იტვირთება

რეზიუმე: პუი-ს მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა. შესაბამისად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული კლება (50%-ით) ფაქტობრივ მაჩვენებელს აღემატება და მსმენელს არსებულ მდგომარეობაზე შედარებით უფრო დრამატულ შთაბეჭდილებას უქმნის, თუმცა ახლო წარსულში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

აქვე, აღსანიშნავია რომ საქსტატის განმარტებით, 2018 წელს პუი-ს შემცირების გამომწვევ ძირითად კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი BP-ს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება იყო, რომელიც გასული პერიოდების განმავლობაში მიმდინარეობდა და წინა წლების ინვესტიციების ოდენობაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამავდროულად, რამდენიმე მსხვილი საწარმო საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადავიდა, რის გამოც, მსგავსი საწარმოების ინვესტიციები, უცხოურ ინვესტიციად აღარ დაფიქსირდა, რაც ბუნებით ტექნიკურ ცვლილებას წარმოადგენს. თუმცა აღნიშნული კლების მხოლოდ ტექნიკურ მიზეზს წარმოადგენს და ინვესტიციების შემცირების უარყოფით ტენდენციას მისაღებად ვერ აქცევს. ცალკეული საინვესტიციო პროექტები წინა პერიოდებშიც სრულდებოდა და მსხვილი საწარმოების მესაკუთრეებიც იცვლებოდა, თუმცა აღნიშნულით გამოწვეული კლება, სხვა შემომავალი ნაკადებით ბალანსდებოდა.

ანალიზი

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა და „სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა ალექსანდრე ელისაშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა (32 წუთზე): „50%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013-2019 წლებში

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019*

პუი (მლნ აშშ დოლარი)

1039.2

1837.0

1729.1

1650.3

1962.6

1265.2

1267.7

მშპ-ს %

6.0

10.4

11.6

10.9

12.1

7.2

7.1

ცვლილება წინა წელთან %

-0.1

76.8

-5.9

-4.6

18.9

-35.5

0.2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პუი-ს მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება წინა წელთან შედარებით 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა. ასევე, კლება დაფიქსირდა 2013 წელს (-0.1%), 2015 წელს (-5.9%) და 2016 წელს (-4.6%). 2019 წლის შემთხვევაში მატება უმნიშვნელო იყო და მხოლოდ 2.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018-2019 წლებში, იკლებდა ასევე პუი-ს ფარდობა მშპ-თან, კერძოდ, 40%-ით 2018 წელს და 0.6%-ით 2019 წელს. შესაბამისად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული კლება (50%-ით) ფაქტობრივ მაჩვენებელს აღემატება, და მსმენელს არსებულ მდგომარეობაზე შედარებით უფრო დრამატულ შთაბეჭდილებას უქმნის, თუმცა ბოლო წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქსტატის განმარტებით, 2018 წელს პუი-ს შემცირების გამომწვევ ძირითად კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი იყო BP-ს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რომელიც გასული პერიოდების განმავლობაში მიმდინარეობდა და წინა წლების ინვესტიციების ოდენობაზე დადებით გავლენას ახდენდა. ამავდროულად, რამდენიმე საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, რის გამოც, მსგავსი საწარმოების ინვესტიციები უცხოურ ინვესტიციად აღარ დაფიქსირდა. თუმცა აღნიშნული კლების მხოლოდ ტექნიკურ მიზეზს წარმოადგენს და ინვესტიციების შემცირების უარყოფით ტენდენციას მისაღებად ვერ აქცევს. ცალკეული საინვესტიციო პროექტები წინა პერიოდებშიც სრულდებოდა და მსხვილი საწარმოების მესაკუთრეებიც იცვლებოდა, თუმცა აღნიშნულით გამოწვეული კლება სხვა შემომავალი ნაკადებით ბალანსდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3191 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი