• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა

2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა

2018 წელს თბილისში კომპანია „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებლები ჩაჭრეს

03/05/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ზამთრის სეზონზე ხშირდება გაზით მოწამვლის და გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი ბინების აფეთქებების ფაქტები.

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა და 285 მოიწამლა.

ცხრილი 1: 2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების/ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილთა და მოწამლულთა რაოდენობა

წელი

2016

2017

2018

2019 (სამი თვე)

სულ

გარდაცვლილი

29

30

27

15

101

მოწამლული

125

62

98

-

285

მიმდინარე წლის 7 აპრილს დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად შვიდი პირი, მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი დაზარალდა. გამოძიება სსკ- ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. „ყასტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. შემთხვევიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი („ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები) დააკავეს. მოგვიანებით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

გასული წლის 15 ნოემბერს ტრაგედია მოხდა ზემო ფონიჭალაშიც. ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და ჩვილი ემსხვერპლა. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი.

2018 წლის დეკემბერში აფეთქება მოხდა სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ შემთხვევაში, მშენებარე სახლში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა სახლის მიმდებარედ არსებული გაზის მილებიდან მოხდა.

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-245-ე მუხლებით რეგულირდება. ხოლო კონკრეტულად ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას 2401 -ე მუხლი არეგულირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2018 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 240-245-ე მუხლების დარღვევის სულ 804 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. აქედან, გახსნილია 166 შემთხვევა.

რაც შეეხება სსკ-ის 2401-ე მუხლის გამოძიების დაწყების მაჩვენებელს, შსს ინფორმაციით, შემდეგია:

ცხრილი 2: სსკ-ის 2401-ე მუხლის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი

2013-2018 წლებში ელექტრო ან თბოენერგიის,გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის (სსკ 2401-ე მუხლი) გამოძიება დაიწყო 416 შემთხვევაზე, ხოლო სს დევნა- 22 შემთხვევაზე. რაც შეეხება 2013-2018 წლებში 2401-ე მუხლის დარღვევის შემთხვევების რაოდენობას, შსს ყველა სახის დანაშაულს ცალ-ცალკე არ აღრიცხავს და ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის რაოდენობა ჯგუფურად, დაჯამებული სახით არის მოცემული, როგორც ამ შემთხვევაში. კერძოდ, სსკ-ის 240-245-ე მუხლების (სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესების დარღვევა), ფარგლებში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა დაჯამებულად არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2401-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მოქალაქეების სოცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

არ დასრულებულა არც სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების გამოძიების საქმე. ამ შემთხვევაში საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 2401-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დამონტაჟდეს. კალაძის თქმით, შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია. მან ასევე აღნიშნა, რომ კუსტარულად დაყენებული გამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და მოსახლეობამაც მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს თბილისში კომპანია „ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებმა ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებლები ჩაჭრეს. კომპანია„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა