• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე 31 ათასი ლარის ღირებულების მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე 31 ათასი ლარის ღირებულების მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ 20 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული სკამების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

27/03/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 24 მარტიდან სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე დამონტაჟდება. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა. ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს. მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.

2019 წლის 5 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და შპს „ჯი-თი გრუპ“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შემდეგი საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა იყო: ერთი ერთეული ნაგავშემკრები მანქანა ამწე მანიპულატორით მიწისქვეშა კონტეინერებისთვის, 90 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი ბეტონის ბუნკერით, ავსების შეტყობინების სენსორით, უსაფრთხოების პლატფორმით და მიწისქვეშა პლასტმასის კონტეინერით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 3 322 000 ლარია, მათ შორის ერთი ერთეული ნაგავშემკრები ავტომანქანის ღირებულება 469 000 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ერთეული მიწისქვეშა კონტეინერების ღირებულება 31 700 ლარია. თბილისის მერიამ სწორედ აღნიშნული კონტეინერების მონტაჟი დაიწყო.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს  შპს „თბილსერვის ჯგუფმა“  ტენდერი გამოაცხადა (NAT200005631), რომლის სავარაუდო ღირებულება 1 585 000 ლარია. ტენდერი 50 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვას ითვალისწინებს. შესაბამისად, ერთი მიწისქვეშა კონტეინერის სავარაუდო ღირებულება, ამ შემთხვევაშიც, 31 700 ლარია. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 10 აპრილია.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თემის კომენტირებისას განაცხადა: „თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილია ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლა, რისთვისაც ეტაპობრივად იქნება შეძენილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. მიმდინარე ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირი შეირჩა, ასევე მსგავსი კონტეინერები დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე. აღნიშნული მიწისქვეშა ნაგავშემკრებები არის წყალმედეგი, ბეტონის ბუნკერითა და სენსორით, რაც უზრუნველყოფს მისი ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი იქნება მსგავსი ურნები სხვადასხვა ლოკაციაზე განსათავსებლად“.

თბილისის მერიამ 20 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული სკამების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ჯამური ღირებულება 1 311 870 ლარია. ტენდერის ფარგლებში 7 სხვადასხვა ვიზუალის მქონე 155 სკამის შესყიდვა არის დაგეგმილი. შესაბამისად, ერთი სკამის ღირებულება 8 463 ლარია.

დავით ნარმანიას მერობის დროს, თბილისის მერიის მიერ  საპარკე სკამების შესყიდვაზე 5 ტენდერი იყო გამოცხადებული (NAT170006783; NAT170003284; NAT170003279; NAT170003277; NAT170003274). შესაბამისი ტენდერები ლარიქსის (ლისტვინიცას) ხის მასალისგან დამზადებული თუჯის დეკორაციული საყრდენის მქონე საპარკე სკამების, წიწვოვანი ხისგან დამზადებული საპარკე სკამების, „თბილისი“ წარწერის მქონე საპარკე სკამების, „T“-ს ფორმის საპარკე სკამების და ტუფის ქვის საპარკე სკამების შესყიდვას ითვალისწინებდა. თითოეულ შემთხვევაში, ერთი ერთეული სკამის ღირებულება 450, 330, 430, 580 და 430 ლარი იყო. აქედან გამომდინარე, ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე მოსაწყობი ურბანული სკამების სავარაუდო ფასი, დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისი სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული საპარკე სკამების ფასებს, თითქმის 20-ჯერ აღემატება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისის კეთილმოწყობას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, 31 700 ლარიანი მიწისქვეშა კონტეინერები და 8 463 ლარად ღირებული სკამები,  გადაჭარბებულად მიგვაჩნია.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა