• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფულადი გზავნილები პანდემიის პირობებში - გზავნილების მოცულობა იტალიიდან გაზრდილი, რუსეთის ფედერაციიდან კი მნიშვნელოვნად შემცირებულია

ფულადი გზავნილები პანდემიის პირობებში - გზავნილების მოცულობა იტალიიდან გაზრდილი, რუსეთის ფედერაციიდან კი მნიშვნელოვნად შემცირებულია

2019 წლის 5 თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული სახსრების ჯამურმა მოცულობამ 662 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

30/06/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

COVID 19 პანდემიით გამოწვეული აქტივობის შენელებითა და პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში მთავრობების მიერ გატარებული შემზღუდავი პოლიტიკის პირობებში ინფექციის გავრცელების პარალელურად მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც საქართველოს ეკონომიკაა. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ლოკალურ ეკონომიკაზე გადაცემა მრავალი არხით ხდება, მათ შორის კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი უცხო ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებია. მოცემული ფულადი ნაკადები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობასთან პირდაპირ კავშირშია, ისევე როგორც მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობასთან. მოცემული სტატიის ფარგლებში განხილულ იქნება, მოცემული ნაკადები პანდემიის პირობებში როგორ შეიცვალა.

2019 წლის 5 თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული სახსრების ჯამურმა მოცულობამ 662 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცხრილი 1.[1] ფულადი გზავნილებიქვეყნების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მაისი (5 თვე)

 

გადმორიცხული სახსრების მოცულობა (მლნ დოლარი)

ქვეყნის წილი მთლიან გადმორიცხვებში (%)

სულ

662

100.0%

რუსეთის ფედერაცია

164

24.7%

იტალია

93

14.0%

საბერძნეთი

76

11.5%

აშშ

70

10.6%

ისრაელი

65

9.9%

თურქეთი

38

5.8%

სხვა

155

23.5%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს გასული წლის 5 თვის მონაცემებით მთლიანი გადმორიცხვების 24.7% - 14 მლნ დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. მეორე მსხვილი გადმომრიცხავი იტალიაა, საიდანაც 2019 წლის 5 თვეში 93 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 14%-ია. სხვა კატეგორიაში ის ქვეყნებია გაერთიანებული, საიდანაც გადმორიცხული თანხების წილი მთლიან გადმორიცხვებში 5%-ზე ნაკლებია. ჯამში მსგავსი ქვეყნებიდან 155 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

ცხრილი 2 კი, ამავე ქვეყნებიდან უკვე პანდემიის პირობებში 2020 წლის 5 თვის მანძილზე გადმორიცხული სახსრების მოცულობას ასახავს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგები წლის საწყის პერიოდში ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც შემდეგომ პერიოდში. თუმცა განსხვავებულმა ქვეყნებმა პიკური ზიანი განსხვავებულ პერიოდებში მიიღეს. შედეგად, 2020 წლის მთლიანი პერიოდის ანალიზი დასაშვებია, პანდემიის გავლენის დასანახად უკეთეს სურათს იძლეოდეს, ვიდრე ცალკეული დროითი მონაკვეთის შერჩევა, რომელმაც შესაძლებელია ყველა ქვეყნის პიკური პერიოდი ვერ მოიცვას.

ცხრილი 2. ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით 2020 წლის იანვარ-მაისი (5 თვე)

გადმორიცხული სახსრების მოცულობა (მლნ დოლარი)

ქვეყნის წილი მთლიან გადმორიცხვებში (%)

სულ

600

100.0%

რუსეთის ფედერაცია

101

16.8%

იტალია

113

18.9%

საბერძნეთი

77

12.8%

აშშ

68

11.3%

ისრაელი

58

9.6%

თურქეთი

35

5.9%

სხვა

148

24.7%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2020 წლის 5 თვეში მხოლოდ 600 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 9.5%-ით ნაკლებია. უმსხვილესი გადმომრიცხავი ქვეყანა კი იტალია გახდა. იტალიიდან 113 მლნ დოლარი, მთლიანი ჩარიცხვების 18.9% გადმოირიცხა. 101 მლნ დოლარითა და მთლიან გადმორიცხვებში 16.8%-იანი წილით მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციამ გადაინაცვლა. უშუალოდ ქვეყნების დონეზე გადმორიცხვების ცვლილების დინამიკას სრულყოფილად ცხრილი 3 ასახავს.

ცხრილი 3. ფულადი გადმორიცხვების მოცულობისა და სტრუქტურის ცვლილება პანდემიის შედეგად

გადმორიცხული სახსრების მოცულობა (მლნ დოლარი)

გადმორიცხული სახსრების მოცულობა (მლნ დოლარი)

2019, 5 თვ

2020, 5თვ

ცვლილება

(მლნ $)

ცვლილება

(%)

2019, 5 თვ

2020, 5თვ

ცვლილება

(% პუნქტი)

სულ

662

600

-63

-9.5%

100.0%

100.0%

0.0%

რუსეთი

164

101

-63

-38.3%

24.7%

16.8%

-7.9%

იტალია

93

113

20

22.1%

14.0%

18.9%

4.9%

საბერძნეთი

76

77

0

0.0%

11.5%

12.8%

1.2%

აშშ

70

68

-2

-3.5%

10.6%

11.3%

0.7%

ისრაელი

65

58

-8

-11.9%

9.9%

9.6%

-0.3%

თურქეთი

38

35

-3

-7.7%

5.8%

5.9%

0.1%

სხვა

155

148

-7

-4.6%

23.5%

24.7%

1.3%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები.

როგორც მონაცემთა დინამიკა აჩვენებს, პანდემიის პირობებში 2020 წლის 5 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციიდან შემცირდა. რუსეთიდან გადმორიცხული სახსრები 164-დან 101 მლნ-მდე, 63 მლნ დოლარით შემცირდა, რაც 38.3%-იან კლებას წარმოადგენს. ამავდროულად, რუსეთიდან გადმორიცხვების წილი მთლიან გადმორიცხვებში 24.7-დან 16.8%-მდე 7.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, შედეგად გადმორიცხვების მოცულობით რუსეთის ფედერაცია 2019 წლისაგან განსხვავებით, 2020 წელს უმსხვილესი გადმომრიცხავი აღარაა. შემცირების სიდიდით ტოპ გადმომრიცხავი ქვეყნებიდან მეორეა ისრაელი, საიდანაც გადმორიცხვები 11.9%-ით, 65-დან 58 მლნ დოლარამდეა შემცირებული. თურქეთიდან გადმორიცხვები 7.7%-ითაა შემცირებული.

მიმდინარე წლის 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიიდან გადმორიცხვები 20 მლნ-ით, 93 მლნ-დან 113 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც 22.1%-იან ზრდას შეადგენს. მთლიან გადმორიცხვებშიც იტალიის წილი 4.9 პროცენტული პუნქტით, 14-დან 18.9%-მდე გაიზარდა და 2020 წლის 5 თვის მონაცემებით იტალია უმსხვილესი გადმომრიცხავია. აღნიშნული სურათი ერთგვარად მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაზარალდა.


[1] ცხრილებში შესამჩნევი უმნიშვნელო განსხვავებები ჯამურ მაჩვენებლებში მონაცემთა დამრგვალებით არის გამოწვეული.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა