საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაცულ ტერიტორიებზე გაზრდილ ვიზიტორთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა:

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ვიზიტორთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით 33%-ით  გაიზარდა და 860 ათასს მიაღწია. მათი ნახევარი საქართველოს მოქალაქეა, ნახევარი უცხოელი ვიზიტორია”.

ფაქტ-მეტრი აღნშნული განცხადების სიზუსტით  დაინტერესდა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით,

ვიზიტორთა რაოდენობამ  856 186 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 43% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება შიდა ტურიზმის მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე, შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, 37%-ით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

გრაფიკი 1:

 დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული ვიზიტორთა რაოდენობა წლების მიხედვით (ათასი კაცი)

image001

2007

წლიდან დღემდე, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 7 700-დან 856 186-მდეა გაზრდილი.

ცხრილი 1:

ვიზიტორთა სტატისტიკა დაცული ტერიტორიების მიხედვით

2017 წლის 9 თვე 2016 წლის 9 თვე ცვლილება წინა წელთან
1 ჭაჭუნას აღკვეთილი 2 326 2 554 -10%
2 მაჭახელას ეროვნული პარკი 4 325 1 836 136.%
3 კინტრიშის დაცული ტერიტორიები 4 935 4 768 3.5%
4 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 6 571 6 264 4.9%
5 ქობულეთის დაცული ტერიტორიები 9 950 7 835 27%
6 ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები 10 164 9 853 3%
7 თუშეთის დაცული ტერიტორიები 14 306 13 558 6%
8 ალგეთის ეროვნული პარკი 24 064 13 905 73%
9 კოლხეთის ეროვნული პარკი 26 452 23 606 12%
10 მტირალას ეროვნული პარკი 42 085 30 779 37%
11 ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 44 371 41 228 8%
12 თბილისის ეროვნული პარკი 45 125 29 554 53%
13 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 51 687 48 480 7%
14 ოკაცეს კანიონი 67 954 46 853 45%
15 სათაფლია 79 984 70 209 14%
16 ყაზბეგის ეროვნული პარკი 132 392 116 371 14%
17 მარტვილის კანიონი 141 513 55 320 156%
18 პრომეთეს  მღვიმე 1479 82 122 220 21%
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

მიმიდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, დაცული ტერიტორიებიდან, ვიზიტორთა განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით გამოირჩეოდა პრომეთეს მღვიმე (147 982 ვიზიტორი), მარტვილის კანიონი (141 513 ვიზიტორი) და ყაზბეგის ეროვნულო პარკი (132 392). ერთადერთი ლოკაცია, სადაც წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, არის „ჭაჭუნას აღკვეთილი“, სადაც  მიმდინარე წლის ცხრა თვეში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 326 შეადგინა, წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლები.

დასკვნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 856 185 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ვიზიტორთა 43% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაცული ტერიტორიებიდან ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და ყაზბეგის ეროვნული პარკი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით,  გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია