2013 წლის 15 მაისის, პლენარულ სხდომაზე ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ ლემონჯავამ საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამით განსაზღვრული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პროგრამის ფარგლებში პრობლემები შეიქმნა კერძო მეწარმეებთან, „რომლებიც აღრიცხვაზე დადგნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მათ თავიანთ მაღაზიებში შეიტანეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რომელიც 300 ლარიანი ვაუჩერით ერთ ჰექტარზე გაჰქონდათ გლეხებს ამ მაღაზიებიდან და ქუჩის გადაღმა იყო ზუსტად ორჯერ მეტი ფასი ზოგიერთ ინვენტარზე"...

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა და გადაამოწმა, გამოვლინდა, თუ არა, მეწარმეების მხრიდან სოფლის მეურნეობის ინვენტარზე ფასების ხელოვნური მატების შემთხვევები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამით განსაზღვრული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები დაურიგდათ, რომლითაც მათ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა შეუძლიათ.მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 700-მდე სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ინვენტარის მიმწოდებელ მაღაზიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.ამასთან, ფერმერებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ნომინალური ბარათის განაღდება სასოფლო-სამეურნეო საქონელზე და ინვენტარზე ამ სიაში შემავალ ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ყოველდღიურად ამოწმებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის 29 მაისის ოფიციალური მონაცემებით, მონიტორინგის ჯგუფების მიერ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით 129 მაღაზია 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დასტურდება, რომ პროგრამის ფარგლებში მეწარმეთა მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნური ზრდის სახით ფინანსური დარღვევები ნამდვილად გამოვლინდა.

დასკვნა

დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მეწარმეთა მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასის ხელოვნური მატების სახით, ფინანსური დარღვევებზე საუბრობს. ესდასტურებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითაც, უფრო მეტიც, უწყების მხრიდან დარღვევებს შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, რაც 129 მაღაზიის დაჯარიმებაში გამოიხატა. შესაბამისად, ვახტანგ ლემონჯავას განცხადება არისსიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი