• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 26 625 600 ლარით შემცირდა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 26 625 600 ლარით შემცირდა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

25/08/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით, რიგი ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა. ამ ფაქტორმა ეკონომიკური პროცესები შეანელა, რის გამოც გადასახადებითა და მოსაკრებლებით მისაღები შემოსავლები შემცირდა. შედეგი ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებზეც აისახა. დაბალი ეკონომიკური აქტივობა  სამომავლოდ მისაღები შემოსავლების კლებასაც განაპირობებს. 

ცხრილი 1. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები, ცვლილებების გათვალისწინებით

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ცხრილიდან ჩანს, რომ საშემოსავლო და შესაბამისად, ხარჯვით ნაწილში  შემცირება 26 625 600 ლარის ოდენობით არის დაგეგმილი. შემოსულობების ნაწილში, შემცირების ძირითადი საფუძველი გადასახადების (ქონების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი) 11 586 200 ლარით კლებაა, ასევე, სხვა შემოსავლების კომპონენტის 24 359 100 ლარის ოდენობით შემცირება. რაც შეეხება გრანტებს, ამ პარამეტრის საპროგნოზო მაჩვენებელი 12 319 730 ლარით არის გაზრდილი.

გადასახდელების ნაწილში ყველაზე დიდი შემცირება სასესხო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის კომპონენტს შეეხო. კერძოდ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (kfW) მიღებული სესხის მომსახურება - 24 261 300 ლარით, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურება 385 000 ლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი 60 000 ლარით მცირდება, ხოლო მერიის - 230 500 ლარით. აქედან 25 000-ლარიანი კლება მერიაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 150 500 ლარით აღმასრულებელი ხელისუფლება „საქონლისა და მომსახურებისთვის“ დაგეგმილ ხარჯს ამცირებს. 

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება  4 მლნ ლარით იზრდება. გარკვეული ქვეპროგრამებისთვის ხარჯების შემცირების შედეგად, ბიუჯეტში რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩნდა. მთლიანობაში, ამ მიმართულებით თვითმმართველობა 83 მლნ 239 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. 

სამაგიეროდ, შემცირება განათლებისთვის დაგეგმილ ხარჯებს შეეხო, კერძოდ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამებს. თუმცა ამ შემცირებაში დასაქმებულთა, მათ შორის, ადმინისტრაციაში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ მოხვდა.  

ასევე გაცილებით ნაკლები თანხის დახარჯვა იგეგმება ისეთ პროგრამაზე, როგორიცაა კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი. ყველაზე მეტად, 1 მლნ 300 ათასი ლარით, მცირდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა და 1 მლნ 163 ათასი ლარით - კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალებისთვის დაგეგმილი ხარჯები. ეს შემცირება  პანდემიის გამო შემოღებულ აკრძალვებსა და რეგულაციებთან არის დაკავშირებული.   კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამებისთვის დაგეგმილი ხარჯებიც ნაკლებია.  

თუმცა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების შემცირებამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული ქვეპროგრამებისთვის განსაზღვრული ხარჯი 329 300 ლარით შემცირდა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების - 1 107 400 ლარით. 

1 მლნ ლარზე მეტი  ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარების პროგრამას მოაკლდა, კერძოდ კი - ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის ქვეპროგრამას. შეგახსენებთ, რომ ბათუმის მოსახლეობის ნაწილის, მესამე სექტორისა და მედიის კრიტიკის ობიექტად ბათუმის ქაოსური განაშენიანება არაერთხელ იქცა და ამის მიზეზად სწორედ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობა სახელდება. ამ დროს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის დაფინანსება  606 300 ლარით გაიზარდა. აქედან 490 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრულ ხარჯს დაემატება. უნდა აღინიშნოს, რომ მომუშავეთა რიცხოვნობა უცვლელი რჩება. 

ცხრილი 2. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში პროგრამებისა და ქვეპროგრამებისთვის დაგეგმილი დაფინანსების ცვლილება

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

როგორც ვხედავთ, ხარჯვით ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვნად წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება მცირდება. თუმცა აღნიშნული სასესხო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის დაგეგმილი ხარჯის შემცირებით არის გამოწვეული. როგორც ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა  საქართველოს მთავრობას მიმართა, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების (ძირითადი და საპროცენტო თანხები) მომსახურების ვადის (2020 წელს არსებული გადასახდელების მომდევნო ორ წელზე გადანაწილება) ცვლილების თაობაზე, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზეც თანხმობა მიიღო. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტს ხარჯი 24 646 300 ლარით შეუმცირდა. დაახლოებით 2 მლნ ლარით კი სხვა პროგრამებისა და ქვეპროგრამების ხარჯები შემცირდა. რამდენიმე ქვეპროგრამის დაფინანსება კი გაუქმდა. მაგალითად, ფილტვის კიბოს სკრინინგი, მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა, მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება/ჰოსპისი ბინაზე - აღარ დაფინანსდება. 

2020 წლის ბიუჯეტიდან ასევე შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტების გადამზადების, სმენადაქვეითებულ ბავშვთა ოჯახის წევრებისთვის ჟესტური ენის სწავლების და შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდების ქვეპროგრამები ამოიღეს.  ასევე ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც დაახლოებით, 1 300 000 ლარი იყო განსაზღვრული, აღარ დაფინანსდება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მის რეაბილიტაციას მოსახლეობა უკვე წლებია, რაც ითხოვს.

ინფორმაციისთვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარდამავალი პროექტებისა და რამდენიმე ახალი პროექტის დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტს აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 10 300 000 ლარი გამოეყო. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით მიღებულ სპეციალურ ტრანსფერს, მისი მოცულობა 2 019 730 ლარს შეადგენს.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა