• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский
სიახლეები

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„სირცხვილის კორიდორის“ სტატიის სურათი სათაურით - „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა“ არის ყალბი

„სირცხვილის კორიდორის“ სტატიის სურათი სათაურით - „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა“ არის ყალბი

ვერიდიქტი: „სირცხვილის კორიდორის" მიერ გავრცელებული სურათი არის ყალბი

18/09/2019
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

Facebook-გვერდმა - „სირცხვილის კორიდორი“ - გამოაქვეყნა სურათი, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ „დამოუკიდებელი სააგენტო – „ნეტგაზეთის“ ბათუმის რედაქციამ, ოპოზიციონერი დეპუტატების სწავლის და ხარჯების შესახებ სკანდალური მასალა გაავრცელა. სტატიის მიხედვით ვიგებთ, რომ გიგა ბოკერიას და სალომე სამადაშვილის შვილები პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ირიცხებიან”. მას სტატიის წერის მომენტში 75 გაზიარება, 50 კომენტარი და 41 რეაქცია აქვს. ინტერნეტში სტატია მსგავსი სათაურით არ იძებნება. „ბათუმელების“ („ნეტგაზეთი“) ვებგვერდზე არ მოიპოვება ეს სტატია. სურათზე ჩანს, რომ სტატია გამოქვეყნებულია 13 სექტემბერს. 13 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა“. მასში განხილულია მოქმედი მინისტრებისა და მათ მოადგილეების შვილების სწავლის საფასური, თუმცა არაფერია ნათქვამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების შვილების სწავლის ღირებულების შესახებ. „სირცხვილის კორიდორმა“ კი აღნიშნული სტატიის საწინააღმდეგოდ ყალბი სურათი გაავრცელა. ასევე აღსანიშნავია, რომ სალომე სამადაშვილს შვილი არ ჰყავს.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას შვილს, ის ბილ გეითსის სტიპენდიით სწავლობს კემბრიჯის უნივერსიტეტში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Facebook-გვერდმა - „სირცხვილის კორიდორი“ - ყალბი სურათი გამოაქვეყნა. წინა შემთხვევაში მან გამოაქვეყნა შოთა დიღმელაშვილისა და მარიამ გეგუჩაძის მიმოწერის ამსახველი ყალბი სურათი.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც

    ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასე...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური

    ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა