ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

სტატისტიკას საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ოდენობის შესახებ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ტურისტების რაოდენობად დასახელებული რიცხვი, შეესაბამება  საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 902 509 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური, 2011 წელს 3 115 527.

 რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, 2017 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემოვიდა 4 069 354 ტურისტი, ხოლო 2011 წელს 1 832 788. ამ პერიოდში საერთაშორისო  არარეზიდენტი მოგზაურების რიცხვი გაიზარდა 4 786 982-ით, ტურისტების კი - 2 236 566-ით.

საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. მეორე მხრივ, ტურისტი არის ვიზიტორი[1],

რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.

ქართული ოცნების განცხადების პირველი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს და რიცხვები არასწორად არის მოყვანილი. მცდარი ტერმინის გამოყენების შედეგად, გაუთვითცნობიერებელ მკითხველს რეალობაზე შესაძლებელია არასწორი წარმოდგენა შეექმნას. ხოლო ბოლო წინადადება - „ფაქტია,

რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4.8 მილიონით გაიზარდა“ სწორია.

ანალიზი პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტი  გაავრცელა შინაარსით: „განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის განვითარება. 2017 წელს ჩვენს ქვეყანას 7.9 მლნ ტურისტი ესტუმრა. 2011 წლის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 3.1 მლნ ტურისტი შეადგინა.  ფაქტია,

რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4.8 მილიონით გაიზარდა“.

სტატისტიკას საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების შესახებ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ტერმინების განსაზღვრა. საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური განისაზღვრება როგორც ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.  ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან.  ტურისტი,

თავის მხრივ, არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე. ტურისტები ვიზიტორების ოდენობის მხოლოდ გარკვეული ნაწილია, ამ ორი ტერმინის სინონიმებად გამოყენება კი შეცდომაა.

ცხრილი 1:

საერთაშორისო მოგზაურობის ოდენობა და სტრუქტურა საქართველოში

12rg წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

„ქართული ოცნების“ მიერ ტურისტების რაოდენობად მოყვანილი რიცხვი შეესაბამება საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურობის ვიზიტების ოდენობას. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში შემოვიდა 7 902 509 საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური, 2011 წელს 3 115 527.  რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს შემოვიდა 4 069 354 ტურისტი, ხოლო 2011 წელს 1 832 788. საერთაშორისო  არარეზიდენტი მოგზაურების რიცხვი გაიზარდა 4 786 982-ით, ტურისტების კი - 2 236 566-ით.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან და რიცხვებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ განცხადების პირველი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს და რიცხვები არასწორადაა მოყვანილი. მცდარი ტერმინის გამოყენების შედეგად, გაუთვითცნობიერებელ მკითხველს რეალობაზე შესაძლებელია არასწორი წარმოდგენა შეექმნას.  ბოლო წინადადება - „ფაქტია, რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4.8 მილიონით გაიზარდა“ სიმართლეა, თუმცა კონტექსტთან მიმართებით არარელევანტური

ა.

[1] ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულ გარემოში ითვლება ის  ვიზიტები რომელიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი