იტვირთება

კონსტანტინე თავზარაშვილი: 2019 წელს ერგნეთში სპორტული კომპლექსი აშენდება
ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე: 2018 წლის ბოლოს, ანგარიშის წარდგენისას გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ერგნეთის მოსახლეობას სპორტული კომპლექსის აშენების პირობა მისცა. მისი განცხადებით, მაღალმთიანი დასახლების ფონდის დაფინანსების ფარგლებში, 2019 წელს, ერგნეთში დახურული საჭიდაო დარბაზი, ფეხბურთის ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანი და კალათბურთის მოედანი მოეწყობოდა. დაგეგმილი სამუშაოებისთვის ჯამში 500 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

ამ დრომდე ერგნეთში ამ მიმართულებით არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაწყებულა.

ანალიზი:

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის ტენდერი 2018 წლის თებერვალში გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიასთან (შპს ვეგა+) გაფორმებულ ხელშეკრულებას კი ვადა 30 ივნისს გაუვიდა. ჯერ კიდევ იმ პერიოდში ობიექტისთვის 18 800 ლარის გახარჯვა იყო გათვალისწინებული. გორის მერმა კი სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დააანონსა და აღნიშნა, რომ ერგნეთს ერთ წელში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ექნებოდა.

პრეზენტაციაზე წარდგენილი მასალის მიხედვით, ერგნეთის სპორტული კომპლექსი ასეთი უნდა ყოფილიყო:

რეალურად კი ადგილზე ასეთი სიტუაციაა:

აღნიშნულ საკითხით „ფაქტ-მეტრი“ ჯერ კიდევ გიორგი ხოჯევანიშვილის (ამჟამად „ოცნების“ კანდიდატი გორი-კასპის ოლქში) გუბერნატორობის დროს დაინტერესდა. მაშინ მიღებული ოფიციალური პასუხის მიხედვით, სოფელ ერგნეთში სპორტული კომპლექსის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ბოლო ინფორმაციის თანახმად კი, გორის მერიაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის გადადებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ერგნეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის სამუშაოები 2020 წელს ვეღარ დაიწყება.

„პანდემიამ ძალიან ბევრ რამეს შეუშალა ხელი. ვნახოთ, როგორ იქნება, ალბათ წელს ვერ მოესწრება ერგნეთის სპორკომპლექსის აშენება", - ამბობს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ერგნეთის სპორტული კომპლექსის შესახებ გორი-კასპის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის სააგიტაციო მასალაშიცაა საუბარი. ობიექტი, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიგეგმა, ხოჯევანიშვილის დაპირების თანახმად, მისი გამარჯვების შემთხვევში, მომდევნო 4 წელში აშენდება. ამისთვის კი 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის დაპირება, რომ ერგნეთში 2019 წელს სპორტული კომპლექსი აშენდებოდა, არ შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი