• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის მთავრობის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2016 წელს 121 627 ლარი, 2017 წელს კი 153 269 ლარი შეადგინა

აჭარის მთავრობის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2016 წელს 121 627 ლარი, 2017 წელს კი 153 269 ლარი შეადგინა

ფაქტ-მეტრი აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც  „ერთიანი

12/01/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ფაქტ-მეტრი აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მთავრობა აღნიშნულ თანხას არამიზნობრივად, რესტორნებსა და საკუთარი კომფორტის შესაქმნელად ხარჯავს. ოპოზიციის კრიტიკას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა: „ეს არ არის მხოლოდ სარესტორნო ხარჯი. ეს თანხები დაიხარჯა იმისთვის, რომ მომხდარიყო რეგიონის პოტენციალის წარმოჩენა ინვესტორებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა ამ სფეროში მომუშავე ინვესტორებისათვის. ეს არის ის საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები, რომლებსაც უმასპინძლა აჭარამ“.

ჩვენ აჭარის ა/რ მთავრობისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ და ვცადეთ, დაგვეთვალა, წარმომადგენლობითი ხარჯების რა ნაწილი წარიმართა სარესტორნო, სასტუმრო და სხვა სახის მომსახურებაზე 2014-2017 წლებში.

აჭარის ა/რ მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა - 218 231 ლარი, 2015 წელს - 211 734 ლარი, 2016 წელს - 121 628 ლარი, ხოლო 2017 წელს 153 269 ლარი შეადგინა.

 

ცხრილი 1: აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯი, 2014-2017 წლები

მომსახურების დასახელება                              თანხა, ლარი
2014 2015 2016 2017
სარესტორნო და ოფიციალური სადილების 86 247 93 856 53 338 92 552
სასტუმრო 42 763 34 894   5 573 17 826
ტრანსპორტი 5 530 4 235   6 250 3 370
სასაჩუქრე ღვინოები და სპირტიანი სასმელები 11 011 20 099 12 789 12 100
წყალი (ადმინისტრაციის ხარჯი) 1 944 4 118   4 946 2 127
მინერალური წყალი (ადმინისტრაციის ხარჯი) 2 376 2 107   2 688 2 268
ყავა (ადმინისტრაციის ხარჯი) 600 262      278 -

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სარესტორნო მომსახურებაზე წარმომაგენლობითი ხარჯის 39.52%  დაიხარჯა, 2015 წელს - 44.32%, 2016 წელს - 43.85%, ხოლო 2017 წელს  - 60.38%. როგორც ვხედავთ, სარესტორნო ხარჯის წილმა მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია.

დანარჩენი თანხა უცხოური თუ ქვეყნის მასშტაბით გამართული კონფერენციებისა და კონგრესების  ფარგლებში ჩამოსული სტუმრების საჩუქრებზე, სამახსოვრო სუვენირებზე, საკონფერენციო დარბაზების დაქირავებასა და სხვა საჭიროებებზე წარიმართა, ასევე - მთავრობის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის უცხოეთში ვიზიტის ფარგლებში სასაჩუქრე ნივთების შესაძენად.

სამწუხაროდ, მოწოდებული ინფორმაცია არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი ასი და ორასი ადამიანის რესტორანში დაპატიჟება ბიუჯეტის ხარჯზე. გაურკვეველია ისიც, სტუმრებს შორის რამდენი იყო უცხოური დელეგაციის წარმომადგენელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი. მაგალითად, 2017 წლის 29 ივნისს ბათუმში გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი, რომლის ფარგლებშიც ოფიციალური სადილი 230 პერსონისთვის 16 108 ლარი დაჯდა. იმავე წლის ივლისში კი უკრაინის მაღალი რანგის თანამდებობის პირის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 118 პერსონისთვის გამართულ ოფიციალურ სადილში 11 434 ლარი გაიხარჯა. ინფორმაციაში მითითებული არაა, უცხოური დელეგაციის რამდენი წევრი ესწრებოდა ძვირადღირებულ სადილს.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს აჭარის მთავრობამ წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 1 382 ლარი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (რომელშიც 2017 წლის ბოლოს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა) გახსნასთან დაკავშირებული სარესტორნო მომსახურებისთვის შპს „ტურინვესტს“ გადაუხადა. საინტერესოა ასევე, რომ 2015 წელს აჭარის მთავრობამ, სამონადირეო სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩეხი ექსპერტი მოიწვია და ავიაბილეთებში 1 230 ლარი გადაიხადა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენი იქნება 2018 წლის წარმომადგენლობითი ხარჯი. აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 180 ათასი ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ, იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარმომადგენლობითი ხარჯისთვის 2017 წლის დასაწყისშიც 180 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა აჭარის მთავრობამ ამ თანხიდან მხოლოდ 153 269 ლარი აითვისა.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა