2017 წლის 14 ნოემბერს, გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარედ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი (2016 წლამდე)  დავით რაზმაძე, მის მოადგილედ კი შიდა ქართლის გუბერნატორის (მიხეილ ქარელი) ყოფილი მოადგილე 2005-2007 წლებში მარლენ ნადირაძე დაამტკიცეს. ახალი მოწვევის საკრებულო სულ 40 წევრისგან შედგება,

სადაც 32 „ქართული ოცნების“ წევრია. საკრებულოში შექმნილი  ხუთივე კომისიის ხელმძღვანელიც მმართველ გუნდს წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა თანხა გაიცა მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე ქალაქისა და თემის საკრებულოს თანამდებობის პირებზე და როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს რიცხვი ახალი საკრებულოს შემთხვევაში.

ქალაქ გორის 2014 წლის მოწვევის საკრებულო 3 წლის მანძილზე ხმაურიანი მუშაობით გამოირჩეოდა. აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას  სამი პირი ასრულებდა. იმპიჩმენტის წესით გადაყენებული 2 თავმჯდომარის შემდეგ, 2017 წელს ახალი თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩატარდა, რომ საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდა.

ქალაქ გორის საკრებულოსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,

ქალაქის შემთხვევაში 2014 წელს საკრებულოს წარმომადგენლების პრემიებსა და ხელფასებზე  73 779 ლარი დიხარჯა, 2015 წელს - 179 800 ლარი, 2016 წელს - 156 482 ლარი, 2017 წელს კი - 106 150 ლარი.

  ცხრილი 1:

ქალაქ გორის საკრებულოში თანამდებობის პირებზე გაცემული თანხები 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით

nino cxrili

რაც შეეხება თემის საკრებულოს,

  2014 წელს ხელფასებსა და პრემიებზე 55 930 ლარი გაიცა, 2015 წელს - 145 700 ლარი, 2016 წელს - 165 422.5 ლარი, 2017 (30.10-მდე) – 122 247.5 ლარი.

  ცხრილი 2:

გორის თემის თანამდებობის პირებზე გაცემული თანხები 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით

nino cxrili2

გასათვალისწინებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის და კომისიების ხელმძღვანელების გარდა, ქალაქ გორის 2014 წლის მოწვევის 15 წევრიან საკრებულოში ყოველთვიურად თანხა (320-420 ლარის ოდენობით) სხვა დეპუტატებზეც გაიცემოდა, როგორც უფლება-მოვალეობის განხორციელების ხარჯი. ხოლო თემის საკრებულო  სულ 34 წევრისგან (თავმჯდომარის გარდა)  შედგებოდა და თანამდებობის პირების გარდა, თანხები დანარჩენ წევრებზეც გაიცემოდა

 მინიმუმ 397.5 ლარის ოდენობით.

საერთო ჯამში 2014 წლის აგვისტდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ გორის საკრებულოში, თანამდებობის პირების ხელფასებსა და პრემიებში 516 211 ლარი დაიხარჯა, თემის შეთხვევაში კი - 489 300 ლარი. ამ მონაცემებში არ შედის საკრებულოს რიგით წევრებზე გაცემული სამგზავრო თანხები, რადგან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების ცნობით, ეს პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

ხელფასებისა და ხარჯების გაცემასთან დაკავშირებით არსებობს დადგენილება, რომელიც მაშინდელი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (ახლანდელი მერის) კონსტანტინე თავზარაშვილის ხელმოწერით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე გავრცელდა. დოკუმენტის

მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 2 650 ლარს შეადგენს, მისი მოადგილის - 2 210, კომისიის ხელმძღვანელის კი 1 755 ლარს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს კი, 2015 წლის დადგენილების

თანახმად (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში 397.50 ლარი განესაზღვრა.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე უცნობია რა პერიოდულობითა და ოდენობით გაიცემა პრემიები ახლადარჩეულ ერთეულში, წინა მოწვევის საკრებულოში დახარჯულ თანხებთან  შედარებით არაზუსტ რიცხვს მივიღებთ. ამიტომ, იმის პროგნოზირება, მუნიციპალიტეტების გაერთიანებით თანამდებობის პირებზე რა თანხები დაიზოგება, ჯერჯერობით ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი