• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2017 წლის ცხრა თვეში მედიკამენტებზე ფასები 15%-ით გაიზარდა

2017 წლის ცხრა თვეში მედიკამენტებზე ფასები 15%-ით გაიზარდა

02/11/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მედიკამენტებზე ფასების ზრდაა, რადგან ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით ნახევარი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ითვალისწინებს - 2017 წლის ზაფხულიდან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ. Unicef-ის კვლევამ (რომელიც 2015 მდგომარეობას ასახავს) აჩვენა, რომ ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები იზრდება და ამის ძირითადი მიზეზი მედიკამენტებზე ფასების ზრდაა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გავაანალიზეთ, როგორ იცვლებოდა მედიკამენტებზე ფასები. აქვე განვმარტავთ, რომ საქსტატი ფასების ცვლილებას მხოლოდ ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე აკვირდება. ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფალციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფიქსირდება. სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე ფასები 7.7%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 19%-ით არის გაზრდილი.   ცხრილი 1: ერთი წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასების ზრდის მაჩვენებელი (2017 წლის სექტემბერი, წინა წლის სექტემბერთან შედარებით) Capture23  წყარო: საქსტატი   2017 წლის იანვარ-სექტემბერში მედიკამენტების ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა. 2012 და 2013 წლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. 2014 წლიდან მედიკამენტებზე ფასები ყოველწლიურად იზრდება. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18.3%, 2015 წელს დაფიქსირდა.   გრაფიკი 1: 2012-2017 წლებში მედიკამენტებზე ფასების ცვლილების მაჩვენებელი (საშუალო წლიური - წინა წლის საშუალო წლიურთან; 2017 წლის 9 თვე - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) image001 წყარო: საქსტატი (იხ. დანართი 1; დანართი 2)   მედიკამენტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რადგან მედიკამენტების უმეტესი წილი იმპორტირებულია. შესაბამისად, ვალუტის გაუფასურება წამლების ფასზე პირდაპირ აისახება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 სექტემბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 19 თეთრით გაუფასურდა. არჩევნების შემდეგ, 12 დღეში, ეროვნული ვალუტა 13 თეთრით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.61 ლარს შეადგენს, კომერციულ ბანკებში ლარის კურსი კიდევ უფრო მაღალია. თუ ლარის კურსი უახლოეს პერიოდში არ დასტაბილურდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მედიკამენტებზე ფასების კიდევ უფრო გაზრდა გარდაუვალია.
თეგები:
აკაკი მინაშვილი
იმნაძე
გიგი უგულავა
ერაყი
სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა