იტვირთება

2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საერთო საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება, გამოცდების ეროვნულ ცენტრსდაევალა.გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებენ.

2018 წელს საერთო საატესტატო გამოცდებზე გასული 47 669 აპლიკანტიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა) 11 674 მათგანმა, რაც საერთო რაოდენობის 24.5 %-ია. 2017 წელს ერთ საგანში მაინც ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტთა დაახლოებით 27 %-მა, 2016 წლის მონაცემებით კი, ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა მოსწავლეთა 25.3 %.

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება - იზრდება ერთ საგანში მაინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა. 2014-2015 წლებში, 2013 წელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა ეს ტენდენცია აშკარად დროებითი იყო, რადგან 2016 წლიდან-დღემდე აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ უარესდება.

ცხრილი 1:2011-2017 წლებში, რეგისტრირებული, გამოცდებზე გასული და საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

წელი 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
რეგისტრირებული მოსწავლეები 46 490 41 483 41 947 38 140 44 482 47 084 48 434 49 248
გამოცდაში მონაწილეობდა 41 482 40 545 37 945 37 189 43 525 45 688 47 063 47 669
ზღვარი ვერ გადალახა 5 978 4 727 7 941 5 235 6 446 11 577 12 803 11 674
% 14.4 % 11.7 % 20.9% 14 % 14.8 % 25. 3 % 27 % 24.5 %

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ერთ საგანში მაინც განმეორებით გამოცდაზე გასული მოსწავლეების შედეგები შედარებით უკეთესია, თუმცა, საბოლოო ჯამში, საატესტატო გამოცდები მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის საკმაოდ რთული ბარიერია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა იმ საგნებით, რომელიც, მოსწავლეებისთვის, გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო პრობლემურია.

2011-2018 წლებში საერთო საატესტატო გამოცდებს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებდა, თუმცა გამონაკლისია 2013 წელი, როდესაც საერთო საატესტატო გამოცდები კომპიუტიზირებული წესით (Cat გამოცდები) არ ჩატარებულა. 2013 წლის გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი 2013 წლის15 თებერვლიდან -1-ლი მარტის ჩათვლით, მეორე ეტაპი კი,2013 წლის20 მაისიდან-29მაისის ჩათვლით.კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის გადაწყვეტილებას თავად სკოლა იღებდა. შესაბამისად, ცალკეული საგნების მიხედვით, მონაცემები გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაცული არ არის და მისი გაანალიზება აღნიშნული სტატიის ფარგლებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება დანარჩენ 6 წელს, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, წლების მიხედვით ყველაზე უფრო დიდი რაოდენობის მოსწავლეები უცხო ენებში იჭრებოდნენ. 2011, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში, მოსწავლეებისთვის პრობლემურ საგანს უცხო ენა წარმოადგენდა, ხოლო 2012 და 2018 წლებში, ფიზიკა და მათემატიკა (იხ. ცხრილი 2). უცხო ენის მაჩვენებლები 2012 და 2018 წლებში მაინც მაღალი იყო და რიგით მეორე საგანს წარმოადგენდა ჩაჭრილი მოსწავლეების მიხედვით. 2012 წელს უცხო ენის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 1 456, ხოლო 2018 წელს - 4 890 მოსწავლემ.

ცხრილი 2:2011-2018 წლებში, სასკოლო საატესტატო გამოცდებში, ყველაზე მეტად პრობლემური საგნები და ამ საგნების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების საერთო რაოდენობა

წელი 2011 2012 2014 2015 2016 2017 2018
საგანი უცხო ენა ფიზიკა უცხოენა უცხოენა უცხოენა უცხოენა მათემატიკა
საერთო რაოდენობა 43 605 38 981 37 016 41 191 43 022 42 817 37 572
ზღვარს მიღმა დარჩენილთარაოდენობა 7 928 1 773 2 170 3 240 6 524 6 486 4 914

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

საქართველოში სულ 4 უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენები ბარდება საერთო საატესტატო გამოცდებზე. შესაბამისად, უცხო ენაში ჩაჭრილი მოსწავლეთა რაოდენობა, ამ ოთხ ენაში ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების საერთო რაოდენობაა. რადგან პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე ინგლისურ ენას აბარებს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა უფრო მეტი მოსწავლე ამ საგანში დარჩა.

წლების მიხედვით, რიგით მეორე საგანი, რომლის ჩაბარებაც მოსწავლეებს უჭირთ, მათემატიკაა. 2011-2017 წლებში უცხო ენასა და მათემატიკაში, თითქმის, ერთნაირად მძიმე შედეგები იყო, 2018 წელს კი, მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობამ გაუსწრო უცხო ენებში ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობას (იხ. ცხრილი 3).

ცხრილი 3:2011-2018 წლებში, სასკოლო საატესტატო გამოცდებში მათემატიკის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

წელი 2011 2012 2014 2015 2016 2017 2018
მოსწავლეთა რაოდენობა(მათემატიკა) 7 790 1 164 2 104 2 987 5 990 6 323 4 914

წყარო:შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ჩაბარების თვალსაზრისით, რიგით მესამე რთული საგანი, საქართველოს მოსწავლეებისთვის, 2011 წელს ქართული ენა და ლიტერატურა აღმოჩნდა, 2012 წელს - ფიზიკასთან, უცხო ენასთან და მათემატიკასთან ერთად - ბიოლოგია, 2014 წელს - ისტორია, 2015 წელს - ქართული ენა და ლიტერატურა, 2016 წელს - ისტორია, 2017 წელს - ფიზიკა, 2018 წელს, აგრეთვე, ფიზიკა.

არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ უცხო ენა და მათემატიკა საქართველოს მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად პრობლემური საგნებია, ამ საგნებში ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების მზარდი ტენდენცია კი, გვაფიქრებს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯები არ იდგმება.

წლების მიხედვით, მოსწავლეთა შედეგები, ცალკეული საგნების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:2011;2012;2014;2015;2016;2017და2018წლები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4670 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი