• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

სტატიაში განვიხილავთ რა ეტაპზეა აჭარაში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

04/11/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის მთავრობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო კუთვნილ სოციალურ ქსელებში, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, ხშირად ქვეყნდება იმ სკოლების ფოტოები, რომელთა მშენებლობის ან რეაბილიტაციის პროცესიც დასრულდა. თუმცა ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არაერთ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაჭიანურდა და მოსწავლეები დღემდე სხვა შენობებში არიან შეხიზნული. ეს ნიშნავს, რომ ამ მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროცესი არასტანდარტულ პირობებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხს „ფაქტ-მეტრი“ ყოველ წელს უბრუნდება და სამინისტროსგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განვიხილავთ, რა ეტაპზეა აჭარაში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მაგალითად, ზუსტად ერთი წლის წინ „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროექტებსაც შევეხეთ. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან (№4 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეკონსტრუქციის ხელშეკრულების გაფორმების თარიღია 19. 10. 2023, ხოლო №5 საჯარო სკოლის - 10. 11. 2023) არაუგვიანეს 6 თვეში უნდა დაწყებულიყო და 15 თვეში დასრულებულიყო. ჩვენ მაშინ აღნიშნული სამუშაოები დავათვალიერეთ. კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, ცხადი იყო, რომ პროექტები დადგენილ ვადაში ვერ დასრულდებოდა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსგან გაახლებული ინფორმაცია გამოვითხოვეთ. დანართი 1 წერილში გარკვევით ჩავწერეთ, მოეწოდებინათ მონაცემები ყველა იმ სკოლის შესახებ, რომლებშიც 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისში სწავლა ვერ განახლდა, ასევე, სად გადანაწილდნენ მოსწავლეები აღნიშნული სკოლებიდან. განათლების სამინისტრომ ეს ორი სკოლა ჩამონათვალში არ შეიტანა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია აჭარის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. პროექტები ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველომ „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხის“ პროექტისთვის მიიღო.

სამინისტრომ ასევე არ მიუთითა, რომელ სკოლებში გადაანაწილა მოსწავლეები. თუმცა მოგვაწოდა ინფორმაცია იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც სამუშაოები მიმდინარეობს ან დასრულდა. როგორც ირკვევა, აჭარაში ახალი სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყო ხუთ საჯარო სკოლაში და გაცდენილი დღეების საგაკვეთილო საათები შაბათის დღის ხარჯზე ანაზღაურდება. დანართი 2 რაც შეეხება იმას, რომელ საჯარო სკოლებში არ განახლდა საგაკვეთილო პროცესი საერთოდ, ამაზე პასუხში არაფერია ნათქვამი. თუმცა ცხრილის სახით მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომელ სკოლებში მიმდინარეობს სამუშაოები. აქედან რამდენიმეს შესახებ საუბარი გვქონდა ზემოთ ნახსენებ სტატიაშიც. მაგალითად, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები სამინისტრომ 2022 წელს 9 726 074 ლარად შეისყიდა. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები კვლავ გრძელდება და კომპანიისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 80%. 2024 წელს ხელმოწერილი დოკუმენტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებლობის მოქმედების ვადა 2025 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდებოდა. ირკვევა, რომ საკმარისი არც ეს პერიოდი აღმოჩნდა. სამინისტროს მიერ შარშან მოწოდებული ინფორმაციით, ქვემო ვაშლოვანის სკოლის 130 მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ესწრებოდა და მათი ტრანსპორტირებისთვის ყოველდღიურად 560 ლარი იხარჯებოდა.

ვერ დასრულდა ვერც ბათუმის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, აჭარის განათლების სამინისტრომ 2022 წლის 24 ივნისს სამინისტრომ 6 998 000-ლარიანი ხელშეკრულება შპს „დიკა 2010-თან“ გააფორმა. საბოლოო ვადად განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 30 კალენდარული თვე, რაც ნიშნავს, რომ პროექტი უნდა დასრულებულიყო ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში. კომპანიამ გეგმა-გრაფიკით გაწერილი ვადები დაარღვია, რისთვისაც გასული წლის ოქტომბერში მან გაფრთხილება მიიღო. წელს კი კომპანიას „გამოცდილებამ აჩვენა“, რომ ბათუმი უხვნალექიანია და პროექტით განსაზღვრული შესაფუთი მასალა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შენობას ნესტისგან ვერ დაიცავს. ამასთან, სხვა ცვლილებების საჭიროებაც დაინახა და მოითხოვა როგორც ვადის, ისე ღირებულების გაზრდა. საყურადღებოა ერთი დეტალი: მიმწოდებელი წერილში აღნიშნავს, რომ პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების აუცილებლობა თავიდანვე გამოვლინდა. საჭირო გახდა გეოლოგიური კვლევის განმეორებით ჩატარება და პროექტის კორექტირება, რასაც 68 დღე დასჭირდა, რა დროსაც სამუშაოები შეჩერებული იყო (ინფორმაციისთვის, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს სააქციო საზოგადოება „აჭარკაპმშენისგან“ შეისყიდა და თითქმის 200 000 ლარი გადაიხადა). საბოლოოდ, შემსყიდველის თანხმობით, პროექტის ღირებულება გაიზარდა და 7 455 719 ლარი გახდა, ხოლო ვადა გახანგრძლივდა. სამინისტრომ 50 კალენდარული დღე სამუშაოების ვადებში არ ჩათვალა. 2025 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 91%. პროექტი მიმდინარეა.

როგორც სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, წელს აჭარაში კიდევ რამდენიმე სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, არაერთ შემთხვევაში, ვადაგადაცილებით. ჩამონათვალი იხილეთ აქ დანართი 3.

სამინისტროს ასევე ვკითხეთ, რა თანხა იხარჯება კონკრეტულად იმ მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც დროებით სხვა შენობებში გადანაწილდნენ. უწყების წერილობით პასუხში მითითებული არაა, აღნიშნული ხარჯი მხოლოდ ამ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს, თუ ზოგადად ყველა მოსწავლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებულ ღირებულებას.

ცხრილი 1. მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯი აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წელი

წყარო: აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტრო

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს 17 986 მოსწავლის ტრანსპორტირებისთვის 9 834 232 ლარი დაიხარჯება. ეს არ არის მხოლოდ იმ მოსწავლეთა ტრანსპორტირების ღირებულება, რომლებიც დროებით სხვა სკოლებში გადანაწილდნენ. თუმცა ფაქტია, რომ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურება ბიუჯეტს დამატებით ხარჯად აწვება. 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული იყო ჯამში 8 947 200 ლარი. აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად კი, 2024 წლის ფაქტმა 9 997 700 ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე მეტია. წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 9 000 000 ლარით დაიგეგმა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში მიმდინარე პროექტები ამ სასწავლო წელს არ დასრულდება და მოსწავლეები ისევ სხვა შენობებში ისწავლიან, ხარჯი შესაძლოა, გაიზარდოს (მოწოდებული ინფორმაციით, ის უკვე აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს) და სავარაუდოდ, თანხის მოცულობა დაკორექტირდება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა