ვერდიქტი: „თბილისი 24“-ის მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.

რეზიუმე: 2018 წლის თებერვალში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ბირთვული პოტენციალის მიმოხილვის“ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, იგი კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოდ, მაგრამ ამერიკა ხაზს უსვამს, რომ იცავს ბირთვული იარაღის შემცირების და გაუვრცელებლობის შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ ამბობს, რომ შეთანხმებას არ იცავენ რუსეთი და ჩინეთი, ასევე, საუბრობს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის უკანონოდ მიყიდვაზე. აღნიშნული ინფორმაცია „თბილისი 24“-მა ისე გაავრცელა, თითქოს, აშშ რუსეთის უპირატესობას აღიარებს, რაც თავისთავად ყალბი ამბავი და მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ანალიზი

ონლაინ მედიასაშუალება „თბილისი 24“-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ამერიკა რუსეთის ბირთვულ უპირატესობას აღიარებს“. სტატიაში ვკითხულობთ: „ამერიკულ მედიაში ქვეყნის ბირთვული დოქტრინის ღია ვერსია გამოჩნდა. დოქტრინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ახალი ტიპის შექმნასა და რაკეტა-ჩამომგდებზეა (перехватчик) საუბარი. - "რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე ბირთვული იარაღისა და არალეგალური ბირთვული ძალების წარმოებაში", - ნათქვამიადოქტრინაში“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა.

1994 წლიდან, ყოველ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი„ბირთვული პოტენციალის მიმოხილვის“ დოკუმენტს (Nuclear Posture Review) აქვეყნებს. 2018 წლის თებერვალში, წესისამებრ, გამოაქვეყნდა გასული 2017 წლის იარაღის შეფასების და ბირთვული მდგომარეობის მიმოხილვის დოკუმენტი.

მისი გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც „თბილისი 24“-მა გააყალბა სტატიის სათაურია. ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოს აშშ რუსეთის ბირთვულ უპირატესობას აღიარებს, არ არსებობს. აგრეთვე, არ არსებობს მცირე მინიშნება მაინც, რომელიც სტატიის ავტორს ამის თქმის საფუძველს მისცემდა.

რუსეთის მხრიდან ახალი ტიპის იარაღის შექმნის თაობაზე დოკუმენტში შემდეგი სახის ჩანაწერია: „მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ აგრძელებს ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირებას, რუსეთი და ჩინეთი საპირისპირო ტენდენციას ავითარებენ, უმატებენ საკუთარ არსენალს ახალი ტიპის იარაღს და არიან უფრო აგრესიულები, მათ შორის, კიბერსივრცეში“. აგრეთვე საუბარია ჩრდილოეთ კორეისთვის იარღის უკანონოდ მიყიდვაზე. ამ ჩანაწერით, თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი არღვევენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას. რაც შეეხება იარაღის არალეგალურ ზრდას, დოკუმენტში, ამ მიმართულებითაც, აქცენტი ჩრდილოეთ კორეაზეა გაკეთებული. „თბილისი 24“-ის სტატიაში ეს ჩანაწერი არასწორი კონტექსტით არის გადმოცემული და ისე წარმოჩენილი, თითქოს, რუსეთის ბირთვულ უპირატესობაზეა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანა. მას მოყვებიან რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მე-5 ადგილზეა ჩინეთი. სასურველია, რომ არსენალის ზრდა არ მოხდეს და ბირთვულმა ქვეყნებმა იარაღის შემცირების და გაუვრცელებლობის შეთანხმება შეასრულონ.

„თბილისი 24“-ის ეს სტატია ემსახურება უკანასკნელ პერიოდში პროპაგანდისტული სააგენტოების მიერ ფართოდ გავრცელებულ ნარატივს, რომელიც ერთი მხრივ აშშ-ის დაკნინების, ხოლო მეორე მხრივ „უძლეველი რუსეთის“ იდეას ავითარებს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი