22 მარტი - ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში. ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება. სხვა ყველა რეგულაცია უქმდება.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის - სოციალურ ღონისძიებებზე, რაოდენობრივი შეზღუდვა გაუქმდა. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე, თვითიზოლაციის ვალდებულება გაუქმდა.

საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადაიარა და ეპიდვითარება შედარებით სტაბილურია. გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 643 295-ია, მათგან 1 601 578 გამოჯანმრთელდა, 16 678 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4.9%-ს, ბოლო 14 დღის კი - 7.2%-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საქართველოში Pfizer-ის წარმოებული კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია შემოვა. მედიკამენტი უფასოდ დაურიგდებათ იმ პირებს, რომლებიც კოვიდის დადასტურების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არიან. ქვეყანაში ვაქცინაციის დონე კვლავ კრიტიკულად დაბალია, 22 მარტის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 1 254 202 ადამიანი, რაც >18 ასაკის მოსახლეობის 43.6%-ს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის 33.6%-ს შეადგენს.

22 თებერვალი - დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა.

• დასაშვები ხდება სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა;

• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად); ხოლო დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად); უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;

• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;

• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;

• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.

• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით.

• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე.

ძალაში რჩება პირბადის ტარების ვალდებულება.

22 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 45 ადამიანი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 25.5%-ს, ბოლო 14 დღის კი - 30.6%-ს შეადგენს.

1 თებერვალი - საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბჭოში „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპით და მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან. ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

ომიკრონის გავრცელება უპრეცედენტოდ მაღალ მასშტაბებს აღწევს. 1-ელი თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 36 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 28.4%-ს, ბოლო 14 დღის კი - 21.9%-ს შეადგენს.

22 დეკემბერი - 1-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

20 დეკემბერს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა. როგორც უკვე ცნობილია „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა შტამები, რაც მაღალი ალბათობით რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს.

საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1-დან 10 იანვრამდე, საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა. საბჭო ანალოგიური რეკომენდაციით კერძო დაწესებულებებსაც მიმართავს.

ამასთან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, მათ შორის ღამის კლუბების გახსნა, ამ ეტაპზე არ იგეგმება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების აუცილებლობა არ დადგეს.

22 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს, ბოლო 14 დღის კი - 6.6%-ს შეადგენს.

1 დეკემბერი - რა უნდა ვიცოდეთ „მწვანე სტატუსის“ შესახებ

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება, თუ:

• სრულად ვაქცინირებულია;

• გადატანილი აქვს COVID-19;

• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება. ამასთან, დღეიდან კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს.

სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

საქართველოში კრიტიკული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია, რაც ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. 1 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 65 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.7%-ია, ბოლო 14 დღის კი - 8.9%.

6 ოქტომბერი - კვების ობიექტები 23:00 სთ.მდე იმუშავებენ. დღეიდან დასაშვები კონცერტებისა და ფესტივალების გამართვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კვების ობიექტები მუშაობას 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ. ასევე, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, დაშვებული იქნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვაც.

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი PCR-ტესტის ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით.

6 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 24 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.9%-ია, ბოლო 14 დღის კი - 5.5%.

4 ოქტომბერი - სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

4 ოქტომბრიდან სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა. სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. 4 ოქტომბრიდან მუშაობა განაახლეს სახელმწიფო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმაც, ასევე ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა.

13 სექტემბერი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოს შეიზღუდა.

24 აგვისტო - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, შეზღუდვები კი მკაცრდება

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება:

• მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, მათ შორის, მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.

• 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

ახალი შეზღუდვების დაწესების პარალელურად გაგრძელდება უკვე არსებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი.

ამ ეტაპზე, 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება არ განიხილება.

24 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 60 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12.5%-ია, ბოლო 14 დღის კი - 10.9%.

12 აგვისტო -ქვეყნის მასშტაბით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღიურად უარესდება. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგი შეზღუდვები წესდება:

• 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

ამასთან, საჯარო უწყებებს დაევალათ, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. საკორდინაციო საბჭო ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს კერძო დამსაქმებლებს.

მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე.

12 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 49 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,4%-ია, ბოლო 14 დღის კი - 9,6%.

9 აგვისტო - რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაქციო საბჭოს შეზღუდვებს ამკაცრებს. 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ასევე გამკაცრდება არსებული შეზღუდვების მონიტორინგი.

სოციალური ღონისძიებების, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა, მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებით, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებების გამართვა აქამდეც აკრძალული იყო, თუმცა როგორც ჩანს, აღნიშნული შეზღუდვის მონიტორინგი და შესაბამისი სანქციების დაკისრება არ ხდებოდა.

ასევე, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. სახელმწიფო ასევე მკაცრად გააკონტროლებს, კვების ობიექტების მუშაობას, რომელიც 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში შეზღუდულია.

9 აგვისტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 2 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,5%-ია, ბოლო 14 დღის კი - 8,7%.

19 ივლისიდან ახალი შუზღუდვები წესდება

ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია მატულობს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება, რასაც ეპიდემიოლოგები გარკვეულწილად შეზღუდვების მოხსნას უკავშირებენ. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 19 ივლისიდან შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

• ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტირების შემდეგ იქნება ნებადართული;

• იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად;

• 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზეა დასაშვები.

16 ივლისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდათობის მაჩვენებელი 4,75%-ია, ბოლო 14 დღის კი - 4,31%.

22 ივნისი - ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, 1 ივლისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება

22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება! მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, პირბადის ტარება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში, კვლავ სავალდებულო იქნება.

1 ივლისიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება!

22 ივნისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 360 055 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 346 217 გამოჯანმრთელებული და 5 199 გარდაცვლილი., გარდაიცვალა 13 ადამიანი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 384 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 362 957 გამოჯანმრთელებული და 5 516 გარდაცვლილი. დღიური დადები

1-ელი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს 25 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში, PCR ტესტი განმეორებით ჩაიტარონ.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ. ძალაში რჩება შეზღუდვა ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით (ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვა).

25 მაისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 339 315 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 320 777 გამოჯანმრთელებული და 4654 გარდაცვლილი.

17 მაისი - კომენდანტის საათმა 23:00 საათამდე გადაიწია

დღეიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

კვების ობიექტებს მიმდინარე კვირიდან შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

17 მაისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 504 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 27 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 330 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 310 859 გამოჯანმრთელებული და 4469 გარდაცვლილი.

26 აპრილი - სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები წესდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება.

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით მოიხსნება - 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

26 აპრილის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 521 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 304 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 287 029 გამოჯანმრთელებული და 4043 გარდაცვლილი.

18 მარტი - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

პირველი აპრილიდან, საბავშვო გასართობი ცენტრები და კინო-თეატრები, რეგულაციების დაცვით, მუშაობას განაახლებენ.

28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება, სტადიონზე მაყურებელთა 30% დაიშვება.

ძიუდოში გრანდ-სლემი იმართება, რომელზეც ასევე მაყურებელთა 30% დაიშვება.

21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

18 მარტის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 369 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 269 384 გამოჯანმრთელებული და 3 674 გარდაცვლილი.

15 მარტს ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო. 13 მარტს საქართველომ, COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, COVID-19-ის ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა მიიღო. პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.

24 თებერვალი - შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება ხვალიდან დაიწყება.

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება.ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი 8 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

1-ელი მარტიდან კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები მუშაობას განაახლებენ.

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს უფლება აქვთ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული მეცადინეობები და გამოცდები 1 მარტიდან არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლება კი 15 მარტიდან შეეძლებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებლად მიიღებენ.

1 მარტიდან კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, დასაშვები ხდება. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას ასევე 1 მარტიდან განაახლებენ.

რესტორნების შიდა სივრცეები ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ.

8 მარტიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

15 მარტიდან ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ. ასევე 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები) 1 აპრილიდან იგეგმება.

21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

24 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 443 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 263 257 გამოჯანმრთელებული და 3 463 გარდაცვლილი.

4 თებერვალი - მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა

8 თებერვლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება. ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დრომდე არ მუშაობს. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 28 ნოემბერს შეიზღუდა. ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება.

8 თებერვლიდან, მუშაობას ბაზრობებიც განაახლებენ, გარდა შაბათ-კვირისა.

15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება.

15 თებერვლიდან, კვების ობიექტები/რესტორნები მომსახურებას ღია სივრცეში განაახლებენ, გარდა შაბათ-კვირისა.

დანარჩენი შეზღუდვები, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, ძალაში რჩება.

4 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 583 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 260 480 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 251 748 გამოჯანმრთელებული და 3 240 გარდაცვლილი.

3 თებერვალი - ეკონომიკის მინისტრი რესტორნებს აფრთხილებს, რომ დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება

საზოგადოების ნაწილი შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებს. რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საბავშვო ცენტრები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებენ და 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავენ. აღნიშნულს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა, მისი განცხადებით - დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

რა პირობით შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში?

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა დაემატა.

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ საერთაშორისო ფრენები აღადგინა და საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის პირობები შეცვალა. კერძოდ, უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვინც კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში. ასევე არის ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ვიზიტორი შემოდის ნეგატიური PCR ტესტის პასუხით საქართველოში და მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს განმეორებითი ტესტირება. ესენია: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, შვეიცარია, ნორვეგია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინის სამეფო.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის პირობები: PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით; ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარება.

პირები (როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომელთაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, 12 დღით საკარანტინო სივრცეში გადასვლას დაექვემდებარებიან.

3 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 259 897 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 251 077 გამოჯანმრთელებული და 3 221 გარდაცვლილი.

22 იანვარი - შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა

22 იანვარს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება, გარდა შაბათ-კვირისა; თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც შეზღუდული რჩება.

მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას პირველი თებერვლიდან განაახლებენ, იმ ქალაქებში სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ. ყველა ქალაქში ღია ბაზრობები და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

სკოლებში სწავლება პირველი თებერვლიდან აღდგება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, პირველი მარტიდან კი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. საბავშვო ბაღებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლება 1-ელი მარტიდან არის დაგეგმილი.

კვების ობიექტები აჭარაში პირველი თებერვლიდან მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ, გარდა შაბათ-კვირისა. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მუშაობას მიტანის სერვისით გააგრძელებენ.

რეგულარული ფრენები პირველი თებერვლიდან აღდგება.

გადაადგილების შეზღუდვა, 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, 1-ელ მარტამდე ძალაში რჩება.

22 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 238 737 გამოჯანმრთელებული და 3 022 გარდაცვლილი.

11 იანვარი - შეზღუდვები პირველ თებერვლამდე ძალაში რჩება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს არსებული შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და სავაჭრო სექტორის მუშაობის განახლება 1-ელ თებერვლამდე გადავადდა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების 2 თვიანი გეგმის (28 ნოემბერი-31 იანვარი) თანახმად, 16 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა, ასევე სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების გახსნა იგეგმებოდა.

11 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 226 215 გამოჯანმრთელებული და 2 796 გარდაცვლილი.

რა შეზღუდვები უქმდება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში ძალაში რჩება. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალაში რჩება. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ ნებადართული იქნება.

ბაზრობები არ გაიხსნება. აგრარული ბაზრები კი ისევ გააგრძელებენ მუშაობას.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, თუმცა დაწესდა დამატებითი რეგულაციები, კერძოდ:

• მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00დან 19:00 საათამდე;

• ფასდაკლებების აქციები გამოცხადდება ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

• ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;

• სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;

• მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;

• დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები.

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ გატანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე (31 დეკემბრის ღამე) და შობის ღამე (6 იანვრის ღამე).

22 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 188 408 გამოჯანმრთელებული და 2 182 გარდაცვლილი.

2 დეკემბერი - სახელმწიფო ინტენსიურ ტესტირებას იწყებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება;

საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

26 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 121 621 გამოჯანმრთელებული და 1 342 გარდაცვლილი.

შეზღუდვები, რომელიც 28 ნოემბრიდან წესდება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები დააწესა, რომელიც 2-თვიან (28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე) პერიოდს მოიცავს.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

• 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; (გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე);

• მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე);

• რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე.

• ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები იხურება;

• სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა იზღუდება;

• ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

• ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

• სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

• ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

• სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

• კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

• სათხილამურო კურორტზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

• ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

• აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები - არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით, აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეხება:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

დელივერსა და გატანის სერვისებს;

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

აგრარული ბაზრობის მუშაობას

და სხვ.

ამასთან, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

26 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 98 781 გამოჯანმრთელებული და 1 124 გარდაცვლილი.

9 ნოემბერი - დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით, იზღუდება. ეს შეზღუდვა, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ასევე იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე, არ ვრცელდება.

9 ნოემბრიდან ყველა ორგანიზაცია 22:00 საათამდე იმუშავებს, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.

9 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 60 680 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 45 042 გამოჯანმრთელებული და 499 გარდაცვლილი.

4 ნოემბერი - თბილისში ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ხვალიდან თბილისში ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება.

4 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 2 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 31 170 გამოჯანმრთელებული და 381 გარდაცვლილი.

3 ნოემბერი - პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. აქამდე, ეს შეზღუდვა, თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში მოქმედებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში, სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს აჭარაშიც.

3 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 20 პაციენტი. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 28 633 გამოჯანმრთელებული და 362 გარდაცვლილი.

23 ოქტომბერი - რეკომენდაციები COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს

23 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების, რეკორდული მაჩვენებელი, 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 686 შემთხვევა თბილისში, 487 აჭარაში, 356 იმერეთში დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 9 751 გამოჯანმრთელებული და 183 გარდაცვლილი.

23 ოქტომბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ღია სივრცეში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა. მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია (მაგალითად ტრანსპორტის გაჩერებები). პროცესს შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებენ. ამ ეტაპზე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ არის და შესაბამისად, წესების დარღვევა სანქციებს არ ითვალისწინებს.

COVID-19-ის მაღალი გავრცელების და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის გამო, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას სახლში გადიან. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს რეკომენდაციები გამოაქვეყნა:

1. დარჩით სახლში!

2. დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად;

3. თუ ოჯახის წევრთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

4. არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები;

5. ოთახი გაანიავეთ ხშირად;

6. გაწმინდეთ და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები; ასევე სველი წერტილები;

7. მიიღეთ ბევრი სითხე, არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;

8. ხველის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;

9. ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს - თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესდა - გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზი (სილურჯე) და სხვა, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს. ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ დადასტურებული გაქვთ COVID-19.

21 ოქტომბერი

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ. იმ შემთხვევაში თუ მათ ტესტის პასუხი არ ექნებათ, საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

1 ნოემბრიდან რეგურალური ფრენები ეტაპობრივად აღდგება. პირველი ნოემბრიდან ავიარეისები აღდგება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით. აგვისტოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ, მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით სრულდებოდა.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მომხმარებლებს საღამოს 10 საათამდე მოემსახურება. 20 ოქტომბრიდან, მცხეთაში მდებარე რესტორნებიც ამ შეზღუდვას დაექვემდებარება.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება, მთავრობა ამ ეტაპზე მკაცრი ზომების მიღებას არ აპირებს. ბოლო ორ კვირაში, COVID-19-ით 11 455 ადამიანი დაინფიცირდა და 110 პაციენტი გარდაიცვალა. 21 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, COVID-19-ით ინფიცირებული 14 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 9 003 გამოჯანმრთელებული და 172 გარდაცვლილი.

28 სექტემბერი - საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება 12 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ოქტომბერს განახლდება. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღების გახსნა 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

19 ოქტომბრიდან, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდება.

28 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 175 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. გასულ 24 საათში COVID-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 2 054 გამოჯანმრთელებული და 31 გარდაცვლილი.

24 სექტემბერი - ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი და დამატებითი შეზღუდვები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ I-VI კლასის მოსწავლეებისთვის განახლდება. ფოთსა და გორში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდება. აჭარის სკოლებში კი სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კვლავ დისტანციური სწავლა შენარჩუნდება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვები მკაცრდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ხვალიდან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.

24 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 164 შემთხვევა აჭარაში. გასულ 24 საათში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 705 გამოჯანმრთელებული და 26 გარდაცვლილი.

22 სექტემბერი - გასული 2 კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

22 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც აქამდე დაფიქსირებულა. 218 შემთხვევიდან 137 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, თბილისში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, იმერეთში - 26, გურიაში - 2.

22 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 1 574 გამოჯანმრთელებული და 23 გარდაცვლილი.

ასევვე, დღეს გახდა ცნობილი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებსდა მოუწოდებს, საქართველოში არააუცილებელი მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. გაფრთხილების მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.

საქართველოსთან მიმართებით ზომები ლატვიამ და ლიეტუვამაც გაამკაცრა. საქართველოდან ჩასულ მგზავრებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

11 სექტემბერი - თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება. დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან განახლდება. ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს. სასწავლო პროცესი ასევე გადადებულია ბათუმსა და ქობულეთში.

11 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 354 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი.

10 სექტემბერი - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება

ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 10 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო. დღეიდან, რიგი შეზღუდვები (სოციალური ღონისძიებების, 200-ზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა და სხვა) ამოქმედდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება არ განიხილება. ასევე აჭარის ჩაკეტვა, რომელიც ეპიდემიის წითელი ზონაა, არ განიხილება.

10 სექტემბერს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე პირველადი თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტში გასულ 24 საათში COVID-19-ით დაინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 830 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 334 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი.

10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებების გამართვა იკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ზომები გამკაცრდა. კერძოდ,

• 10 სექტემბრიდან ქორწილების, ქელეხების, იუბილეების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ იკრძალება.

• თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადავადდა. აღნიშნული ობიექტები 15 სექტემბრიდან უნდა გახსნილიყო.

• 10 სექტემბრიდან სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, იკრძალება. 200 კაციანი შეზღუდვა საარჩევო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

• 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

• ასევე, მიმდინარე წელს „თბილისობა“ არ გაიმართება.

• დღეიდან, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს საკარანტინო სივრცეში უმკურნალებენ.

9 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 773 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 325 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი.

7 სექტემბერი - გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 7 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად,15 სექტემბრიდან სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე მცირდება. კარანტინში მყოფ პირს ტესტი მე-8 დღეს ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს საკარანტინო სივრცეს დატოვებს. მე-12 დღეს კი ტესტის განმეორებით ჩატარება სავალდებულოა.

15 სექტემბრიდან, საქართველოში შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმ ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) მოქალაქეებს/რეზიდენტებსაც ეხებათ, ვისთანაც საქართველოს საზღვარი გახსნილი აქვს და აქამდე უპირობოდ შემოდიოდნენ.

ბათუმსა და ქობულეთში, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ხოლო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში - 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება. ასევე, დახურულ სივრცეში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე (ქორწილი, ქელეხი და ა.შ.) კონტროლი გამკაცრდება.

7 სექტემბრის მონაცემებით, ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 20 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 315 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი.

2 სექტემბერი - დაბა მესტია და ლენჯერი გაიხსნა

დღეიდან სვანეთში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა. მესტიის მუნიციპალიტეტი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა.

2 სექტემბერს, დაბა ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა. სასტუმროში სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელსაც 400-მდე ქართველი ექიმი ესწრებოდა, ერთ-ერთ მათგანს COVID-19 დაუდასტურდა. დაიწყო ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება.

2 სექტემბერს, COVID-19-ით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის შემდეგ, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 270 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი.

21 აგვისტო - მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა

დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება. დაბა მესტიასა და ლენჯერში კი მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება.

21 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 128 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი.

19 აგვისტო - ზღვისპირეთში მიზნობრივი ტესტირებების წრე ფართოვდება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი – ზღვისპირეთში COVID-19-ზე ტესტირებების წრე ფართოვდება. მიზნობრივ ჯგუფებს კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი დაემატებათ. ობიექტების პერსონალის სავალდებულო ტესტირება ხვალიდან დაიწყება. ამასთან, ბათუმის ბულვარში კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობით ტესტირებას შესთავაზებენ.

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 361 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 098 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი.


12 აგვისტო - კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 აგვისტოდან, მოქალაქეები 14-ის ნაცვლად 12- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდიც ამდენივე დღით განისაზღვრა.


10 აგვისტო - დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა

10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის გადაადგილება შეიზღუდა.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. მესტიაში შესვლა-გამოსვლას პოლიცია გააკონტროლებს. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენება და ხელის ჰიგიენა მკაცრად გაკონტროლდება. მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება ჩატარდება.

10 აგვისტოს მონაცემით, საქართველოში COVID -19 ით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1010 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი.

10 აგვისტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, 24 ივლისს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, გაუქმდა.

27 ივლისი - საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 27 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, PCR-ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდება, რადგან ბაზრობები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონებია. ამ ეტაპზე, გაფართოებული ტესტირება ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს.

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1 137 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 922 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი.

24 ივლისი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, რომელიც თბილისიდან 20 კმ-ში მდებარეობს, საკარნტინო რეჟიმი ამოქმედდა.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გასულ 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 ინფიცირებულის წყარო უცნობია. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1104 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 912 პირი გამოჯანმრთელდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა.

22 ივლისი - გასულ 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1073 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 907 პირი გამოჯანმრთელდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა.

21 ივლისი - გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო.

20 ივლისიდან ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო და რიტუალური ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა 100 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

20 ივლისის COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 900 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი.

13 ივლისიდან დასაშვები გახდა:

  • დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება;
  • ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

13 ივლისის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9-ვე შემთხვევა იმპორტირებულია. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 995 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, 857 გამოჯანმრთელდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა.

8 ივლისი - საქართველო გერმანიას, საფრანგეთს და ბალტიის ქვეყნებს საზღვარს უპირობოდ უხსნის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 8 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველომ საზღვრები ევროკავშირის 5 ქვეყანას (გერმანიას; საფრანგეთს; ლატვიას; ლიეტუვას; ესტონეთს) გაუხსნა. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

უსაფრთხოების წესები:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
  • საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.
  • ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან.

უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს, რომელებმაც საქართველოსთან საზღვრები გახსნეს უპირობოდ ან გარკვეული სახის შეზღუდვებით, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ასევე, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან დასაშვები ხდება, წინასწარ შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. ამასთან მათ აქვთ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID 19-ზე PCR-ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის 5 ქვეყნის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ Luftansa-სთან, მიუნხენის მიმართულებით აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით.

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 963 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 841 პირი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

რა შეზღუდვები უქმდება 6 ივლისიდან?

6 ივლისიდან დასაშვები ხდება:
• ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც;
• ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება;
• ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 6 ივლისის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნება.

ივლისის თვის ფრენების განრიგი

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში რეისებს, ავიაკომპანიები Wizz air და Myway Airlines შეასრულებენ. რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა კვლავ სავალდებულოა.

6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 830 პირი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

1 ივლისიდან, ევროკავშირმა საქართველოს საჰაერო საზღვრები გაუხსნა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს გარდა კიდევ 14 ქვეყანაა. უსაფრთხო ქვეყნების სიის გადახედვა 2 კვირაში ერთხელ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ივლისის თვეში მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. საქართველოს რეგულარული ფრენების გასაკონტროლებლად ბერკეტი არ აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ მაისში, 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას აანონსებდა.

1 ივლისი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა. მუშევანის მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 25 აპრილიდან მოქმედებდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ჩაკეტილი ზონა არ არსებობს.

28 ივნისი - COVID-19-ით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა.

25 ივნისი - საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან არ გაიხსნება. საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები თვის ბოლომდე გახანგრძლივდა.

19 ივნისი - მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები (მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები) დასაშვები გახდა.

15 ივნისი - დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ის დახურული სივრცეები განისაზღვრა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. 15 ივნისიდან, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში;
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსებში.

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე;
  • იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება (მაგალითად, ვისაც აქვს სასუნთქი სისტემის პრობლემა: ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა და სხვა). აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

15 ივნისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 15 მაისს ამოქმედდა.

15 ივნისიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. მგზავრები სავალდებულო თერმოსკრინინგს გაივლიან, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდება, მატარებელში არ დაიშვება. ამასთან, მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულოა.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა.

15 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ით 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 879 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 704 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.

13 ივნისს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-14 შემთხვევაა.

12 ივნისი - სანქციები პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

12 ივნისს, პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვების შემთხვევაში იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ამ წესის დარღვევისთვის სანქცია ამ შემთხვევაშიც 20 ლარია.

აღსანიშნავია, რომ „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ დარღვევისთვის, (მათ შორისაა 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვა) ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

12 ივნისს COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 6 ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 843-მდე გაიზარდა, მათგან 697 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია. ეს კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება. დარღვევების შემთხვევაში კი კანონით დადგენილი ჯარიმები იქნება გამოყენებული.

დღეს, 11 ივნისს, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 სამედიცინო პერსონალს COVID-19 დაუდასტურდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პერსონალის ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ, 10 ივნისს გამოვლინდა. ახალი კორონოვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 831-მდე გაიზარდა.

11 ივნისის მონაცემებით, გასულ 24 საათში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 4 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 694 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი.

10 ივნისი - საქართველო კოვიდ-19-ის უსაფრთხოების რეიტინგში

Deep Knowledge Group-ის ანგარიშში „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო 200 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერია.

უსაფრთხოება და რისკები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით არის შეფასებული, მათ შორის: კარანტინის ეფექტიანობა, რისკების მართვა, მონიტორინგი და გამოვლენა, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, რეგიონული გამძლეობა და საგანგებო სიტუაციის დროს მზადყოფნა.

10 ივნისის მონაცემებით, გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 690 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი.

9 ივნისი - ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პირობები განისაზღვრა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება. სამაგისტრო გამოცდები კი 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იქნება წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვა.

  • თუ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა (ფორმა #100);
  • თუ აბიტურიენტს 370C ან 370C-ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადამოწმდეს ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით.
  • გადამოწმების შემდეგ 37.50C-ზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს გამოცდამდე ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით (არაუმეტეს 2-3 დღით ადრე), ის მოიხსნება გამოცდიდან.
  • გადამოწმების შემდეგ 37.50C-მდე შედეგის შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, აბიტურიენტის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ: თუ არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი, აბიტურიენტი განთავსდება საერთო სექტორში. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურას თან ახლავს რომელიმე სიმპტომი, მაშინ აბიტურიენტის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან.
  • იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 37.50C-ია (სიმპტომების არ ქონის შემთხვევაშიც) აბიტურიენტის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში.

საგამოცდო ცენტრებში აუცილებელია პირბადის გამოყენება; უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესების დაცვა.

5 ივნისის მონაცემებით, გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 650 გამოჯანმრთელებულია და 13 გარდაცვლილი.

4 ივნისს საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

2 ივნისს ახალი კორონავირუსით, კიდევ ერთი, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა.

ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში - იზოლაციის და კარანტინის წესების შესახებ

2 ივნისს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. 8 ივნისიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობა დაშვებული იქნება, გარდა:

) სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

) სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც აღდგება. სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა კვლავ აკრძალული რჩება.

2 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 634 გამოჯანმრთელებულია და 12 გარდაცვლილი.

ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ იმატა

ბოლო დღეების მონაცემებით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. 1 ივნისის მონაცემებით, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 31 მაისს 26 ახალი შემთხვევა, 30 მაისს კი 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 624 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

გასულ კვირას, კორონავირუსის ახალი შემთხვევები თბილისში, საბურთალოს რაიონში დაფიქსირდა და ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. ბოლო მონაცემებით, ამ კლასტერიდან COVID-19 23 ადამიანს დაუდასტურდა.

29 მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭირო რეკომენდაციები შესახებ ბრძანება დაამტკიცა.

ზოგადი რეკომენდაციები

ზოგადი რეკომენდაციების შესრულება ყველა სექტორისათვის სავალდებულოა. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • საინჟინრო კონტროლის ღონისძიებები (მაგ. - დამცავი ბარიერები და ა.შ);
  • ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები (ინსტრუქციები, ტრენინგი, სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება);
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (ნიღბები, სათვალეები, ხელთათმანები, კომბინეზონი).
  • დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია, სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია დღეში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს.

საკონტროლო ღონისძიებები უნდა მოიცავდეს:

  • მოწოდებას ინფექციაზე საეჭვო დასაქმებულების მიმართ, რომ სახლში დარჩნენ;
  • სამუშაო სივრცეში პირებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებას, დისტანციური მუშაობის შემოღების გზით;
  • ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღებას, რათა შემცირდეს დაწესებულებაში/ობიექტზე ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა;
  • დასაქმებულთათვის ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ჩატარებას ვირუსის გავრცელების რისკებისა და პრევენციული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ.

რეკომენდაციები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის

  • ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა;
  • აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;
  • ტრანსპორტში ფანჯრები მუდმივად ღია უნდა იყოს;
  • უსაფრთხო დისტანციის დაცვისა და მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისთვის მოეწყობა სავალდებულო პირობითი ნიშნები.

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის

  • წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენება;
  • სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობის კონტროლი, კერძოდ 5მ2 ფართზე ერთ მომხმარებელი და ერთ მომსახურე პერსონალია დასაშვები.
  • სავალდებულოა თითოეულ სამუშაო უბანს შორის უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 2 მ) დაცვა ან სივრცეების იზოლირება.
  • ობიექტზე შესვლის წინ, დასაქმებულებმა და ვიზოტორებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და ჩაიტარონ ხელის ჰიგიენის პროცედურა.
  • სავალდებულოა პირბადის გამოყენება, როგორც დასაქმებულისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისათვის

  • თერმოსკრინინგი;
  • მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი მოლის საერთო სივრცეში და შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
  • აუცილებელია სამუშაო სივრცის მუდმივი ვენტილაცია;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში სავალდებულოა გასახდელი ოთახების 2 საათში ერთხელ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, დღის ბოლო კი სრული დეზინფექცია;
  • მოლის სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება;
  • სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობა აკრძალულია.

ეკომენდაციები ბაზრობებისთვის

  • ერთიან შესასვლელებში უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება;
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
  • ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
  • უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება;
  • უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე.
  • ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე არ დაიშვება;

რეკომენდაციები რესტორნებისთვის

  • ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება მოხდება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით;
  • სტუმართათვის ადგილი წინასწარ უნდა განისაზღვროს (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
  • დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი აუცილებელია;
  • სალაროსთან უნდა იყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი, მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
  • მომხმარებელთა რაოდენობის კონტროლისა და უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებისთვის დეტალური რეკომენდაციები გაიცა (მაგიდების განთავსებაზე, დამცავი ბარიერების განთავსებაზე, ერთ მაგიდაზე მომხმარებლის რაოდენობაზე და ა.შ.)

სხვადასხვა სამუშაო ადგილებისთვის დეტალური რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

27 მაისის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები უქმდება.

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო მუშაობას განაახლებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამასთან, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში კონდიცირება იკრძალება, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ნიავდებოდეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

1 ივნისიდან გაიხსნება: ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც; ასევე ყველა სახის (ღია და დახურული) ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამასთან, რესტორნები სრულად ამუშავდება და ყველა სახის მომსახურების გაწევას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, რომელებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმებას გაივლიან და სპეციალური ნებართვა ექნებათ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უკანასკნელი 10 დღის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 76% უკვე გამოჯანმრთელდა. 27 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 557 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებო რეჟიმის გარეშეც შეძლებს

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი აღარ იქნება, შესაბამისად კომენდანტის საათიც უქმდება. ამასთან, 3 პირზე მეტის საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

უქმდება სახლიდან გასვლის შეზღუდვა 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა რჩება რეკომენდაცია, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში რჩება. საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც.

საგანგებო რეჟიმის გაუქმების პარალელურად, 22 მაისს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება, რაც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის და სხვა უფლებების შეზღუდვას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები დროებითია და ის ძალაში 15 ივლისამდე იქნება.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მაისიდან, ძალაში რჩება შემდეგი სახის შეზღუდვები:

  • დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე , სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.
  • ქვეყანაში სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული რჩება.
  • რესტორნები და ბარები მომხმარებელს ადგილზე ვერ მოემსახურებიან
  • სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა.
  • შეზღუდულია ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა.
  • სავაჭრო ცენტრები და მოლები დაკეტილია.
  • სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და სპორტული და კულტურული ღონისძიებები აკრძალულია.
  • აზარტული და მომგებიანი სათამაშო ბიზნესის საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებს.
  • ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.

22 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 495 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზომები გამკაცრდა. სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, სოფელ გეტაც ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამასთან, 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ დაწესებული შეზღუდვები უქმდება, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა ძალაში რჩება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.

15 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 393 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

11 მაისი - თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან, დედაქალაქში შემოსვლაზე და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ ეტაპზე, საქართველოში ჩაკეტილი სამი ქალაქი - მარნეული, რუსთავი და გარდაბანი, რჩება. 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან კი მარნეული გაიხსნება.

11 მაისიდან, ყველა სახის წარმოება გაიხსნა. ასევე გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. დღეის მდგომარეობით, დაკეტილი მოლები და სავაჭრო ცენტრები რჩება.

10 მაისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა.

11 მაისის მონაცემებით, COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და გარდაიცვალა 1 მოქალაქე. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 317 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი.

4 მაისი - ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი უქმდება

5 მაისიდან ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, დასაშვებია:

  • ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები (შესვლა/გამოსვლა) მოიხსნება.

5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მუშაობას განაახლებენ (გარდა საკარანტინო ზონებისა). მუშაობა ახალი პრინციპით განახლდება, კერძოდ, მოქალაქეებმა შესაბამისი სერვისის მისაღებად ვიზიტი წინასწარ, პორტალზე - my.gov.ge., უნდა დაჯავშნონ.

ეტაპობრივად, აგრარული ბაზრებიც იხსნება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

4 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 223 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი.

24 აპრილი - ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასაც მოიცავს. ეტაპებს შორის შუალედი დაახლოებით ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდება და შესაძლებელი იქნება:

  • მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება (საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება);
  • ტაქსების ოპერირება;
  • ონლაინ ვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპზე დასაშვები იქნება:

  • მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტო-სამრეცხაოების და ავტო-სერვისების საქმიანობა;
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპზე გაიხსნება:

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე ფუნქციონირებას გააგრძელებს:

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება:

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
  • ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით).

მეექვსე, ბოლო ეტაპზე აღდგება:

  • ასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • და ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ამ ეტაპზე, უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

24 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი.

21 აპრილი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

21 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პარლამენტი ხვალ, 22 აპრილს იმსჯელებს.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.

მთავრობის ინფორმაციით, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა.

21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 97 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი.

16 აპრილი - მთავრობა ზომებს ამკაცრებს

16 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ახალი კორონავირუსის 348 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.

17 აპრილიდან, დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

17 აპრილიდან, სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება.

STOP COVID აპლიკაცია შეიქმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, COVID-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ინოვაციური მობილური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა. აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში თუ იმყოფებოდა.

აპლიკაციის მსგავსი მოდელი, არა ერთმა ქვეყანამ გამოიყენა, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან.

iOS -ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ ბმულიდან.

მთავრობის და ეკლესიის შეთანხმება - სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება

ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. ამასთან, ყველა საეკლესიო ღონისძიება (წირვა-ლოცვა; ზიარება) ჩატარდება.

15 აპრილს, საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათამდე დარჩება. დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი, მრევლი ეზოში განაწილდება. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა. აღნიშნულ შეთანხმებას ორივე მხარემ კომპრომისული უწოდა.

საქართველოს მთავრობა, ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

15 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ეკლესიაში და დარჩნენ სახლში.

16 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა: „არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. გვაპატიებს ღმერთი, რადგან მეტი ქართველი გადარჩება“.

COVID-19-ის ასიმპტომური გავრცელება

სწრაფი ტესტირების შედეგად, ქობულეთის კლასტერიდან 4 ადამიანს, სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამ ეტაპზე, მათ ვირუსი აქტიურ ფაზაში არ უფიქსირდებათ. აქედან გამომდინარე, მათ შესაძლოა, დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანეს.

სწრაფი ტესტით სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხდება. იმუნოგლობინი M დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს. იმუნოგლობინი G კი გადატანილ ინფექციას აჩვენებს. აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე Factcheck-თან საუბარში განმარტავს, რომ სწრაფი ტესტით 3 პაციენტს აღმოაჩნდა იმუნოგლობინი G, ერთ შემთხვევაში კი M და G იმუნოგლობინები. მათ ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული და დაავადება მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ გადაიტანოს. თუმცა ვირუსის გავრცელება ასიმპტომური ინფიცირებულებისგანაც ხდება.

14 აპრილი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი აქამდე ყოფილა. ჯამში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 296 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან, 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 3 საქართველოს მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ Facebook-ზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა. „პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საგანგაშოა. შემთხვევები უკვე ყველა სოციალურ ფენაშია... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე. თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, შესვლა-გამოსვლა იკრძალება. ამასთან, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, რომ მან პარლამენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით მიმართოს.

საერთაშორისო დახმარება - წინასწარი შეთანხმებით საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან წლის ბოლომდე 447 მლნ დოლარს მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო, ასევე წლის ბოლომდე, საერთაშორისო დონორების მხრიდან 1.5 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებას ელოდება.

მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას შეზღუდვებს არ დაუწესებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ.

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის და ვირუსის გავრცელების მომეტებული რისკის მიუხედავად, ეკლესიები ღვთისმსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკლესიები არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს. ამავდროულად, პრემიერმა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აღდგომის დღესასწაულზე თავი აარიდონ შეკრებებს, მათ შორის ეკლესიებში, და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, წირვა-ლოცვაზე ნაკლებად აქტიურნი იყვნენ.

საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში და ხალხმრავლობა ტაძრებში

13 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან, 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან გადმოყვანილია 3 საქართველოს მოქალაქე, რომელთაც COVID-19 უცხოეთში დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ვირუსი გავრცელების პიკს სპეციალისტები აპრილის ბოლოსთვის ელოდებიან. ქვეყანა საგანგებო რეჟიმის მდგომარეობაშია, ზომები ყოველდღიურად მკაცრდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, ტაძრებში კვლავ ხალხმრავლობაა. 12 აპრილს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ბზობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტრადიციულად ჩატარდა, ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ იზღუდება. ეკლესიებში ხალხმრავალი ღონისძიებების შეზღუდვისთვის საჭიროა, ცალკე ნორმატიული აქტის მიღება, რაც ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

12 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში სრული საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა.

10 აპრილს ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლენტეხში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

9 აპრილი - საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს

9 აპრილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართეს. „ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“, - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ევროკავშირი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა „StopCoV-ფონდში“ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. შედეგად, ფონდში გაღებულმა ჯამურმა თანხამ 124 543 899 ლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, „StopCoV-ფონდში“ აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

აგრესიული ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში

ცნობილია მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება. ესენია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ მედპერსონალის ტესტირება უკვე დაიწყო. ალგორითმის მიხედვით, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში ყველა მედპერსონალს COVID-19-ზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.

გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება უტარდებათ:

  • თვითიზოლაციაში ან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირებს, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები გამოუვლინდათ;
  • სიმპტომურ პაციენტებს, მაღალი რისკის ზონებიდან;
  • პირებს სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან;
  • ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ვისაც COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

სახლში მკურნალობის პროტოკოლი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა. თუ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმა ექნებათ, საკარანტინო ზონებში ან სახლში უმკურნალებენ.

აგრარული ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. 7 აპრილს თბილისში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა. მანამდე, რეგიონებში აგრარული ბაზრების უმეტესობა დაიხურა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგრარული ბაზრები მუშაობის განახლებას შეძლებენ, თუ სპეციალური სტანდარტები იქნება დაცული, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.

9 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. მათგან, 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე პაციენტი ასაკოვანი, მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე იყო.

4 აპრილი - COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა

4 აპრილს, დილით, საქართველოში, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 31 მარტს შევიდა. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა (მათ შორის გულსისხლძარღვთა მწვავე დაავადებები). გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც COVID-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯანდაცვის მინისტრის, 25 მარტის ბრძანების თანახმად: კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი სპეციალურ გვამის ჩანთაში თავსდება, გვამის და ჩანთის ზედაპირის დეზინფიცირება ხდება. სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება სასახლით ხორციელდება, რომელშიც გარდაცვლილი გვამის ჩანთით თავსდება და მისი გახსნა აკრძალულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილი 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ასევე, ტრადიციული მისამძიმრება, პანაშვიდი და სარიტუალო სუფრა არ უნდა გაიმართოს.

4 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 28 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი.

1 აპრილი - 2 მლრდ ეკონომიკის დასახმარებლად და ტესტირების ახალი ალგორითმი

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, [1] ბიუჯეტიდან ეკონომიკის და მოქალაქეების პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან 351 მლნ ლარი, COVID-19-თან ბრძოლისთვის არის გამოყოფილი.
  • მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.
  • COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა. ახალ კორონავირუსზე ტესტირებას სიმპტომური პაციენტების გარდა, პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები (დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები; სამედიცინო პერსონალი; ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მომუშავე პირები) ასევე დაექვემდებარებიან.

ახალი ალგორითმის მიხედვით, უახლოეს მომავალში COVID-19-ის გამოვლენისთვის, პჯრ მეთოდით ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარდა, ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებაც დაიწყება.

1 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 23 გამოჯანმრთელდა.

31 მარტი - ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი

დილის 08:00 საათიდან 21 აპრილამდე, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

  • 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. დროის ამ მონაკვეთში, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იკრძალება.
  • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსით) მგზავრობა, ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.
  • 3-ზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა.
  • 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.
  • თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
  • ქალაქში გადაადგილებისას ნებისმიერ მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 21 პაციენტი, გამოჯანმრთელდა.

30 მარტს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენიტენციური დაწესებულების 780 თანამშრომელი, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპატიმროში იცხოვრებს, რათა ციხეში ვირუსის გარედან შეტანა არ მოხდეს.

28 მარტი - შიდა გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების საფრთხეა.

29 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზომები მკაცრდება:

  • რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა;
  • მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან ბლოკ-პოსტები შეიქმნება;
  • ავტომობილში მგზავრების რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე მეტი; ყველა მგზავრს უნდა ეკეთოს პირბადე;

28 მარტის მონაცემებით, ზუგდიდში, COVID-19-ის ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო. ზომების გამკაცრება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რეგიონი საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოსაა. აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 16 პაციენტი, გამოჯანმრთელდა

27 მარტი - COVID-19-ის სწრაფი ტესტების შეძენაზე ხელშეკრულება გაუქმდა

ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება COVID-19-ის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე, ტესტების საეჭვო ხარისხის გამო, გაუქმდა.

საქართველოში ვირუსის დიაგნოსტირება სპეციალურ ლაბორატორიებში პჯრ მეთოდით ხდება. საქართველოს ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები არ გააჩნია, რომელიც ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი ტესტების შეძენაზე მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათგან, 14 პაციენტი, გამოჯანმრთელდა.

22-23 მარტი - მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

23 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეიზღუდა.მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აიკრძალა:

  • მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა;
  • ·საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  • ტერიტორიის შიგნით მოქალაქეების გადაადგილება (ადგილობრივებს შეეძლებათ მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად გასვლა);
  • იხურება ყველა ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა.

22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა დადასტურდა. მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯეჯერობით ეპიდემიოლოგებმა ვერ მოახერხეს ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა, რამაც რადიკალური ზომების მიღება განაპირობა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმისა, 22 მარტს, ეკლესიებში საკვირაო წირვა გაიმართა და მრევლი საერთო კოვზიდან ეზიარა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

21 მარტი - საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ეტაპზე, საგანგებო რეჟიმით:

  • იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა (პრემიერის განმარტებით, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება);
  • იზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
  • შეიძლება სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართოს;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 000-ით დაჯარიმდება. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის - სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

ამასთან, საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება შეზღუდოს კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა უფლებებიც, მათ შორის:

  • აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო ან სამედიცინო მიზნებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გამოყენება;
  • მთავრობას უფლება აქვს, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

  • საკომენდატო საათის შემოღებას;
  • მედიის მუშაობის შეზღუდვას;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, პრეზიდენტის დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს შეკრების შეზღუდვა ეხება ნებისმიერი სახის შეკრებას, მათ შორის ეკლესიასაც. მისივე განმარტებით, თავად დეკრეტი კონკრეტულად არ განსაზღვრავს, რა შემთხვევებში ადგენს ის გამონაკლისს და მიუთითებს, რომ ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო დადასტურებული.

20 მარტი - სინოდის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესია ღვთისმსახურების შეჩერებასა და საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

19 მარტი - სავაჭრო ობიექტები დაიხურა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკორდინაციო საბჭომ, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელის და ბანკების გარდა, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევა იყო დადასტურებული.

18 მარტი - საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა

18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები დროებით ჩაიკეტა.

18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 შემთხვევა იყო დადასტურებული.

16 მარტი - ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები

სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით დაიხურა.

გაიცა რეკომენდაცია, რომ კაფეებმა, ბარებმა და რესტორნებმა მომსახურება შეზღუდონ და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისი დატოვონ.

მთავრობამ, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდა.

საქართველოს და რუსეთს შორის მიმოსვლა შეჩერდა.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა იყო დადასტურებული.

15 მარტი - პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაცინეტი გამოჯანმრთელდა.

14 მარტი - ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა

საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა (კონტაქტის შემდგომი კონტაქტი) დაფიქსირდა.

14 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 30 შემთხვევა იყო დადასტურებული. აქედან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, დანარჩენი შემთხვევები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება.

12 მარტი - მთავრობა ზომებს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების პანდემიად გამოცხადების შემდეგ, 12 მარტიდან საქართველოს მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიანი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია გაიცა.

12 მარტიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან შემოსული მგზავრებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

12 მარტიდან თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაჰყავთ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა, 13 აპრილამდე გადავადდა.

12 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 იყო.

6 მარტი - სავალდებულო კარანტინი

იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები შეჩერდა.

6 მარტიდან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის საზღვრაზე შემოწმების შემდეგ, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა იყო დადასტურებული. აქედან 7 იტალიაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.

1 მარტი - ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმება

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

1 მარტის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

იმ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

26 თებერვალი - COVID-19-ის პირველი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. ამავე დღეს, საქართველო-ირანს შორის ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა.

პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე განხორციელებული აქტივობები

23 თებერვალი - საქართველომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.

4 თებერვალი - საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ის დიაგნოსტირება დაიწყო.

29 იანვარი - ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა.

28 იანვარი - საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ფოტო: stopcov.ge

1.https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1641309259340305?__tn__=K-R


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია