ვერდიქტი: ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2016

წლის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა ჯამური ოდენობა 667 ათას ადამიანს შეადგენდა, რომელთა 46% (307 ათასი) მცირე ზომის საწარმოებში იყო დასაქმებული. 2017 წელს მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 30 ათასით არის შემცირებული. მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი კი, შესაბამისად - 17 942 და 5 177 ადამიანით არის გაზრდილი. შედეგად, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში, მცირე საწარმოში დასაქმებულთა წილი 4.1 პროცენტული პუნქტით, 41.9%-მდე შემცირდა.

ანალიზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განაცხადა:

„სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 46%-დან 42%-მდე შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობები მცირე ბიზნესში. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ დღევანდელ გაუსაძლის პირობებში, მცირე ბიზნესი სულს ღაფავს“.

დასაქმებულთა ოდენობას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ორი განსხვავებული მეთოდოლოგიის

შესაბამისად აქვეყნებს.

„ძველი“ მეთოდოლოგიით მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 1.5 მლნ ლარს. საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 20‐დან 100 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 0.5 მლნ ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე. მცირე ზომის

საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 0.5 მლნ ლარს.

„ახალი“ მეთოდოლოგიით, მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა 60 მლნ ლარს. საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე. მცირე ზომის

საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს.

დეპუტატი განცხადებაში „ახალი“ მეთოდოლოგიის მიხედვით დათვლილ მონაცემებზე საუბრობს. შესაბამის მაჩვენებლებს გრაფიკი 1 ასახავს. აქვე აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ცვლილების ტენდენცია მსგავსია „ახალი“ და „ძველი“ მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლილი მაჩვენებლების შემთხვევაში.

გრაფიკი 1:

დასაქმება მცირე საწარმოებში (ახალი მეთოდოლოგია)

image001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016 წლის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა ჯამური ოდენობა 667 ათას ადამიანს შეადგენდა, რომელთა 46% (307 ათასი) მცირე ზომის საწარმოებში იყო დასაქმებული. 2017 წლის მდგომარეობით, შემცირებულია საწრმოებში მთლიანად დასაქმებულთა აბსოლუტური ოდენობა, მათ შორის, მცირე ზომის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი. მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობა, შესაბამისად - 17 942 და 5 177 ადამიანით არის გაზრდილი. ჯამური დასაქმების შემცირება მცირე საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობის 30 ათასით შემცირებითა არის განპირობებული, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებულთა ოდენობაში, მცირე საწარმოში დასაქმებულთა წილობრივ მონაცემზე და 4.1 პროცენტული პუნქტით, 41.9%-მდე შემცირდა.

საშუალო და მსხვილ საწარმოებში დასაქმების ზრდის პარალელურად, მცირე საწარმოებში დასაქმებულთა ოდენობის შემცირების განმაპირობებელი ფაქტორების ცალსახად იდენტიფიცირება შეუძლებელია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი მსჯელობის მოცემულ ნაწილში არ შედის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი