ვერდიქტი:ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე, ხოლო გიორგი ჩერქეზიშვილის კი - მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: 2017 წელს უმუშევრობის დონე 0.1%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა. თუმცა, აღნიშნული ცვლილება არა დასაქმების ზრდით, არამედ სამუშაო ძალის შემცირებით არის განპირობებული. უშუალოდ დასაქმებულთა ოდენობა კი, 2016 წელთან შედარებით, 10.6 ათასით (0.62%) არის შემცირებული. დაქირავებით დასაქმებულთა ოდენობის ზრდის (22.8 ათასი) ფონზე, დასაქმებულთა ჯამური ოდენობის კლება თვითდასაქმებულთა კომპონენტის არსებითი შემცირებით (27.9 ათასი) არის გამოწვეული.

ინსტიტუციური სექტორების თვალსაზრისით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4% -ით (11.9 ათასი) არის გაზრდილი, ხოლო კერძო (არასახელმწიფო) სექტორში ეს მაჩვენებელი 1.6%-ით (22.5 ათასი) შემცირდა. დასაქმების 32 ათასით ზრდაზე აპელირებისას, რას გულისხმობს გიორგი ჩერქეზიშვილი ტერმინ „კერძო სექტორში“, გაუგებარია.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2017 წლის დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით არის გაზრდილი და კერძო სექტორში, პირიქით, 1.6%-ით შემცირებული. პარლამენტის წევრის საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს უმუშევრობის დონე 0.1%-ით შემცირდა, კერძო სექტორში დასაქმება 6%-ით (32 ათასი დასაქმებულით) არის გაზრდილი, შემცირება კი თვითდასაქმებულთა კომპონენტს შეეხო.

საქსტატი დასაქმების სტატისტიკურ მონაცემებს სახელმწიფო (საჯარო) და არასახელმწიფო (კერძო) სექტორის მიხედვით აქვეყნებს. თავის მხრივ, საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებელი მოიცავს იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო საწარმოებში. კერძო სექტორი კი - ყველა ის დასაქმებული პირი, რომელიც არ არის სახელმწიფო სექტორში დასაქმებული.

2017 წელს სულ დასაქმებულთა რაოდენობა 1 706.6 ათასი პირია, რაც წინა წელთან შედარებით 0.6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ცალ-ცალკე, სექტორების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობას - 2017 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 283.8 ათასი პირი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით, 4.4%-ით გაზრდილია, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი 2017 წელს - 1.6%-ით შემცირებული. გარდა ამისა, 2017 წელს საჯარო სექტორის დასაქმების წილი, მთლიან დასაქმებულთა რაოდენობაში, 16.6%-ია, რაც 2016 წელს 15.8% იყო. ხოლო, კერძო სექტორთან მიმართებაში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2017 წელს 19.9% შეადგინა, რაც წინა წელს 18.8% იყო.როგორც ვხედავთ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ამ თვალსაზრისითაც იზრდება.

გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებელი 2007-2017 წლებში (ათასი კაცი, %)

37275274_1799106350136693_7959053984126205952_n

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა არ შემცირებულა, მთლიან მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი შემცირდა. უმუშევრობის დონე კი დასაქმებულთა რაოდენობის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან შეფარდებით განისაზღვრება. შესაბამისად, მნიშვნელის შემცირებამ ფარდობითი სიდიდის კლება განაპირობა.

საქსტატის2017წლისმონაცემებით,ეკონომიკურადაქტიურიმოსახლეობა(სამუშაო ძალა) 1 983.1 ათასია, რაც მთლიანად ქვეყნის შრომისუნარიანიi მოსახლეობის 65.8%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.5% პუნქტით შემცირებულია.თავის მხრივ, ეკონომიკურად აქტიურად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვისას წინა 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს. სწორედ აღნიშნული გარემოებით არის განპირობებული 2017 წელს უმუშევრობის დონის 0.1% პუნქტით შემცირება. როგორც გრაფიკ 1-ში ჩანს, დასაქმებულთა ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 10.6 ათასით (0.62%) არის შემცირებული. დაქირავებით დასაქმებულთა ოდენობის ზრდის (22.8 ათასი) ფონზე დასაქმებულთა ჯამური ოდენობის კლება თვითდასაქმებულთა კომპონენტის არსებითი შემცირებით (27.9 ათასი) არის გამოწვეული.

გრაფიკი 2: 2007-2017 წლებში მთლიანი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, უმუშევრობის დონე (ათასი კაცი, %)

37275249_1799106373470024_6363884026377273344_nწყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

i 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი