იტვირთება

ანალიზი

Facebook-გვერდმა - „ანტილიბერალური კლუბი“ - გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „ბრიტანეთში მიგრანტების ბრბომ მაღაზია დაარბია და გაძარცვა“. ვიდეოში ასახულია ქალაქ ბირმინჰემში მომხდარი კრიმინალური ქმედება, როდესაც მაღაზიას თავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ გვერდს 53 ათასზე მეტი გამომწერიჰყავსდა როგორც გვერდის შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ - „გვერდის მიზანია ლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკა და მისი უარყოფითი მხარის ჩვენება“.

ვიდეოში ასახული შემთხვევა მოხდა ქალაქ ბირმინჰემში, ეჯბასტონის ქუჩაზე, სადაც თავს დაესხნენ მარკეტების ქსელის - Aldi - ერთ-ერთ მაღაზიას. კადრები თავდაპირველად გაავრცელა ადგილობრივმა მედიამ Birmingham Mail-მა. რომლის მიხედვით, თავდასხმა ახალგაზრდების ჯგუფმამოაწყო. მათ დააზიანეს საქონელი, მაღაზიის აღჭურვილობა და ფანჯრები. ეს ფაქტი სხვა ბრიტანულმა მედიაგამოცემებმაც გააშუქეს.

Online-ის ცნობით, თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა Aldi-ის ორი თანამშრომელი. გამოცემა Mirror, ასევე წერს ახალგაზრდების ჯგუფის თავდასხმის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

ამავე ინფორმაციას ავრცელებენ სხვა ბრიტანული მედიებიც - Plymouth Herald, Aol, Pressform, Newsflare, StokeSentinel. თუმცა განსხვავებით „ანტილიბერალური კლუბისგან“ ყველა ზემოთჩამოთვლილ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლად ახალგაზრდათა ჯგუფს ასახელებს, რომლის წევრების მიგრანტებად იდენტიფიცირება არ მომხდარა. ასევე აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული მედიაგამოცემები, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ანტისაიმიგრაციო სარედაქციო პოლიტიკით - Daily Mail, Extra.ie - იტყობინებიან, რომ ბირმინჰემში Aldi-ს მაღაზიას თავს თინეიჯერების ჯგუფი დაესხა.დამოუკიდებელი ინტერნეტპორტალის Media Bias/Fact Check-ის შეფასებით, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მანიპულაციური მედიის შესახებ, Daily Mail საეჭვო წყაროა, გარდა იმისა, რომ ყვითელ პრესას წარმოადგენს, ხშირად გამხდარა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების წყარო.

არც გავლენიანი ადგილობრივი მედია და არც პოლიცია განცხადებებში არ ახსენებს მიგრანტებს და მომხდარ დანაშაულს მათ არ უკავშირებს. თავად „ანტილიბერალური კლუბი“ არ უთითებს არანაირ წყაროს თუ რის საფუძველზე აცხადებს, რომ ეს დანაშაული მიგრანტებმა ჩაიდინეს. შესაბამისად, კადრებთან დაკავშირებით „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავცრელებული სათაური დაუსაბუთებელია, მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიგრანტების დანაშაულებრივ ქმედებებთან ასოცირებით მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას ცდილობს.


მსგავსი სიახლეები

2839 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი