულ მოსახლეზე
1 ხორვატია 195 3 569 900 793 848
2 მონტენეგრო 56 510 501 601 815
3 მაკედონია 111 1 611 780 543 774
4 საქართველო 208 2 972 774 803 748
5 ბოსნია და ჰერცოგოვინა 140 2 010 161 241 530
6 ბულგარეთი 241 3 633 299 504 516
7 სერბეთი 211 4 407 564 385 502
8 მონგოლეთი 86 1 498 353 773 491
9 ესტონეთი 80 614 595 400 471
10 სლოვაკეთი 76 946 166 110 457
წყარო: EBRD-ის ინვესტიციების ოფიციალური აღრიცხვა

EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის მიერ მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში.   დასკვნა "

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" მოღვაწეობა დაიწყო 1991 წელს, ხოლო საქართველოში პირველი ინვესტიცია 1994 წელს განახორციელა. ჯამური 2.9 მლრდ ევროს ღირებულების 208 ინვესტიციიდან რაოდენობრივად ყველაზე დიდი ნაწილი საბანკო სექტორსა და აგრარულ სექტორში ჩაიდო, შესაბამისად 36% და 16%.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული ფინანსური დახმარებების მოცულობებით საქართველო მე-4 ადგილს იკავებს ხორვატიის, მონეტენეგროს და მაკედონიის შემდეგ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი