ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძეს განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2017 წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასები გაიზარდა.

გაზრდილი აქციზი საწვავის ფასის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც, საბოლოოდ, საქონლის გასაყიდ ფასში აისახება და მისი ბოლო გადამხდელი მომხმარებელია. საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება პირდაპირ არის დაკავშირებული სამომხმარებლო ფასებთან, ანუ ინფლაციასთან. აქციზის შემცირება და საწვავის ფასების კლება, შესაბამისად აისახება ფასების ზოგად დონეზეც.

1

ტონა ბენზინი მოიცავს დაახლოებით 1 230-1 290 ლიტრ ბენზინს. შესაბამისად, გადასახადის 250 ლარით შემცირება 1 ტონაზე, მოგვცემს 19-20 თეთრის შეღავათს ლიტრზე. დიზელის შემთხვევაში გადასახადის 250 ლარით შემცირება დიზელს გააიაფებს დაახლოებით 21 თეთრით. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მთლიანი შემოსავალი აქციზიდან გაიზარდა 365 მლნ ლარით. მათ შორის, ბენზინიდან, დიზელიდან და სხვა ნავთობპროდუქტდებიდან შემოსავალი 260 მლნ ლარით გაიზარდა. შემოსავალი აქციზიდან მზარდია 2018 წლის იანვარ-სექტემბერშიც, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინის შემთხვევაში - 14 მლნ ლარით, დიზელის შემთხვევაში - 24 მლნ ლარით.

  ანალიზი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, განაცხადა:

„საწვავის აქციზის 2016 წლის ნიშნულამდე დაბრუნება შეუმსუბუქებს მდგომარეობას მოსახლეობას და დაწევს ფასებს. საწვავის და დიზელის ფასი შემცირდება 20 თეთრით, აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას სჭირდება 310 მლნ ლარი“.

2017 წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასები გაიზარდა, ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილში შემოსავლების მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსების მიზნით, რაც მოგების გადასახადის ცვლილებასთან, ე.წ. ესტონური მოდელის შემოღებასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ ცვლილებაზე და აქციზის გავლენაზე ფაქტ-მეტრს წარსულშიც აქვს სტატიები გამოქვეყნებული (იხ. ბმული 1; ბმული 2).

 ცხრილი 1:

 აქციზი 2017 წლამდე და შემდეგ (ლარი)

2016 წელი 2017 წელი
ბენზინი (ტონა) 250 500
დიზელი (ტონა) 150 400
გაზი (1000 კუბ.მ) 80 200
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აქციზის გადასახადის ზრდას ნავთობპროდუქტებზე მოჰყვა საწვავის ფასების მკვეთრი მატება შესაბამის პერიოდში. ბენზინზე ფასი გაიზარდა დაახლოებით 25 თეთრით, დიზელზე 20-25 თეთრით, გაზზე 18 თეთრით.

გაზრდილი აქციზი საწვავის ფასის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც საბოლოოდ საქონლის გასაყიდ ფასში აისახება და მისი საბოლოო გადამხდელი მომხმარებელია, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტზე, რომელიც მომხმარებლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, საწვავი კი ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება. ასევე, საწვავი მრავალი საქონლისა და მომსახურების შუალედური პროდუქტია. შესაბამისად, მისი გაძვირება თუ გაიაფება პირდაპირ არის დაკავშირებული სამომხმარებლო ფასებთან, ანუ ინფლაციასთან. აქციზის შემცირება და საწვავის ფასების კლება, როგორც ოთარ კახიძე აღნიშნავს, შესაბამისად აისახება ფასების ზოგად დონეზეც.

1

ტონა ბენზინი მოიცავს დაახლოებით 1 230-1 290 ლიტრ ბენზინს. აქედან გამომდინარე, გადასახადის 250 ლარით შემცირება 1 ტონაზე, მოგვცემს 19-20 თეთრის შეღავათს ლიტრზე. დიზელის შემთხვევაში გადასახადის 250 ლარით შემცირება დიზელს გააიაფებს დაახლოებით 21 თეთრით.

ცხრილი 2:

აქციზის ზრდასთან დაკავშირებული მაჩვენებლების დინამიკა სახელმწიფო ბიუჯეტში 2015-2018 წლებში (ათასი ლარი)

2015 2016 2017 2018 გეგმა
შემოსავალი აქციზიდან 870 732 1 069 658 1 435 000 1 450 000
ბენზინი - 128 672 265 249 -
დიზელი - 87 411 203 173 -
ნავთი - 208 532 -
სხვა ნავთობპროდუქტები - 9 037 16 152 -
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მთლიანი შემოსავალი აქციზიდან გაიზარდა 365 მლნ ლარით. მათ შორის, ბენზინიდან, დიზელიდან და სხვა ნავთობპროდუქტდებიდან 260 მლნ ლარით. შემოსავალი აქციზიდან მზარდია და 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინის შემთხვევაში 14 მლნ ლარით, დიზელის შემთხვევაში 24 მლნ ლარით.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი