• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ ვერ დამტკიცდა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა

რატომ ვერ დამტკიცდა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე

16/01/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა. კონკურსში იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“ გაიმარჯვა. თბილისის გენერალურ გეგმაზე აღნიშნულ გაერთიანებაში შემავალმა ორგანიზაციამ „სითი ინსტიტუტი-საქართველომ“ იმუშავა. „მწვანე ქალაქი“, „კომპაქტური ქალაქი“, „კარგად შეკავშირებული ქალაქი“ - ეს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებებია.

 

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმის პროექტი უკვე დასრულდა და თბილისის არქიტექტურის სამსახურს დასკვნითი ეტაპის მასალები წარედგინა.

 

2017 წლის ზაფხულში თბილისის მუნიციპალიტეტმა გენერალური გეგმის შესაფასებლად აზიის განვითარების ბანკს (ADB) დახმარება სთხოვა. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა  პარიზში დაფუძნებული კომპანია Institut d’amenagement et d’urbanisme d’lle-deFrance დაიქირავა. შერჩეულმა კომპანიამ  დოკუმენტის შეფასება შესაბამის სპეციალიტს - ერიკ ჰიუბრეხტს დაავალა.

 

ფრანგი სპეციალისტის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გენერალურ გეგმას გარკვეული ხარვეზები გააჩნია. საბოლოო შეფასებით, დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, მისი შეფასებით, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს.

 

საექსპერტო დასკვნას „სითი ინსტიტუტი- საქართველომ“ წერილობით უპასუხა. მათი განმარტებით, ფრანგი ექსერტი გენერალური გეგმის მხოლოდ მე-6 ეტაპის მასალებს გაეცნო (რომლის თარგმნაც დამკვეთმა უზრუნველყო) და მისი ყურადღემის მიღმა დარჩა წინასაპროექტო კვლევის, საყრდენი გეგმისა და კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (როგორც ტექსტური, ისე გრაფიკული). როგორც პასუხშია აღნიშნული, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო ეტაპზე წარდგენილი ყველა გადაწყვეტა წინა ეტაპზე მომზადებული კვლევებისა და ანალიზის შედეგებს ეფუძნება.

 

„სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ ჯგუფი აღნიშნავს, რომ გენერალური გეგმის რევიზია (გარდა შიდა ორგანიზაციული მოხმარების მიზნებისა), პროექტის ბოლო სტადიაზე მათთვის არაეფექტური და გაუგებარია.

 

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახი კალაძემ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ სხადასვა სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გენგეგმას შეაფასებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელზეც იქნება დამოკიდებული თბილისის შემდგომი განვითარება.

 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ გენგეგმაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა და „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 140 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა განმარტა, დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულების მე-6 ეტაპი გახდა, რომელიც საბოლოოა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ ეტაპზე ხდება დოკუმენტის სრული წარდგენა.

 

მერიის შენიშვნები ძირითადად ტრანსპორტის განვითარების, გამწვანების, ზონირების და შემოვლითი რკინიგზის საკითხებს ეხება. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ათდღიანი ვადა მიეცა.

 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიის მიერ დაკისრებულ 140 000 ლარიან ჯარიმას არასამართლიანად მიიჩნევს. „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ ჯარიმა სამართლიანი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ერთიდაიგივე საკითხზე შენიშვნას სამჯერ მიიღებდა და მის გამოსწორებას ვერ შეძლებდა. სალუქვაძის თქმით, მერიისგან ერთიდაიმავე საკითხზე შენიშვნები არ მიუღიათ.

 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, თავის მხრივ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს.

 

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ჩასწორებული ვარიანტი თბილისის მერიას 3 იანვარს წარედგინა.

 

როგორც „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, შენიშვნების ნაწილი გათვალიწინებული იქნა, ნაწილი შენიშვნებისა კი საერთოდ გასათვალისწინებელი არ იყო და აიმიტომ შესაბამისი არგუმენტები წარუდგინეს მერიას. სალუქვაძის განმარტებით, თბილისის გენერალური გეგმის დასრულების შემდეგ დოკუმენტი  ექსპერტთა  ჯგუფმა შეაფასა და გარკვეული შენიშვნებიც გამოითქვა. ასეთი მასშტაბის დოკუმენტის შექმნისას შენიშვნების არსებობა ბუნებრივი მომენტია და „სითი ინსტიტუტი“ შეეცადა არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

 

მისი შეფასებით, თბილისის გენერალური გეგმა არის ძირითადი, სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაასრულოს დედაქალაქში არსებული ქაოსი. „კონცეფცია არსებობს, საყრდენი გეგმა არსებობს, შეზღუდვების საკითხი დარეგულირებულია და არსებობს. შესაძლოა, არქიტექტურის სამსახურს უფრო დეტალური დოკუმენტი უნდა, რასაც ჩვენ გეგმარებითი დავალებიდან  და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვერ ვთავაზობთ. თუ ქალაქის ხელმძღვანელობას სურს თბილისში არსებული ქაოსის დასრულება, დოკუმენტი უკვე არსებობს“, - განაცხადა სალუქვაძემ ჩვენთან საუბარში.

 

ჩვენ თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასება დარგის სპეციალისტებსაც ვთხოვეთ.

 

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩვევს, რომ გენგეგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული, რათა დასრულდეს ქალაქში არსებული განუკითხაობა. მისი შეფასებით, გენერალური გეგმა ცოცხალი დოკუმენტია და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა პერმანენტულად არის შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ინსტიტუციის შექმნა, რომელიც გენგეგმის სამართლებრივ დოკუმენტად ქცევას უზრუნველყოფს.

 

ლევან ბერიძე იმ ექსპერტთა ჯაგუფს წარმაოდგენს, რომელთაც დედაქალაქის მთავრობის ცვლილებამდე გენგეგმის რევიაზია განახორციელეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გენგეგმის შეფასებისას გარკვეულ  საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა, რომლის ჩასწორება სამუშაო პროცესშივე განხორციელდა. საექსპერტო ჯგუფის აზრით, აღნიშნული დოკუმენტი სრულად შეესაბამება იმ დავალებას, რომელიც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ქალაქის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულებით განუსაზღვრა და დოკუმენტი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უნდა მიიღოს.

 

12 იანვარს თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის და მთელი რიგი მიმართულებით სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ქალაქს.

 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისათვის დამატებით ორმოცდახუთდღიანი ვადა მიეცა. ფაქტ-მეტრი მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა