• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ხელფასის ცვლილება პანდემიის პირობებში

ხელფასის ცვლილება პანდემიის პირობებში

მოსალოდნელია, რომ სურათი მნიშვნელოვნად გაუარესებული 2020 წლის II კვარტლის მდგომარეობით იქნება

28/07/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

COVID-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. აღნიშნულს წინ  ჩინეთთან (29.01) და ირანთან (23.02) ავიამიმოსვლის შეზღუდვა უსწრებდა. ვირუსის გავრცელების არეალის გაფართოების პარალელურად შეზღუდვები გამკაცრდა, 21 მარტს კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვებს დაქვემდებარებული ეკონომიკური სექტორების ოდენობა სწრაფად გაფართოვდა და დროთა განმავლობაში, თითქმის ყველა ეკონომიკური აქტივობა აიკრძალა, გარდა შესაბამისი დადგენილებით დაშვებული გამონაკლისებისა (სამედიცინო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები, კომერციული ბანკები და სხვ.). ამ ეტაპისთვის შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილი ან შემსუბუქებულია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, უშუალოდ საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე, პანდემიის ბუნებრივ შედეგებსა და მასზე რეაგირების შემზღუდველ სახელმწიფო პოლიტიკას, არსებითი უარყოფითი გავლენა I კვარტალშივე ჰქონოდა. თუმცა პირველი შეზღუდვები და არსებული უარყოფითი მოლოდინები შესაძლებელია, ბიზნესსექტორის ქმედებებში შესაბამისად ასახულიყო. აღნიშნული გავლენების შესაფასებლად, საინტერესოა, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილებისა და ხელფასის ცვლილების ტენდენციის გაცნობა. მოცემულ ეტაპზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მხოლოდ 2020 წლის I კვარტლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს. ამ მხრივ მეტად საინტერესო ინფორმაციის მატარებელ II კვარტლის მონაცემებს საქსტატი 3 სექტემბრამდე არ გამოაქვეყნებს.

გრაფიკი 1. ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ცვლილება (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1 424 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (1 294 ლარს), 10%-ით  აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ დროით ჭრილში მონაცემების ანალიზისას მნიშვნელოვანია, ფასების დონის ცვლილების ფაქტორის გათვალისწინება. აღნიშნული მიზნით სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების შესაბამისად კორექტირებული მაჩვენებლები ანუ რეალური მაჩვენებლები გამოიყენება.

ნომინალური ხელფასი გვიჩვენებს, თითოეული მოქალაქე ფულად ფორმაში რა ანაზღაურებას იღებს. თუ ნომინალური ხელფასი იზრდება, მოქალაქე უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს,  თუმცა ეს ინფორმაცია არაფერს გვეუბნება იმაზე, მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა, რადგან ფასების დონის ცვლილების ეფექტს არ ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას,  უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი ხელფასის პირობებში, მოქალაქე უფრო მეტი პროდუქციის შეძენას შეძლებს თუ არა და არა უშუალოდ ხელფასის გაზრდის ფაქტი. დაქირავებით დასაქმებულის რეალური შემოსავლის ცვლილების ტენდენცია ინფლაციაზე კორექტირებული შემოსავლების შედარებით ხორციელდება. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2019 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა, თუმცა ზრდამ ფასების დონის ზრდის ეფექტი ვერ დააბალანსა (საკმარისი არ აღმოჩნდა) და დასაქმებულთა რეალური ხელფასი 1 272 ლარიდან 1 248 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად გაუარესდა. რაც შეეხება 2020 წლის პირველ კვარტალს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასის ნომინალურმა ზრდამ 10%, ფასების დონის ზრდამ კი 6.1% შეადგინა. შესაბამისად, დასაქმებულთა საშუალო რეალური ხელფასიც 1 248 ლარიდან 1 294 ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 640 495 ერთეული შეადგინა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21 133 ერთეულით გადააჭარბა, რაც 3.4%-იან ზრდას უტოლდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ 2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებასა და სამუშაო ადგილების ოდენობას შემცირების ტენდენცია არ ჰქონია, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ I კვარტლის მდგომარეობით, პანდემიის უარყოფითი გავლენა  რეალურ ცვლილებებში ჯერ არ ასახულა. მოსალოდნელია, რომ სურათი მნიშვნელოვნად გაუარესებული 2020 წლის II კვარტლის მდგომარეობით იქნება, რაც სავარაუდოა, როგორც სამუშაო ადგილების, ასევე დასაქმებულთა ანაზღაურების შემცირებაში აისახოს.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა