• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს

რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს

13/11/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ოპოზიციური პარტიები, რუსთავის ამჟამად უკვე ყოფილ მერს და ადმინისტრაციას თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ოპონენტები აღნიშნულს, არასწორ საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ და სასამართლოს ძალით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემულ სახელფასო განაცდურს და კომპენსაციებს - ამ პოლიტიკის შედეგად აფასებდნენ. მსგავსი საქმეების რიცხვს შეიძლება შეემატოს რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიხეილ თათარაძის საკითხიც. თათარაძე რუსთავის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ ადმინისტრაციის უფროსად 2013 წელს დანიშნა. მაშინ ჯიქია ადგილობრივ  მედიაში აცხადებდა: „ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთი იყო ადრე და ახლაც ასე იქნება - აქცენტს  მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე გავაკეთებ“. მიხეილ თათარაძე საჯარო სამსახურამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას კი 2015 წლის 21 აგვისტომდე იკავებდა. გარდა საჯარო სამსახურისა, მის ბიოგრაფიაში სხვა საინტერესო დეტალებიცაა. თათარაძე 2014 წელს მონაწილეობას იღებდა რუსთავის ენმ-ს ოფისთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტების, ცოცხებით ხელში, მოწყობილ აქციაშიც. დღეს თათარაძეს უკვე თავის ყოფილ დამსაქმებელთან სასამართლო დავები აქვს. მისი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, როგორც რუსთავის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ. „გათავისუფლების რეალური მიზეზი არ უკავშირდება ჩემ მუშაობს, მიზეზი არის ქალაქის მერთან არსებული პირადი ხასიათის უთანხმოება“, - აცხადებს თათარაძე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თათარაძის აღდგენა უნდა მოხდეს, ან ადმინისტრაციის უფროსის, ან აღნიშნული სტატუსის  ტოლფას თანამდებობაზე, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას უნდა ჩაურიცხონ განაცდური სრული ხელფასი (1 700 ლარი) სამახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის. აღნიშნული თანხა კი 45 900 ლარამდეა. საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომაც. კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი, რუსთავის მერიაში პასუხობენ, რომ მისი სამსახურიდან გაშვება „მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო” მოხდა. საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ თათარაძის არაჯეროვნად მუშაობას ადასტურებს: „ადმინისტრაციის უფროსად მუშაობის პერიოდში მისთვის ქალაქის მერის მიერ გაფართოებულ თათბირზე გამოცხადებული საყვედურები, რომელიც შეტანილია ამავე თათბირების ოქმებში. საუბარია 2015 წლის 26 ნოემბერის, 2015 წლის 3 მარტის და 2015 წლის 27 ივლისის თათბირებზე“. აღნიშნული ოქმები, ფაქტ-მეტრის მოთხოვნის მიუხედავად, რუსთავის მერიამ არ გაასაჯაროვა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პირის პერსონალურ მონაცემს და სჭირდებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაცია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსთავის მერია ადასტურებს, რომ სასამართლომ აღნიშნული ოქმები ჯეროვან მტკიცებულებად არ მიიღო. თათარაძე ამ ოქმებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ისინი არ იყო სწორად შედგენილი, წინა თარიღით ქონდათ გაფორმებული და არც ერთი მათგანით არ მტკიცდება, რომ მას ოდესმე რაიმე ადმინისტრაციული გადაცდომა ჰქონდა. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი აგრძელებენ დავას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
თეგები:
კახა კალაძეს დაპირებები
დავით ბატაშვილი
სკოლები
თეირანი
მედეა აბაშიძე
ანგელა მერკელი
QR კოდი
ესტაკადა
მანონ ბოკუჩავა
მანონ ბოკუჩავა

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა