• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რჩევები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

რჩევები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის დიდი ტალღა მოჰყვა, რაც „ინფოდემიის“ სახელითაა ცნობილი.

12/09/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის დიდი ტალღა მოჰყვა, რაც „ინფოდემიის“ სახელითაა ცნობილი. ქართული ინტერნეტ-სივრცე ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის ყალბმა ამბავმა მოიცვა. მათი დიდი ნაწილი ფაქტ-მეტრმა უკვე გამოააშკარავა. დეზინფორმაცია ხშირად ოფიციალური პირების განცხადებების გაყალბებას წარმოადგენს და მისი ძირითადი ნარატივია:

1.       ეპიდემია საერთოდ არ არსებობს და ადამიანებმა მისგან თავის დასაცავად არავითარი ზომა არ უნდა მიიღონ;

2.       ვაქცინების გამოყენება მოსახლეობის დასაინფიცირებლად ან მათ გასაკონტროლებლად მოხდება;

3.       კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები თავადაა ჯანმრთელობისთვის საშიში;

4.       COVID – 19 სატანისტების მზაკვრული გეგმაა, რომლის საბოლოო მიზანსაც ტოტალური კონტროლის დამყარება წარმოადგენს.   

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის რეკორდულ მატებასთან ერთად, ფაქტ-მეტრი კიდევ ერთი დეზინფორმაციის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ ვირუსულად გავრცელდა და COVID – 19-სგან თავის დაცვის არასწორ რეკომენდაციებს ეხება:

Facebook-ზე სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული აღნიშნული დეზინფორმაცია მოსახლეობას COVID – 19-სგან თავის დაცვის მიზნით, მარილიანი ან ძმრიანი თბილი წყლის მიღებისკენ მოუწოდებს. ყალბი ამბის მიხედვით, „სანამ კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ფილტვებში მოხვდება, ის 3-4 დღის განმავლობაში ჩერდება ყელში, რა დროსაც ადამიანს ეწყება ხველა და ყელის ტკივილი. ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს ბლომად წყალი და ასევე ხშირად ივლოს ყელში მარილიანი ან ძმრიანი თბილი წყალი. ეს მარტივი პროცედურა დაინფიცირებული ადამიანის ფილტვებში ჩასვლამდე ანადგურებს ვირუსს და ხელს უშლის მის გადაცემას სხვა ადამიანებზე...“

აღნიშნული რჩევები კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვის ოფიციალურ რეკომენდაციებს შორის არ გვხვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, იმის მტკიცებულება, რომ მარილიანი წყლის გამოვლება ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, მარილიანი წყლით ცხვირის რეგულარული გამორეცხვა ადამიანებს გაციების შედარებით სწრაფად დამარცხებაში ეხმარება, თუმცა ის რესპირაციული ინფექციების ეფექტურ პრევენციულ საშუალებად არ მიიჩნევა.    

ვირუსი, რომელიც COVID – 19-ს იწვევს, ადამიანიდან ადამიანს ძირითადად წვეთოვანი გზით, ხველების, ცემინების ან საუბრის დროს გადაეცემა. მეცნიერების განმარტებით კი, აღნიშნული წვეთები მეტისმეტად პატარა ზომისაა იმისათვის, რომ ორგანიზმიდან მათი წყლით გამორეცხვა წარმატებით მოხერხდეს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად  სხვადასხვა სითხის, მათ შორის, ალკოჰოლისა და მათეთრებლის მიღების არასწორი რჩევებიც გავრცელდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ან მკურნალობისთვის რეკომენდებული კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს.  

COVID – 19-ის გავრცელების შესამცირებლად და ინფიცირებისგან თავის დაცვის მიზნით:

1)  გაიკეთეთ ნიღაბი;

2) ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;

3) დაიცავით არანაკლებ 1 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;

4)  მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს;

 

ნიკა მამულაძე
ნიკა მამულაძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა