2013 წლის 26 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს კანონში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ დამატებების პირველი მოსმენის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თამაზ ავდალიანმა  განაცხადა: „მე შევისწავლე ლიტერატურა, როგორც რუსეთში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან არის ეს (Spice) აკრძალული, ჩვენთან ეს ძალიან შორს წავიდა“.
თამაზ ავდალიანის კანონპროექტით საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება, ე.წ. "Spice"

უნდა აიკრძალოს.

"

Spice" სინთეზური კანაბინოიდებით გაჟღენთილი მცენარეული სუბსტანციებია. სინთეზური კანაბინოიდები განსხვავებულ სტრუქტურის მქონე ქიმიურ ნივთიერებებს წარმოადგენს. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციონალურად ტეტრა-კანაბიონიდის ანალოგიურია და ადამიანში კანაბინოიდის მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციას იწვევენ, ამავდროულად სინთეზური კანაბინოიდები დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძლიერია. კანაბინოიდი ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკების სიაში JWH-ის ჯგუფებში შედის.

"

Spice" - ის საქართველოში შემოტანა უმეტესად უცხოური ინტერნეტ-მაღაზიებით ხორციელდება. ის 3-5 გრამიან პაკეტებშია დაფასოებული. გამოწერისთვის საჭიროა მომხმარებელი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიის ვებგვერდზე დარეგისტრირდეს და შემდეგ ელექტრონული ბარათის მეშვეობით სასურველი პროდუქტი გამოიწეროს. ამანათების გადატანა კერძო კომპანიების მიერ ხორციელდება, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ამანათს სახლში მიიტანენ.

საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის XXXIII თავი

ნარკოტიკულ დანაშაულებს ეხება, სადაც ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებების და მათი ანალოგიის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  სია I, II, III - ში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების დასახელება, სადაც მოხსენიებული არ არის "Spice" - ში შემავალი სუბსტანციები.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნამდვილად არის თუ არა "Spice" აკრძალული აშშ-ში, რუსეთსა და ევროპაში.

2012 წლის 10 ივლისს, აშშ-ში პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ხელმოწერით ძალაში შევიდა სინთეტიკური ნარკოტიკის პრევენციის აქტი 2012,

სადაც შესულია "Spice" - ში შემავალი ნივთიერებების ჩამონათვალი.

ევროპაში "Spice" აკრძალულია:

2009 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით

რუსეთის ფედერაციაში "Spice" - ის მოხმარება აიკრძალა.

ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ნარკოტიკული საშუალების "Spice" - ის მოხმარება ყველგან აკრძალულია. დაზუსტებისთვის, აკრძალულია შემდეგი ნივთიერებები, რომლებიც შესაძლოა "Spice" ან სხვა ნაწარმი შეიცავდეს: JWH-18, JWH-073, HU-210, CP 47.497, C6, C8 და C9 ჰომოლოგია.

დასკვნა

საქართველოს კანონმდებლობით "Spice" - ში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერებები ბრუნვიდან ამოღებული არ არის, ხოლო რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში აკრძალულია.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ თამაზ ავდალიანის განცხადება, რომ "Spice" რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში აკრძალულია, შეესაბამება სიმართლეს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია