• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოს COVID-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

საქართველოს COVID-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს 1 მლნ ადამიანზე ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება

28/04/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

27 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3,055,498 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 211,035 ადამიანი გარდაიცვალა და 919,174 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.  1 მლნ ადამიანზე COVID-19-ით ინფიცირების 392, ხოლო გარდაცვალების 27 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები ყოველდღიურად იზრდება.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 497 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 156 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილია. 1 მლნ ადამიანზე COVID-19-ით ინფიცირების 134 შემთხვევაა დადასტურებული. მილიონ ადამიანზე გარდაცვალების მაჩვენებელი 1.6-ს შეადგენს.

მსოფლიო მასშტაბით, 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ით ინფიცირებულთა  და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ევროპის ქვეყნებთან შედარებით კი საქართველოს 1 მლნ ადამიანზე ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აფრიკის ქვეყნებშია. თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა, რეალობას არ ასახავდეს.  აფრიკულ ქვეყნებში დიაგნოსტირებულთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია და ინფიცირებულთა დიდი წილი, სავარაუდოდ, არ არის გამოვლენილი. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ აფრიკის კლიმატი შესაძლოა, ვირუსის გავრცელებას აფერხებდეს, თუმცა აღნიშნული მეცნიერულად ჯერ დადასტურებული არ არის.

ცხრილი 1: COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე, მაღალი გავრცელების და დაბალი გავრცელების ქვეყნებში

მაღალი გავრცელების ქვეყნები

შემთხვევები

1 მლნ ადამიანზე

გარდაცვალება 1 მლნ ადამიანზე

დაბალი გავრცელების ქვეყნები

შემთხვევები

1 მლნ ადამიანზე

გარდაცვალება

1 მლნ ადამიანზე

ესპანეთი

4,907

503

ტანზანია

5

0.2

ბელგია

4,028

622

ნიგერია

6

0.2

ირლანდია

3,979

223

სუდანი

6

0.5

შვეიცარია

3,370

192

კენია

7

0.3

იტალია

3,298

446

ინდოეთი

21

0.7

აშშ

3,036

171

ბანგლადეში

36

0.9

საფრანგეთი

2,541

357

ტაილანდი

42

0.7

დიდი ბრიტანეთი

2,315

311

სენეგალი

44

0.5

ნიდერლანდები

2,232

264

ავღანეთი

44

1

შვედეთი

1,874

225

უზბეკეთი

57

0.2

 წყარო: Worldometers, 27 აპრილის მონაცემები

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაავადების გავრცელების პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამასთან, საქართველო 1 მლნ ადამიანზე დიაგნოსტირებულთა რაოდენობით, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი ტესტირების პირობებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა