• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის მუნიციპალიტეტების ყოფილი გამგებლების ახალი მისია "ქართული ოცნების" სახელით

აჭარის მუნიციპალიტეტების ყოფილი გამგებლების ახალი მისია "ქართული ოცნების" სახელით

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტს ახალი

10/05/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტს ახალი მერი (არჩევნებამდე ამ თანამდებობას გამგებელი ერქვა) ჰყავს. ყოფილი გამგებლების საქმიან ბიოგრაფიებში კი მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის აღმასრულებელი ორგანოების ყოფილი ხელმძღვანელების დღევანდელი მდგომარეობით.

 

გასული წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომრად შევიდა, თუმცა, მალევე, ხულოს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა. მისი ეს გადაწყვეტილება ახალ თანამდებობაზე გადასვლას უკავშირდებოდა. ბესიკ ბაუჩაძე აჭარის ა/რ საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. როგორც ამ უწყებიდან ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ყოფილი გამგებლის ამჟამინდელ თანამდებობაზე შრომის ანაზღაურება თვეში 2 700 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ბაუჩაძემ 32 400 ლარი უნდა გამოიმუშაოს. ჩვენ დავინტერესდით, თანამდებობრივი სარგოს გარდა, რა სახის ანაზღაურებას იღებენ დასაქმებულები (პრემია, დანამატი), მაგრამ სამმართველომ ეს ინფორმაცია ჩაშლილი სახით არ მოგვაწოდა.

 

აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელობიდან საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა. ფაქტ-მეტრი, ნადიმ ვარშანიძის შრომის ანაზღაურებაზე, გასული წლის დეკემბერში წერდა. გამგებლის პოზიციაზე ის ხელფასის სახით 2 650 ლარს იღებდა, პლუს ამავე რაოდენობის პრემია წლის განმავლობაში ექვსჯერ (2017 წელს, ოქტომბრის არჩევნებამდე - ოთხჯერ). არჩევნების შემდეგ ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეა. ამ პოზიციაზე მისი თანამდებობრივი სარგო 3 500 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში ნადიმ ვარშანიძემ ანაზღაურების სახით 42 000 ლარი უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც, ჩვენთვის უცნობი დარჩა, დაერიცხება თუ არა მას რაიმე თანხა, სხვა სახის შრომის ანაზღაურების სახით.

 

არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შუახევის ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის დასაქმებაზეც იზრუნა. დღეს ის აჭარის ა/რ განათლების ფონდის ხელმძღვანელია და ხელფასის სახით, 2018 წლიდან, თვეში 2 160 ლარს იღებს. წელს მას სხვა სახის ანაზღაურება (დანამატი ან პრემია) არ აუღია. შარშან ამ პოზიციაზე დასაქმებულის ხელფასი 1 800 ლარს შეადგენდა, ხოლო პრემიამ, წლის განმავლობაში, 5 240 ლარი შეადგინა.

 

დასაქმებულთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის მიღება შპს „სანდასუფთავებიდანაც“ ვცადეთ, რომლის უფროსადაც ქედის ყოფილი გამგებელი დავით დუმბაძე დაინიშნა. ორგანიზაციამ, იმ მოსაზრებით, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირია, მონაცემები საერთოდ არ მოგვაწოდა. ინფორმაციისთვის, შპს „სანდასუფთავება“ ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა.

 

ამ ეტაპზე გაურკვეველია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, სულხან ევგენიძის პოლიტიკური ბედი. ჩვენ ვცადეთ, პირადად მასთან გაგვერკვია, მიიღო თუ არა რაიმე სახის შეთავაზება „ქართული ოცნებისგან“. მან გვითხრა, რომ გარკვეული წინადადებები იყო, თუმცა ახალ შეთავაზებას კვლავაც ელოდება. ყოფილმა გამგებელმა ფაქტ-მეტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ კერძო სექტორში გადასვლას არ გეგმავს და კარიერას კვლავ საჯარო სამსახურში ან პოლიტიკაში გააგრძელებს.

 

რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, მან არ დააკონკრეტა, მიიღო თუ არა შეთავაზება „ქართული ოცნებისგან“. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ მოექცევა პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი გიორგი ერმაკოვს. სამაგიეროდ, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა განსაკუთრებული ნდობა გამოუცხადა ბათუმის ახალ მერს, რომელიც უკვე არა მხოლოდ ქალაქის, არამედ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციის ხელმძღვანელიც არის.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა