იტვირთება

ნათია თურნავა: პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, უცხოური ინვესტიციები [პირდაპირი] ბრიტანეთიდან გაიზარდა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“, ნათია თურნავას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე:

2019 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 25.6%-ით არის შემცირებული. აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიით გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 410 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოდან 131.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 283% ზრდას შეადგენს და მთლიანი ინვესტიციების 32% წარმოადგენს. ახლო წარსულში, პუი-ს დინამიკა გაერთიანებული სამეფოდან როგორც კვარტალურ, ისე წლიურ დონეზე აბსოლუტურ და ფარდობით მაჩვენებლებში, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2015 წელს იყო, 400 მლნ აშშ დოლარი, რამაც მთლიანი წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ორ კვარტალში, რიგითობის მიხედვით: გაერთიანებული სამეფო (131 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდი (67 მლნ აშშ დოლარი), აშშ (48 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (44 მლნ აშშ დოლარი) უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების ჯამური მონაცემი მცირდება, ინვესტორი ქვეყნების ნუსხიდან, მუდმივად შეიძლება ისეთი ქვეყნის ამორჩევა, საიდანაც ინვესტიციების შემოსვლის ტენდენცია კონკრეტულ პერიოდში ზრდადია. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება კონკრეტულად იმ ქვეყანაზე ან ქვეყნების ჯგუფზე, სადაც დადებითი ტენდენცია ფიქსირდება და ზოგადი ტენდენციის ყურადღების მიღმა დატოვება, ერთგვარ მანიპულაციას წარმოადგენს (ნაკლებად მნიშვნელოვან, თუმცა ფაქტობრივად სწორ მონაცემზე აპელირებით, მეტად მნიშვნელოვანი მონაცემის გაუარესების გადაფარვის მცდელობა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანიპულაციური მიდგომა ნათია თურნავამ ერთგვარ წესად აქცია (ეკონომიკის მინისტრმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდგომაც ყურადღება უშუალოდ აშშ-დან ინვესტიციების გაზრდილ მოცულობაზე გაამახვილა ყურადღება, მთლიანი ინვესტიციების შემცირებული მაჩვენებელი კი ყურადღების მიღმა დატოვა), თუმცა ვინაიდან მინისტრმა განცხადება უშუალოდ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის კონტექსტში გააკეთა, „ფაქტ-მეტრი“ ამ შემთხვევაშიც თავს იკავებს უარყოფითი ვერდიქტისგან და განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

ანალიზი:

აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „კოვიდისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული უცხოური ინვესტიციები გაიზარდა“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის II კვარტალში 237.8 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 0.5%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, 2020 წლის 6 თვეში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 409.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია. ინვესტიციების მიმდინარე მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული კლების მიზეზად გარკვეულწილად პანდემიიდან გამოწვეული კრიზისი გვევლინება, თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: პუი-ს დინამიკა კვარტალურად (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის პირველ და მეორე კვარტლებში გაერთიანებული სამეფოდან 131.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 283% ზრდას შეადგენს და მთლიანი ინვესტიციების 32% წარმოადგენს. როგორც გრაფიკ 2-ზე ჩანს, ახლო წარსულში, პუი-ს დინამიკა გაერთიანებული სამეფოდან როგორც კვარტალურ, ისე წლიურ დონეზე აბსოლუტურ და ფარდობით მაჩვენებლებში, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. წლიური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2015 წელს იყო, 400 მლნ აშშ დოლარი, რამაც მთლიანი წლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23% შეადგინა.

გრაფიკი 2: პუი-ს დინამიკა გაერთიანებული სამეფოდან, წლიური, პირველი და მეორე კვარტლის მონაცემები (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ორ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი გაერთიანებული სამეფო იყო. 2019-2020 წლის პირველ ორ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სტატისტიკა ცხრილში 1 არის მოცემული.

ცხრილი 1: უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები 2020 წლის პირველ ორ კვარტალში (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3292 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი