• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გრიგოლ ვაშაძის „кгб“-ს მოწმობა“, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ გავრცელებული ამბავი ყალბია

გრიგოლ ვაშაძის „кгб“-ს მოწმობა“, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ გავრცელებული ამბავი ყალბია

24/09/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: ინფორმაცია გრიგოლ ვაშაძის „кгб“-ს წევრობის მოწმობის, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გიგა ბოკერიას, ნიკა რურუას, გიორგი ღვინიაშვილის, კობა სუბელიანისა და გივი თარგამაძის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ, ყალბია.   რეზიუმე: ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის დროს ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა (გიგა ბოკერიამ, ნიკა რურუამ, გიორგი ღვინიაშვილმა, კობა სუბელიანმა და გივი თარგამაძემ) საქართველო 9, 10 და 11 აგვისტოს დატოვეს. სინამდვილეში, ომის დაწყებისას ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სიიდან ირკვევა, ისინი ამ რიცხვებში ქვეყანაში შემოვიდნენ. კიდევ ერთი ყალბი ამბავი გავრცელდა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებ. ინფორმაცია ვაშაძის „кгб“-სთან კავშირს ირწმუნება, რის დასტურადაც თან ახლავს ფოტო, რომელზეც „არქივში აღმოჩენილი “кгб”-ს მოწმობაა“ გამოსახული. სინამდვილეში, აღნიშნული მოწმობა სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზეა დამზადებული, სადაც ნებისმიერი პირის სურათისა და მონაცემების შეყვანის შემთხვევაში იმავეს გაკეთებაა შესაძლებელი.   ანალიზი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაციები პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ. ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა, საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც გიორგი ღვინიაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა, გიგა ბოკერია, კობა სუბელიანი და ალექსანდრე ხეთაგური არიან გამოსახულნი. აღნიშნული ფოტო იტყობინება იმ თარიღებს, როდესაც თანამდებობის ყოფილმა პირებმა, 2008 წლის ომისას,  საქართველო თითქოს დატოვეს. იგივე ამბავი აქტიურად გააზიარეს სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებმა: „კვირის პალიტრა“, „პატრიოტი“ და სხვა. სინამდვილეში, მედიასააგენტოების გავრცელებულ სტატიებსა და როსტომ სესიაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოსურათზე მოყვანილ თარიღებში, ყოფილმა თანამდებობის პირებმა საქართველო კი არ დატოვეს, არამედ საქართველოში შემოვიდნენ. 2014 წელს ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა (ბმული 1; ბმული 2). სია აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და პარლამენტის არქივში ინახება. სიის მიხედვით ირკვევა, რომ გიგა ბოკერია საქართველოში დაბრუნდა 9 აგვისტოს, კობა სუბელიანი - 10 აგვისტოს, ხოლო ნიკოლოზ რურუას შემოსვლა 10 აგვისტოს ფიქსირდება. გიორგი ღვინიაშვილი საქართველოში ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა. ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, ხოლო შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის. რაც შეეხება გივი თარგამაძეს, სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული, რომელთაც სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. ერთი მათგანი ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორემ ქვეყანა 7 აგვისტოს დატოვა და 8-ში დაბრუნდა. ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა გავრცელებული ინფორმაცია მედიასთან და საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდებზე გავრცელებულ პოსტებში უარყვეს. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში პოლიტიკოსების დიდი ნაწილი შვებულებით ან სამუშაო ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ქვეყანაში ომის დაწყებისთანავე გამოემგზავრნენ. თუმცა, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, ფრენები გადაიდო და მათი ჩამოსვლაც გაჭიანურდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). გარდა ამისა, სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებ. სხვადასხვა „ფეისბუკ“ გვერდი და მომხმარებელი აზიარებს ფოტოს, vashadze რომელზეც გრიგოლ ვაშაძის „არქივში აღმოჩენილი “кгб”-ს მოწმობაა“ გამოსახული. სინამდვილეში, არსებობს ონლაინ პლატფორმა, სადაც ნებისმიერი პირის სურათისა და მონაცემების შეყვანის შემთხვევაში აღნიშნული მოწმობის დამზადებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული გრიგოლ ვაშაძის „მოწმობასა“ და ონლაინ პლატფორმაზე მოწმობის მაგალითად მოყვანილ ასლს ერთი და იგივე ნომერი - 14192 - აქვს.
თეგები:
მოგების გადასახადი
ვასო ურუშაძე
გზების მოწყობა
ლეილა მუსტაფაევა
პრემიერ-მინისტრი
სასამართლო
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა