• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის მერიის „ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“, რომელიც ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს

ბათუმის მერიის „ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“, რომელიც ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს

პრობლემურია ბათუმში არსებული ტბების მდგომარეობაც, რომლებშიც დროდადრო ბლანტი სითხე, სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა დამაბინძურებლები ხვდება.

07/08/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბათუმის ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხი ზაფხულის სეზონის დასაწყისში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს. ამ დროს ქალაქის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მძაფრი სუნი ერთნაირად შემაწუხებელი ხდება ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. სპეციალისტები ბათუმში გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროდ ადლიის დასახლებაში არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონს მიიჩნევენ, რომელსაც ექსპლოატაციის ვადა წლების წინ გაუვიდა. მიუხედავად ამისა, რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ 2009 წლის შემდეგ, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებშიც კი ვერ უზრუნველყო. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა წელს იწყება. ადლიის ნაგავსაყრელი შემოღობილიც არ არის, რის გამოც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ტერიტორიაზე ბლომადაა და ისინი იქ ნარჩენებით იკვებებიან. ეს კვებით ჯაჭვში მავნე ბაქტერიების მოხვედრის რისკს აძლიერებს. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დგება ზღვის წყლის ხარისხიც. ნაგავსაყრელი აბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ჰაერს... ზედაპირული წყლების საშუალებით კი - ზღვასა და მდინარეს.

პრობლემურია ბათუმში არსებული ტბების მდგომარეობაც. მასში დროდადრო ბლანტი სითხე, სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა დამაბინძურებლები ხვდება. ამას ემატება ქალაქში მომატებული მშენებლობები, საიდანაც ჰაერში სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა, ასევე, მომძლავრებული სატრანსპორტო ნაკადი, რაც, გამონაბოლქვის სახით, გარემოზე მავნე ზემოქმედების კიდევ ერთი წყაროა. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის, ყვითელ ავტობუსებს, ხშირად შეამჩნევთ, მათი შავი გამონაბოლქვი, როგორ აბინძურებს ქალაქს.

2018 წელს ბათუმი ჩაერთო „მწვანე ქალაქის გეგმის“ შემუშავებაში. ის განიხილავს სექტორებს, რომელიც გარემოზე ზემოქმედებს - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინდუსტრია, მიწათსარგებლობა, ნარჩენებისა და წყლის მართვა. პროექტს ამერიკული საკონსულტაციო კომპანია AECOM და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია WEG (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის) ახორციელებენ.

ამ ორგანიზაციას მივწერეთ და ვკითხეთ, რა კონკრეტული აქტივობები განახორციელა ბათუმის მერიამ პროექტის ფარგლებში. პასუხიდან ირკვევა, რომ სამოქმედო გეგმა შემუშავების პროცესშია და წლის ბოლოსთვის დასრულდება. WEG -ის ინფორმაციით, „მწვანე ქალაქი“ არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩარჩო პროგრამა. მასში ჩართული ქალაქები ხელმძღვანელობენ აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, რომლითაც შეფასდა ბათუმის მდგომარეობა გარემოს დაცვის კუთხით და გამოვლინდა მთავარი გამოწვევები. ინდიკატორების მიხედვით შეფასდა ჰაერის ხარისხი, არსებული ავტოპარკის ასაკი და შემადგენლობა, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა და სხვა. შუალედური ანგარიშის შედეგები ორგანიზაციამ არ მოგვწერა, იმ მოტივით, რომ ის AECOM-ის ქვეკონტრაქტორია და მასთან შეუთანხმებლად დეტალებს ვერ გაგვაცნობს.

ამ თემაზე ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეთუნა ლომაძემაც: „მწვანე ქალაქების ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებას EBRD აფინასებს, ქართული მხარე კი პროცესში არაფინანსური მონაწილეა. 2018 წლის ზაფხულიდან დაიწყეს მუშაობა და პირველ ეტაპზე ინდიკატორების ტექნიკური შეფასების დოკუმენტი მომზადდა, EBRD-ის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. ამ ინდიკატორების გათვალისწინებით მოვიკვლიეთ რამდენიმე სექტორი, რის მიხედითაც ბათუმში გარემოს დაცვის სიტუაციის აღწერა უნდა მოხდეს. ესაა წყლის, ჰაერისა და ნიადაგის ხარისხი, ტრანსპორტის, შენობებისა და მიწათსარგებლობის სექტორები, ასევე - ინდუსტრია. მომზადდა შეფასება. პროცესში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად აქვს გავლენა პროცესზე. შემუშავდა ხედვა და სტრატეგიული ამოცანები. ეს სამუშაო ვერსიაა და ჯერ არ გვაქვს გასაჯაროებული. ამ ეტაპზე უკვე სამოქმედო გეგმის ნაწილზე ვმუშაობთ. სექტემბრის ბოლოს დასრულდება და შევიტანთ საკრებულოში განსახილველად და დასამტკიცებლად. თუ საკრებულო დაამტკიცებს, მისი განხორციელება სავალდებულო გახდება მერიისთვის.“

ეთუნა ლომაძის თქმით, არის გარკვეული ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ყველაზე დიდი გამოწვევა ტრანსპორტის სექტორშია, რადგან ავტოპარკი მოძველებულია.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2011 წლიდან „მერების შეთანხმებას“ შეუერთდა, ხოლო 2013 წელს გახდა საერთაშორისო ასოციაცია „კლიმატის ალიანსის“ წევრი. 2014 წელს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2020 წლამდე ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების 22%-ით შემცირებას ითვალისწინებს, კონკრეტული ღონისძიებების გატარებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობები, ურბნული ტრანსპორტი, გარეგანათება, მუნიციპალური ნარჩენები, ჩამდინარე წყლები და გამწვანება.

მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსის განცხადებით, გაფრქვევების შემცირების მიზნით ბათუმში რამდენიმე საგრანტო პროექტი განხორციელდა: ბათუმის ავტობუსების პროექტი - დიზელზე მომუშავე და ელექტროავტობუსების შემოყვანა ბათუმში (ქალაქის ხელისუფლების დაპირება ბათუმში ელექტროავტობუსების შემოყვანის შესახებ ფაქტ-მეტრმა არაერთხელ გადაამოწმა. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე EBRD-პრეტენდენტების შერჩევა/შეფასების პროცედურებს აფასებს). 2015 წელს სადემონსტრაციო პროექტის სახით, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობაში თბური ტუმბო დამონტაჟდა, ხოლო გორგილაძის ქუჩის მთელ სიგრძეზე ეკოგანათება. გარდა ამისა, სულ ახლახან ბათუმის მერიამ განსაკუთრებული შეთანხმება გააფორმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KfW), საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურად გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც 8 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

ქალაქ ბათუმის მერია, ბოლო ორი წელია, რაც „ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისთვის“ ბიუჯეტში სოლიდურ თანხას ითვალისწინებს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რას ხმარდება მილიონობით ლარი და მიმართულია თუ არა ის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ბათუმის მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, 2017-2018 წლებში ქალაქის თვითმმართველობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამი ქვეპროგრამა განახორციელა: „ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა“, „პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია“ და „ქალაქის გაფორმების ღონისძიებები“. შარშანწინ, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამივე ქვეპროგრამაზე გახარჯული თანხის ფაქტობრივმა შესრულებამ, ჯამში, 10477746 ლარი შეადგინა, ხოლო შარშან - 8453 248 ლარი. დანართი 1 დანართი 2

წყარო: ბათუმის მერია

უნდა ითქვას, რომ „ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში ორი ქვეპროგრამით გვხვდება: 9313100 ლარი - ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარებისთვის, ხოლო 3550 000 ლარი - ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

2018 წელს მერიამ ქვეპროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთი სკვერის მოწყობა დაიწყო - ზუბალაშვილის ქუჩაზე, ხელოვნების უნივერსიტეტის შენობის წინ, სადაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობა იგეგმება.

ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტით, სწორედ ამ სკვერის დასრულება და კიდევ ერთი სკვერის მოწყობაა გათვალისწინებული.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა