ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით,გია აბულაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2013 - 2017 წლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისთვის, აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან, ჯამში 37 556 200 ლარი გაიხარჯა. იმავე პერიოდში ყოველწლიურად ხორციელდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) „სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“. პარალელურად, 2016 წლიდან დღემდე, ავსტრიის განვითარების სააგენტო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას აფინანსებს. ამ პროგრამებისთვის გახარჯულია 1 829 736 ლარი. 2016 წელს დაიწყო პროგრამა ENPARD-2, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულდეს. მისი ბიუჯეტი 2 901 097 აშშ დოლარს, ანუ დაახლოებით 7 447 116 ლარს შეადგენს. თუ სამინისტროსთვის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 12 885 200 ლარსაც გავითვალისწინებთ, 2013-2018 წლებში სამინისტროს გახარჯული ექნება 59 718 252 ლარი.

გარდა ამისა, აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამები და ქვეპროგრამები დაფინანსდა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების მიერ, ჯამში 22 739 570 ლარით. აქედან გამომდინარე, დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით, რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის გახარჯული თანხის მოცულობა 82 457 822 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მოცემულ საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაჩვენებელს, კლების ტენდენცია შეინიშნება ცხოველისა და ფრინველის ხორცის, რძის, სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით. გაზრდილია კვერცხის, კაკლოვანი ხილის, თხილისა და ციტრუსის წარმოება. ამდენად, გია აბულაძის განცხადებაში დასახელებული რიცხვი გახარჯული თანხის ზუსტ რაოდენობას არ ემთხვევა, თუმცა კონტექსტი, რომ ათეულობით მილიონი ლარის დაფინანსების მიუხედავად, აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იკლებს ან რამდენიმე შემთხვევაში უმნიშვნელოდ იზრდება, სწორია.

ანალიზი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ განაცხადა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 100 მილიონია დახარჯული და მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება თითქმის ყველა მიმართულებით იკლებს.

აჭარაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ახორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ამ სამინისტროს მიერ დაფუძნებული რამდენიმე ორგანიზაცია: ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აგროპროექტების მართვის ცენტრი და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა მზარდია. 2013 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 5 747 000 ლარი აქვს ათვისებული. აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2014 წელს სამინისტროს გახარჯული თანხის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 5 937 400 ლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს - 6 736 000 ლარი. 2016 წელს უწყებამ 8 008 200 ლარი აითვისა, 2017

წელს კი 11 127 600 ლარი დახარჯა. რაც შეეხება 2018 წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 885 200 ლარია.

ცხრილი 1:აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე 2012 – 2018 (მიმდინარე წელი - საპროგნოზო) წლებში გახარჯული თანხა, ლარი

დასახელება 2013 2014 2015 2016 2017 2018
აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა 1 108 700 1 245 700 1 665 800 1 715 800 1 485 100 1 705 200
სამექანიზაციო საშუალებებით ფერმერთა და აგრომრეწველთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა 630 300 1 179 200 1 523 000 1 294 400 0 0
აგაროსერვისის განვითარება რეგიონში 2 300 800 1 498 800 1 601 300 2 325 000 1 896 200 2 830 000
ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება 314 500 408 300 338 200 1 250 300 371 600 397 800
მემცენარეობის დარგის განვითარების ხელეწყობა 893 700 1 364 200 858 300 965 800 0
მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა 198 000 241 200 749 400 456 900 0
მემცენარეობის დარგის განვითარების მიზნით კვლევები და პრევენციული ღონისძიებები 301 000 0
აგროსექტორის მდგრადი განვითარება 632 700 150 000
სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით 5 638 700 6 492 200
მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა 1 103 300 843 100
აგრარული ექსტენციისა და პრაქტიკული სერვისების მიწოდება 0 0 0 0 0 329 900
მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა 0 0 0 0 0 137 000

წყარო: აჭარის 2014, 2015, 2016 და 2018 წლის ბიუჯეტები

გარდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა, სოფლის მეურნეობაში რამდენიმე პროგრამა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა უცხოური გრანტებით განახორციელა.

ცხრილი 2:აჭარის სოფლის მეურნეობაში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2012 - 2018 წლებში გრანტებით განხორციელებული პროგრამები

დაფინანსების წყარო პროგრამის დასახელება წელი თანხა, ლარი
UNDP გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2012 94 190
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 266 010
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2014 560 645
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2015 375 275
მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2016 122 800
მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2017 181 930
ავსტრიის განვითარების სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2016-2018

228 886

წყარო: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი

2012-2018 წლებში სოფლის მეურნეობაში უცხო ქვეყნების გრანტებით განხორციელებული პროგრამების ღირებულებამ 1 829 736 ლარი შეადგინა. 2016-2018 წლებში მიმდინარეობს ENPARD-2, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2 901 097 აშშ დოლარია, საიდანაც 2 765 487 აშშ დოლარი ევროკავშირმა გამოყო. ეს პროექტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD-ის ნაწილია. ამდენად, საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების მიერ გახარჯული თანხა 59 718 252 ლარს შეადგენს.

აჭარაში სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროგრამა (ქვეპროგრამა) დაფინანსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციებიდანაც.

ცხრილი 3: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციები, საიდანაც აჭარაში სოფლის მეურნეობის პროგრამები დაფინანსდა

უწყების დასახელება პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების პერიოდი დაფინანსების რაოდენობა, ლარი
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013-2016 19 207 716
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2012-2018 304 633
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო 2015-2018 133 564
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 2012-2018 1 842 757
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო 2013-2018 78 226

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (იხ. ბმულები3, 4, 5, 6, 7, 8)

ამასთან, 1 172 674 ლარი დაიხარჯა ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისის ასაშენებლად. ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებულმა დაფინანსებამ ჯამში 22 739 570 ლარი შეადგინა. მთლიანობაში, აჭარის რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 82 457 822 ლარს მიაღწია.

განცხადების მეორე ნაწილი გულისხმობდა, რომ აჭარაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა დახარჯული თანხის არაადეკვატურია. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესი სახეობის წარმოებას მართლაც კლების ტენდენციით ხასიათდება.

ცხრილი 4: აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები 2016-2017 წლების მიხედვით

პროდუქციის სახეობა 2016 2017
სუბტროპიკული ხილი 2 200 ტ 2 000 ტ
თხილი 1 500 ტ 2 400 ტ
ყურძენი 1 500 ტ 1 600 ტ
ციტრუსი 39 600 ტ 46 100 ტ
ჩაი 800 ტ 400 ტ
კაკლოვანი ხილი 2 300 ტ 3 500 ტ
თესლოვანი ხილი 3 400 ტ 2 400 ტ
კურკოვანი ხილი 1 700 ტ 1 600 ტ
სიმინდი 4 800 ტ 2 000 ტ
ლობიო 300 ტ 200 ტ
კარტოფილი 14 200 ტ 15 300 ტ
ბოსტნეული 4 700 ტ 4 100 ტ
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 70 300 სული 63 900 სული
ფური და ფურკამეჩი 36 000 სული 33 000 სული
ყველა სახის ფრინველი 86 400 ფრთა 93 600 ფრთა
ფუტკარი 14 100 სკა 14 200 სკა
ხორცის წარმოება 2 300 ტ 1 900 ტ
ფრინველის ხორცი 200 ტ 100 ტ
რძე 35 600 ლ 32 500 ლ
კვერცხი 5,1 მლნ ცალი 6,8 მლნ ცალი
თაფლი 100 ტ 100 ტ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი