ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანას სექსუალურ ძალადობაში უდანაშაულობას „ამტკიცებს“ არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე:

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელზეც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანას სექსუალურ ძალადობაში გამართლებას ისახავს მიზნად, ყალბია. ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა, კრისტინ ფორდს (პირი, ვინც კავანას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს), 15 წლის ასაკში, არ ასახავს. გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული გოგონას ვინაობა უცნობია, ხოლო თავად სურათი 2011 წლიდან ინტერნეტსივრცეში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მიმ გვერდების მიერ.

  ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა ფოტოკოლაჟი,

რომელზეც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ამჟამად უკვე მოსამართლე ბრეტ კავანა 17 წლის ასაკში და კრისტინ ფორდი (ქალი, რომელიც ბრეტ კავანას მის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს) 15 წლის ასაკში არიან გამოსახულნი. აღნიშნული ფოტო ბრეტ კავანას მხარდამჭერების მიერ (რომლებიც ირწმუნებიან, რომ კრისტინ ფორდი 15 წლის ასაკში იმდენად შეუხედავი იყო, რომ შეუძლებელია ბრეტ კავანას მასზე სექსუალურად ეძალადა) სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. იმავეს ამტკიცებს ბექა ვარდოსანიძის გაზიარებული პოსტიც.

კრისტინ ფორდის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამამოწმებელმა ამერიკულმა ვებ-გვერდმა „snopes.com”-მაც გადაამოწმა და მისი სიყალბე დაადასტურა. სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე კრისტინ ფორდი არ არის გამოსახული. გავრცელებული სურათი 2011 წლიდან ინტერნეტ მიმების შესაქმნელად აქტიურად გამოიყენება (იხ. მიმების კრებული - ბმული 1, ბმული 2), მასზე აღბეჭდილი გოგონას ვინაობა კი უცნობია. 2018 წლის სექტემბერში, ბრეტ კავანას წინააღმდეგ კრისტინ ფორდის მტკიცების სანდოობის გასაფერმკრთალებლად, ინტერნეტ ტროლებმა დაიწყეს ფოტოს გავრცელება. კრისტინ ფორდის 1982 და 1984 წელს გადაღებული ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე - ბმული 1, ბმული 2. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებულ ფოტოკოლაჟზე ასახული კრისტინ ფორდის სტატუსიც  სოც. ქსელ „ტვიტერზე“ („პირველად მეგონა, რომ ჩემს გაუპატიურებას რუსები ცდილობდნენ, მაგრამ ამაზე 38 წლიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მოსამართლე კავანა იყო“). კრისტინ ფორდის სახელზე მხოლოდ ერთი, ისიც ყალბი, ტვიტერის ანგარიშია გახსნილი (ყალბი ანგარიშის გვერდზეც არ მოიძებნება მსგავსი შინაარსის მქონე ტექსტი). ხოლო ფოტო, რომელზეც ზემოთ მოცემული წარწერაა დატანილი, მიმს

წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ფოტოკოლაჟი ყალბია, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მტკიცება, რომლის მიხედვითაც სექსუალური მოძალადეებისათვის მსხვერპლის ფიზიკური მიმზიდველობა მთავარ ფაქტორს წარმოადგენს, მითია. მოძალადეები გაუპატიურების მსხვერპლს გარეგნობით, ჩაცმულობით, ასაკით, რასით, გენდერით ან სოციალური სტატუსით არ არჩევენ. ისინი ისეთ მსხვერპლებს ირჩევენ, რომლებიც მათ მიმართ მოწყვლადები არიან.

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი