2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობისკოდექსშიშესული ცვლილებების შედეგად, თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას, გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია მოჰყვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, გორში ა(ა)იპ-ების გაერთიანების საჭიროების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფიშეიქმნა.იმ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლებააცხადებდა, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების გაერთიანებით საბიუჯეტო თანხები დაიზოგებოდა. რეორგანიზაციის შედეგად გორში სულ 10 ა(ა)იპჩამოყალიბდა.

2018 წელს, გორის მუნიციპალიტეტის 39 მილიონიანიბიუჯეტიდანმუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 13 727 300 ლარიაგათვალისწინებული. გასულ წელს კი, მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე, გორის მუნიციპალიტეტს ა(ა)იპ-ებისთვის 5 919 700 ლარი ჰქონდა განსაზღვრული, ქალაქის მერიას კი 6 778 799 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ქალაქ გორში მუნიციპალური ორგანიზაციების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, თემში კი მხოლოდ 9 ა(ა)იპ არსებობდა. საერთო ჯამში, გასული წლის მონაცემების მიხედვით, 37 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად 12 698 499 ლარი ლარი დაიხარჯა. 2018 წელს კი, იგივე მიმართულებით, 1 028 801 ლარით მეტია გათვალისწინებული. აღნიშნული ზრდის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის სააგენტო", რომლის დაფინანსების გაზრდა საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებაზე გამოყოფილი თანხის გაორმაგებამ განაპირობა. აღნიშნული ხარჯის გარეშე (დაახლოებით 1.8 მლნ), მიმდინარე წელს, გასულ პერიოდთან მიმართებაში, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, ა(ა)იპ-ების დაფინანსების აბსოლუტური მოცულობა შემცირდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მთლიან ბიუჯეტთან შედარებით, ა(ა)იპ-ებზე დასახარჯი თანხის პროცენტული წილი მიმდინარე წელს შემცირებულია.

ცხრილი 1:გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებული თანხები 2014-2018 წლებში

წლები ა(ა)იპ-ების რაოდენობა ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა (ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტი (ლარი) ა(ა)იპ-ების დაფინანსების წილი მთლიან ბიუჯეტში
2014 32 4 854 500 29 964 400 16.20%
2015 36 10 444 600 28 349 300 36.84%
2016 39 13 253 400 31 870 100 41.59%
2017 37 12 698 499 34 564 400 36.74%
2018 10 13 727 300 39 000 000 35.20%

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, გორისგან განსხვავებით, ქარელს, კასპს და ხაშურს, ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაერთიანების პროცესი არ შეხებია, შესაბამისად, თანხების გადანაწილების კუთხითაც დიდ ცვლილებებს გასულ წლებთან შედარებით ადგილი არ ჰქონია.

კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 13 460 100 ლარით განისაზღვრება. 9 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად კი 4 465 500 ლარია გათვალისწინებული. განსხვავებული სურათი იყო გასულ წელს - ა(ა)იპ-ების რაოდენობა 8-ს შეადგენდა, მათ დასაფინანსებლად კი 3 319 200 ლარი იყოგამოყოფილი.

ცხრილი 2:კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი, 2017-2018 წლები
Casdasdasdapture

კასპის მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს გათვალისწინებულ თანხასთან შედარებით, გასულ წელს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისთვის 1 146 300 ლარით ნაკლები დაიხარჯა.

ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წელს 14 901 864 ლარითაა წარმოდგენილი. 5 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად კი 3 360 013 ლარია გათვალისწინებული, განსხვავებით გასული წლისგან, რა დროსაც იგივე რაოდენობის მუნიციპალურ ორგანიზაციაზე სულ 3 501 630 ლარიგამოიყო.

ცხრილი 3:ქარელის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი (ლარი) 2017-2018 წლები

N ა(ა)იპ-ის დასახელება 2017 2018
1 კეთილმოწყობის ცენტრი 940 500 1 121 710
2 სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება 383 815 400 000
3 სკოლამდელი დ სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება 1 560 423 1 550 303
4 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 80 000 90 000
5 კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება 536 892 597 600

საჯარო ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ა(ა)იპ-ებისთვის 2016 წელს დაიხარჯა. წლევანდელი ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი კი მხოლოდ 2014-2015 წლებთან შედარებითაა გაზრდილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 18 372 600 ლარს შეადგენს. ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, გორის მსგავსად, ხაშურშიც 10 მუნიციპალური ა(ა)იპ ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში 10 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად 4 700 600 ლარია გათვალისწინებული, გასულ წელს კი აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა 375 900 ლარით ნაკლებსშეადგენდა.

ცხრილი 4:ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი (ლარი) 2017-2018 წლები

N ა(ა)იპ-ის დასახელება 2017 წელი 2018 წელი
1 სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება 1 464 000 1 711 100
2 „ხაშურსერვისი“ 1 436 700 1 440 200
3 „სავანე“ 331 200 367 000
4 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 90 200 90 200
5 ბიბლიოთეკა 118 000 145 000
6 კულტურის ცენტრების გაერთიანება 243 300 255 100
7 სამუზეუმო გაერთიანება 144 600 157 000
8 სამუსიკო სკოლების გაერთიანება 173 800 193 800
9 კომპლექსური სასპორტო სკოლა 283 200 300 400
10 გაზეთი „ხაშურის მოამბე“ 39 700 40 800

ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების წლევანდელი დაფინანსება ყველაზე მეტია ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გამოყოფილ თანხებთან შედარებით. ორგანიზაციების რაოდენობა კი, 13-დან 10-მდეა შემცირებული.

რა თანხა იხარჯებოდა შიდა ქართლის რეგიონში 2014-2017 წლებში ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად, ფაქტ-მეტრი ამაზე გასულ წელსწერდა. წლევანდელი ვითარების შეფასებისთვის უნდა ითქვას, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, ა(ა)იპ-ების დაფინანსების კუთხით პირველი ადგილი გორს უკავია. მთლიანობაში, 2018 წელს, რეგიონის მასშტაბით, ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად სულ 26 253 413 ლარია გათვალისწინებული.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი