• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო -  714  815 ლარი დაიხარჯა, ქუჩა დღემდე გადათხრილია

რუსთავში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო -  714  815 ლარი დაიხარჯა, ქუჩა დღემდე გადათხრილია

მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის 28 აგვისტო უნდა დასრულებულიყო

18/10/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მშვიდობის ქუჩის ა/ბეტონის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა და შპს „ჰერიომ“ ხელშეკრულება 2018 წლის 30 აპრილს გააფორმეს. მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო (2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით). შემდეგ კი სამუშაოების შესრულების ვადამ 120-დან 137 დღემდე გადაიწია (2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით).

ხელშეკრულების ღირებულება 1 221 776 ლარით განისაზღვრა. პროექტის დაფინანსების წყარო 2018 წლის ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტი იყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო ხელშეკრულების 13% - 158 830 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 87% - 1 062 000 ლარი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შპს „ჰერიომ“ მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ შეასრულა სამუშაოები, რისი გათვალისწინებითაც 2019 წლის 1 ივლისს ხელშეკრულება შეუწყდა.

სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს საზედამხედველო კომპანია შპს „ოპტიმალ გრუპ +“ უწევდა. მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის შპს „ჰერიოს“ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელმა ვალდებულებამ 506 960 ლარი შეადგინა. ასევე მათ ინსპექტირების ანგარიშში წარადგინეს შპს „ჰერიოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ნუსხა, რომელიც შესრულების შემდეგ დაზიანდა და დღეის მდგომარეობით, საჭიროებს ხელმეორედ მოწყობას. ხელახლა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 278 261 ლარია, ანუ შპს „ჰერიომ“ სახელმწიფო 278 261 ლარით აზარალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჰერიოს“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 220 215 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „ჰერიოს“ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში 498 476 ლარი აქვს გადასახდელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ერთი წლის თავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არათუ დასრულებული, განახლებულიც კი არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „ჰერიო“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შავ სიაში (შავი სია წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება) 2019 წლის 27 მაისს დაარეგისტრირა.

ტენდერების მონიტორინგის მონაცემებით, შპს „ჰერიოს“ 2013-2019 წლებში 82 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 61% წააგო, ტენდერების 27%-ში გაიმარჯვა, 7% არ შედგა, 5% კი არის მიმდინარე. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 25 644 922 ლარია. ამჟამად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი შპს „ჰერიოსგან“ პირგასამტეხლოს და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამართლებრივი ღონისძიებებს ახორციელებს.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი (NAT190018652) 2019 წლის 24 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 709 795 ლარია. წინადადების მიღების ვადა 16 ოქტომბერს ამოიწურა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შპს „ქვენიფლენ“-მა მიიღო, რომლის საბოლოო შეთავაზება 679 000 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოც კალენდარულ დღეში უნდა განახორციელოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადაში დასრულდება.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა