• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
პირველად, წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

პირველად, წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

სექტემბერ-ოქტომბერში საარსებო შემწეობა 3 803 მოქალაქეს (445 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა. სოციალური

17/11/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სექტემბერ-ოქტომბერში საარსებო შემწეობა 3 803 მოქალაქეს (445 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა. სოციალური დახმარების პროგრამის არსებობის დღიდან, წინასაარჩევნო პერიოდში დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა.

2017 წლის        იანვარ-აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, შემცირების ტენდენცია 2016 წელს არჩევნების შემდეგ (ნოემბრიდან) დაიწყო. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაისიდან, სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. ანუ, სახეზე იყო ის ტენდენცია, რაც ყველა საარჩევნო წელს ხდებოდა - წინასაარჩევნოდ სოციალური პროგრამების ბენეფიციართა ზრდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოება და მედია, მათ შორის ფაქტ-მეტრი. წინა წლების ტენდენციების გათვალისწინებით, იყო მოლოდინი, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა არჩევნებამდე გაგრძელდებოდა და შემდგომ დაიწყებოდა კლება. თუმცა, წინასაარჩევნო თვეს (სექტემბერში) და არჩევნების თვეს (ოქტომბერში) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა.

ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. ეს არის ბუნებრივი პროცესი - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება. შემოსავლების, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ცვლილებების გამო, ოჯახს შეიძლება სოციალურად დაუცველის სტატუსი ან ფულადი დახმარება მოეხსნას. ამასთან, ოჯახის გადამოწმების პროცესში დახმარების დროებით შეჩერება ხდება (რაც დაახლოებით ორთვიანი პერიოდია). ასევე, პროგრამას ემატება ახალი ბენეფიციარებიც, რაც იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც. მაგალითად, 2015 წელს ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და ახალი მეთოდოლოგიით ოჯახების გადამოწმების პროცესი დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, არსებობს ხელოვნური ჩარევის მექანიზმებიც, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით სოციალური დახმარების პროგრამის მიმდინარეობას. თუ სხვა პერიოდებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება იწყებოდა. ეს აჩენდა კითხვას - არცერთი ხელისუფლების პირობებში, წინასაარჩევნო პერიოდში რატომ არასდროს დაფიქსირებულა დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება? ასევე აჩენდა ლოგიკურ ეჭვებსაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ხელისუფლებისთვის (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის).

სოციალური მომსახურების სააგენტოში ფაქტ-მეტრისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ „სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი და სუბიექტური მექანიზმი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების“.

თუმცა ჩვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში         ჩვენ სწორედ იმ მექანიზმებზე ვსაუბრობდით, რომელიც ამ მხრივ არსებობდა. ჩვენი მოსაზრებით, შესაძლებელია იმ მექანიზმების დროებით შეჩერება, რომელმაც შეიძლება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ოჯახები, რომელთაც უწევთ გეგმიური ან/და ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება, წინასაარჩევნო პერიოდში არ გადამოწმდეს. ამით დახმარების მოხსნისთვის ან დროებით შეჩერებისთვის თავის არიდება შესაძლებელია და პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა არ შემცირდება. სამაგიეროდ, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია, ოჯახებს, რომელთაც გადამოწმების გამო დროებით შეუჩერდათ დახმარება, საარსებო შემწეობა აღუდგეთ. ასევე, გადამოწმდეს ოჯახები, რომლებმაც დახმარების დანიშვნის თაობაზე განაცხადები შემოიტანეს და პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატოს. შედეგად კმაყოფილები არიან ის ოჯახებიც, ვისაც დახმარება შეუნარჩუნეს და ის ოჯახებიც ვისაც ფულადი დახმარება დაუნიშნეს ან აღუდგინეს. შესაბამისად, ისინი ხელისუფლების პოტენციური მხარდამჭერები არიან.

როგორც აღვნიშნეთ, ფაქტ-მეტრი თავის ბოლო სტატიაში,        სადაც ყველა საარჩევნო წელია მიმოხილული, წერდა, რომ ყოველი არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდებოდა. რადგან ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეინიშნებოდა, ამ ფაქტს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან, მათ შორის ექსპერტების და მედიის მხრიდან კრიტიკული და ხმამაღალი განცხადებები მოჰყვა. შესაძლოა, ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც აღმოჩნდა 2017 წელი გამონაკლისი.

მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება, შესაძლოა ბუნებრივი პროცესი იყო და ის ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველების ხმების მიღებას, დახმარების შენარჩუნებით ან დანიშვნით არ შეეცადა.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა