თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გადახდის ქვითარი

  გაავრცელეა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 12 აგვისტოს თიანეთის გამგეობას ერთ-ერთი კვების ობიექტისთვის 8 205 ლარი აქვს გადარიცხული.

„გამგეობის ერთ-ერთი გადარიცხვა დეპუტატის რესტორანს, თავისივე ტაშ-ფანდურისთვის... ჩვენი კაპოტი კი შეშურდათ... "პურის მჭამელი" გოგო-ბიჭები“, - დაწერა

 სოციალურ ქსელში მეჭიაურმა.

ფაქტ-მეტრი ამ ინფორმაციით დაინტერესდა და საკითხის დასაზუსტებლად თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა. თიანეთის მერმა განმარტა, რომ მიმდინარე წელს სახალხო დღესასწაულზე თიანეთში ჩასული სტუმრები სწორედ ამ ობიექტში ასადილეს. კერძოდ, თიანეთობაზე მიწვეულ ხალხს ამხანაგობა „ერწოს იდილიამ“ უმასპინძლა, რომელიც, მერის თქმით, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. მოგვიანებით, მეჭიაურმა ეს ინფორმაცია დააზუსტა და აღნიშნა,

რომ ეს ობოექტი ოფიციალურად არა ზაქარია ქუცნაშვილის, არამედ მისი მეუღლის საკუთრებაა.

თიანეთობა ყოველწლიურად აგვისტოში იმართება. წელს, 12 აგვისტოს ამ დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი სტუმრები იმყოფებოდნენ.

ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელსაც თამაზ მეჭიაური ავრცელებს და სადაც თიანეთის გამგეობის მხრიდან რესტორან "ერწოს იდილიაზე" თანხის გადარიცხვა ფიქსირდება სწორედ აღნიშნული თარიღია მითითებული.

რესტორანი "ერწოს იდილია" თიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ხევსურთსოფელში მდებარეობს. თიანეთობის დღესასწაულზე საზეიმო სადილის "ერწოს იდილიაში" გამართვის შესახებ იფორმაცია ფაქტ-მეტრს თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმაც დაუდასტურა.

"

თიანეთში სულ 3 კვების ობიექტია, აქედან ორში მაქსიმუმ 60-კაცის მიღებაა შესაძლებელი. "ერწოს იდილია" კი რაიონში ერთადერთი რესტორანია, რომელიც 500-600 სტუმარს თავისუფლად მასპინძლობს. ამ რესტორანთან ხელშეკრულებას მრავალრიცხოვანი სტუმრიანობის პერიოდში ვაფორმებდით და წლევანდელი თიანეთობაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. ეკუთვნის თუ არა ის ზაქარია ქუცნშვილს ამის შესახებ მე არ ვიცი, როგორც მახსოვს ბადურაშვილია დირექტორი", - განაცხადა ფაქტ-მეტრთან საუბარში თიანეთის ყოფილმა გამგებელმა. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში სარესტორნო ხარჯებისთვის 20 000 ლარი იყო გამოყოფილი, რაც სრულად გაიხარჯა.

თიანეთის მერის განცხადებით, დეპუტატის საჯარო რეესტრის ამონაწერიდნ ირკვევა, რომ ქუცნაშვილი ფლობს იმ მიწას და შენობას, სადაც ეს რესტორანია განთავსებული. თავად ზაქარია ქუცნაშვილი რესტორანთან ბიზნეს კავშირს უარყოფს, თუმცა მიწასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მეწილე თვითონაცაა. თუმცა, ამის შესახებ "ერწოს იდილიას" ერთ-ერთი მეწილე ჯერ კიდევ 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე საუბრობდა. გივი ჩოლოგაურმა განაცხადა,

რომ ზაქარია ქუცნაშვილი ამ რესტორანში 70%-ს ობიექტის გახსნის დღიდან (2013 წელი) ფლობს.

საჯარო რეესტრის ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნული ობიექტის 90%-იანი წილის მფლობელი ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე თეა სანიკიძეა.   დასკვნა

თიანეთობის დღესასწაული წელს 2017 წლის 12 აგვისტოს მოეწყო, რის შემდეგაც ჩასულ სტუმრებს რესტორანმა "ერწოს იდილიამ" უმასპინძლა. მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ამ რესტორნისათვის მიმდინარე წლის ხარჯიდან 8 205 ლარი მხოლოდ თიანეთობის დღესასწაულზეა გადარიცხული. ყოფილი გამგებლის ინფორმაციით, მასშტაბური ღონისძიებების დროს ამ ობიექტს მუნიციპალიტეტი ხშირად უფორმებდა ხელშეკრულებებს, რადგან მრავალრიცხოვანი სტუმრების მიღება თიანეთში არსებულ სხვა ობიექტებზე ფიზიკურად შეუძლებელია.

რაც შეეხება დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ბიზნეს ინტერესებს, ის ადასტურებს, რომ ტერიტორიაზე, სადაც შენობაა განთავსებული 70% -ს ფლობს, რესტორანი კი მას არ ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ობიექტის მესაკუთრეთა ნუსხაში ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე ფიქსირდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამაზ მეჭიაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი