• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გზა, რომლიც ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, ჯერაც არ აშენებულა

გზა, რომლიც ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, ჯერაც არ აშენებულა

ერთი წლის წინ, 2017 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს რეგიონული

22/05/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ერთი წლის წინ, 2017 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, ოფიციალური წერილით მიმართა. გიორგი ერმაკოვმა მინისტრს აუხსნა, რომ ჩაქვი - მახინჯაურის გზის მონაკვეთზე, გვირაბის მიმდებარედ, საჭირო იყო მოსაბრუნებელი საავტომობილო გზის მოწყობა. მიზეზად გადატვირთული საავტომობილო ნაკადები დაასახელა. ერმაკოვმა ალავიძეს დახმარება სთხოვა, შესაბამისი სამუშაოების უმოკლეს ვადებში განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა შესყიდვის გამარტივებული წესის გამოყენებით.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან რაზმაძეს წერილობით აუხსანა, რომ შეზღუდული ვადებიდან გამომდინარე, საჭირო იყო აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესის გამოყენება. წერილში ნათქვამია, რომ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩაქვი - მახინჯაურის მონაკვეთზე მოსაბრუნებელი საავტომობილო გზა (1 კმ ) მოეწყოს ზამთრის დადგომამდე (საუბარია 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდზე).

 

იმავე წერილში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული ღონისძიების დაწყების პარალელურად, კომპანია მოამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას, რათა „სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროებულ ვადებში, კლიმატური პირობების გაუარესებამდე“.

 

2017 წლის 6 ივლისით დათარიღებული განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელების უფლება მიეცა.

 

2017 წლის 8 აგვისტოს შპს „გზასთან“ გაფორმდა 2 500 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამუშაოები 2017 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სს „ბანკი ქართუსგან“ წარადგინა საბანკო გარანტია 125 000 ლარზე, რომელიც ძალაში იყო 2018 წლის იანვრის ბლომდე. შპს „გზამ“ სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარმა სამმართველომ, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გზის სავალი ნაწილის შეზღუდვაზე ნებართვა არ გასცა.  იქვე ნათქვამია, რომ პროექტირებისას, ტერიტორიის გეოლოგიურად შესწავლის პროცესში, გამოვლინდა ეროზიული ზონები, ასევე, გაირკვა, რომ საპროექტო გზის ზონაში მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები. შპს „გზას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გაუგრძელეს.

 

ვადის გაგრძელების თაობაზე მეორე წერილი, გაგზავნილია 2018 წლის 25 იანვარს. მასში აღნიშნულია, რომ კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია დეპარტამენტს 22 იანვარს წარუდგინა და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულება 7 853 356 ლარამდე გაზარდა. სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება  ოთხი თვით მოითხოვა. ამჯერად ბოლო ვადად 2018 წლის 1 ივნისი განისაზღვრა. თავის მხრივ, საგარანტიო ვადა ორჯერ გააგრძელა ბანკმაც - ჯერ 2017 წლის სექტემბერში, ხოლო შემდეგ 2018 წლის მარტში.  მან ასევე გაზარდა თანხა - 125 ათასი ლარიდან 875 000 ლარამდე. ამ გარანტიის საფუძველზე კომპანიას ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი - 875 000 ლარი ჩაერიცხა.

 

ფაქტ-მეტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ვერ მიიღო პასუხი, კონკრეტულად რა ღონისძიებებისთვის გამოიყენა კომპანიამ აღნიშნული თანხა. უწყებამ არ მოგვწერა არც ის, თუ რა რაოდენობის თანხაა ამ დროისთვის გახარჯული პროექტის ფარგლებში 2017 და 2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საიდანაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება. რამდენიმე საკითხის დაზუსტება ტელეფონით ვცადეთ. „ჩვენ ხომ გამოგიგზავნეთ პასუხი... ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხეთ... ავანსის საკითხი ჩემი კომპეტენცია არ არის. ფორმა 2-ს როგორ არ მოვითხოვთ, მაგრამ პროექტი წარმოადგინა კონტრაქტორმა, მერე გარკვეული შენიშვნები იყო მიცემული, მერე ისევ მას დაუბრუნა ამ შენიშვნების გასასწორებლად. ხარჯთაღრიცხვა ჯერ დამტკიცებული არ არის. ამას გარდა, შესრულებული სამუშაოების აქტი ჯერ არ წარმოუდგენია. სულ ეს არის, რაც ფორმა 2-თან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ“ - გვიპასუხა დეპარტამენტის წარმომადგენელმა პაატა უნგიაძემ.

 

ფაქტ-მეტრს აინტერესებდა, რატომ გახდა აუცილებელი დაჩქარებული შესყიდვის წესის გამოყენება, თუ სამუშაოები თითქმის ერთი წლით უნდა გაგრძელებულიყო (ამ დროისთვის მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 1 ივნისი). ფაქტია, რომ კანონით განსაზღვრულმა საფუძველმა - შეზღუდული ვადები - დიდი ხნის წინ აზრი დაკარგა. რადიკალურად შეიცვალა ხელშეკრულების ღირებულებაც და 2 500 000 ლარიდან 7 853 356 ლარამდე გაიზარდა. ცნობისთვის, კომპანია მიუთითებდა, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში თავი იჩინა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა, როგორიცაა რთული გეოლოგიური ფაქტორი, კერძო საკუთრებაში არსებული მიწები, კლიმატური პირობები და სხვა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შეზღუდული ვადებზე აპელირებით მიღებული პროექტის ფარგლებში, მთლიანი სამუშაოების რა ნაწილი შეასრულა შპს „გზამ“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილი წერილით ეს ინფორმაციაც გამოვითხოვეთ.

 

ფაქტ-მეტრი აღნიშნული გზის მშენებლობის პროცესს მომავალშიც დააკვირდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა